მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 17

1და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა:

3წარვედ ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა.

4და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღვარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ.

5და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისათა, მივიდა და დაჯდა ნაღვარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა.

6და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა და ჴორცსა. განთიად - პურსა და ჴორცსა - მწუხრად, და ნაღვარევისა მისგან სუმიდა წყალსა.

7და იყო შემდგომად დღეთა მათ და განჴმა ნაღვარევი იგი.

8და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა:

9აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.

10და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა.

11და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.

12ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.

13და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს.

14რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა.

15და წარვიდა დედაკაცი იგი სიტყჳსა მისებრ ელიაჲსისა, მოართვა და ჭამა მან და შვილთა მისთა.

16და მიერ დღითგან არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთესა მას არა მოაკლდა ზეთი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ელიასითა.

17და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ დასნეულდა ძე დედოფლისა მის სახლისა. და იყო სენი იგი ძნელ ფრიად, ვიდრე არა დაშთა სამშჳნველიცა მის თანა.

18და ჰრქუა ელიას: რა ძეს შენი და ჩემი, კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა.

19და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც აქა შვილი ეგე შენი! და მოიქვა იგი მჴართაგან მისთა და აღიყვანა ქორსა მას, რომელსა იყოფოდა იგი, და დადვა ცხედარსა მას თჳსსა.

20და ღაღად-ყო ელია და თქუა: ჵ უფალო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ, შენ ჰგუემე ძე მაგისი სიკუდილითა?

21და დაჰბერა სამგზის ყრმასა მას და ხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე.

22და ისმინა უფალმან ღაღადებაჲ ელიასი და მოიქცა სამშჳნველი ყრმისა მის გვამადვე მისა და განცოცხლდა.

23და გარდმოიყვანა ელია ყრმა იგი ქორისა მისგან სახიდ და მისცა დედასა თჳსსა და ჰრქუა ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძე ეგე შენი.

24და ჰრქუა ელიას დედაკაცმან: აწ უწყი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარი შენ და სიტყუაჲ ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.


წინა თავი შემდეგი თავი