მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მესამე მეფეთა წიგნი |
თავი 18 |
1და იყო, შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისა იყო ელიასსა წელსა მას მესამესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმა პირსა ზედა ქუეყანისასა. 2და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას. 3და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად. 4და იყო, მოსრვასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა დამალა აბდია ასი კაცი წინაწარმეტყუელთაგანი ერგასის - ერგასისი თითოსა ქვაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა. 5და ჰრქუა მეფემან აქაბ აბდიას: მოვედ და ვიქცეოდით ყოველსა მას ქუეყანასა წყაროსთავთა წყალთასა და ნაღვარევთა და, ჰე, თუმცა ვპოოთ საძოვარი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი, რათა არა აღიჴოცნენ ჩუენგან ყოვლადვე საცხოვარნი. 6და განიყვნენ სლვად გზათა და აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია სხუასა გზასა მარტო. 7და აბდიას გზასა ზედა შეემთხჳა ელია წინა მისა მარტო და ისწრაფა აბდია და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა: შენ ხარა, უფალო ჩემო ელია? 8და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია. 9და ჰრქუა აბდია: რა შეგცოდე, რამეთუ შემაგდებ მე, მონასა შენსა, ჴელთა აქაბისთა მოკულად? 10ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, რამეთუ არა არს ნათესავი და არცა მეუფებაჲ, რომელსა არა მიავლინა უფალმან ჩემმან ძიებად შენდა. 11და ჰრქუეს, ვითარმედ: არასადა არს, და მოწვა მეუფებაჲ იგი და სოფელი მათი, რამეთუ არა გპოვეს შენ. 12და აწ შენ იტყჳ, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია. 13და თუ წარვიდე მე შენგან და სულმან უფლისამან აღგიღოს შენ ქუეყანით, რომელ არა ვიცოდე, მოვიდე და უთხრა აქაბს და არა გპოო შენ, მომკლას მე, და მონა შენი მოშიში უფლისა არს სიყრმითგან თჳსით. 14და არა მიეთხრა უფალსა ჩემსა, რა-იგი ვყავ მე მოწყუედასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა? მე დავმალე წინაწარმეტყუელთაგან მათ უფლისათა ასი კაცი ერგასის-ერგასისი თჳთოსა ქვაბსა და გამოვზარდენ იგინი პურითა და წყლითა. 15და აწ შენ მეტყჳ მე, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ელია არს და მომკლას მე. 16და ჰრქუა ელია: ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა, რამეთუ დღეს ვეჩუენო მას. 17და წარვიდა აბდია და მიეგებოდა აქაბს და უთხრა მას. აღირბინა აქაბ და მიეგებოდა ელიას და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა აქაბ ელიას: შენ ხარა ამრღუე ისრაჱლისა? 18ჰრქუა ელია: არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა. 19და აწ წარავლინე და მოკრიბე ჩემდა ყოველი ისრაჱლი მთასა მას კარმელსა და წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი ოთხასდაერგასისნი, წინაწარმეტყუელნი იგი მაღნარისანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა. 20და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა. 21და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ. 22და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი. 23და აწ მოგუცენით ჩუენ ორნი ზუარაკნი და გამოირჩიონ ერთი იგი მათ და განაგონ ასოეულად და დადვან ზედა შეშასა და ცეცხლსა ნუ შეახებედ. და მე ვყო ერთი იგი ზუარაკი და დავდვა ზედა შეშასა და ცეცხლი არა მივახო. 24და ხადოდეთ სახელსა ღმერთთა თქუენთასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა და იყოს ღმერთი, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ. 25და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელთა მათ სირცხჳლისათა: გამოირჩიეთ თქუენდად ზვარაკი ერთი და ჰყავთ პირველ, რამეთუ თქუენ უმრავლეს ხართ და ხადოდეთ სახელსა მას ღმერთთა თქუენთასა და ცეცხლსა ნუ შეახებთ. 26და მიიბეს ზვარაკი იგი, რომელ მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ხადოდეს სახელსა ბაალისასა ცისკრითგან ვიდრე სამხრადმდე და იტყოდეს: ისმინე ჩუენი, ბაალ, ისმინე ჩუენი! და არა იყო მათ თანა ჴმაჲ და არცა სმენა, და რბიოდეს გარემო საკურთხეველსა მას, რომელ ქმნეს. 27და იყო სამხრისა ოდენ, და განბასრნა იგინი ელია თეზბიტელმან და ჰრქუა: მაღლადრე უჴმეთ, რამეთუ ღმერთი არს; ანუ თუ განსცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს. 28და უჴმობდეს ჴმითა დიდითა და იზახდეს მსგავსად სჯულისა მათისა მახჳლითა და დანაკითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა. 29და იყო, ვითარ გარდაჴდა სამხარი და წინაწარმეტყუელებდეს ვიდრე ჟამადმდე მსხუერპლის შეწირვისა და არა იყო მუნ ჴმაჲ, და ეტყოდა ელია წინაწარმეტყუელთა მათ საძაგელებისათა და ჰრქუა: გა-რე-მიდეგით და აწ მე ვყო შესაწირავი იგი ჩემი. და გან-რე-დგეს და წარვიდეს. 30და ჰრქუა ელია ერსა მას: მომეახლენით მე! და მიეახლნეს ყოველი ერი მისა და აღმართა საკურთხეველი იგი უფლისა დამჴობილი. 31და მოიხუნა ელია ათორმეტნი ქვანი მსგავსად რიცხჳსა მის ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ვტყოდა მას უფალი და ჰრქუა: ისრაჱლ იყავნ სახელი შენი. 32და აღაშენნა ქვანი იგი სახელად უფლისა და ქმნა ტაბლაჲ, რომელმანცა შთაიტია ორი გრივი თესლი გარემოს საკურთხეველსა მას. 33და დააზვინა შეშა იგი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა და განაგო ასოეულად ზვარაკი იგი და დადვა ზედა შეშასა მას და აღზვინა ზედა საკურთხეველსა მას. 34და ჰრქუა: მომართუთ მე ოთხითა ლაგჳნითა წყალი და დაასხით ზედა შესაწირავსა მაგას და შეშასა. და ჰრქუა: დაასხით! და დაასხეს და თქუა მეორედ: დაასხით! და დაასხეს; თქუა მესამედ: დაასხით! და დაასხეს. 35და მოვიდოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და აღავსეს ტბა იგი წყლითა. 36და იყო, ჟამსა ოდენ შეწირვისასა მსხუერპლისა მის ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და ისრაჱლისაო, დღეს ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ისრაჱლისა და მე მონა შენი. მე ვქმენ საქმე ესე. 37ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი ცეცხლითა და სცნას ერმან ამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და შენ გარემოაქციე გული ერისა ამის მართლუკუნ. 38და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშა იგი და მიწა იგი. და წყალი იგი, რომელ დგა ტბასა მას, აღწბა ცეცხლმან მან. 39ვითარცა იხილა ყოველმან ერმან, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ნანდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი. 40და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუმცა ვინ განმერების მათგანი, ნუცა ერთი. და შეიპყრეს იგინი და შთაიყვანნა იგინი ელია ნაღვარევსა მას კიშონისასა და მოსრნა იგინი მუნ. 41და ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ბგერისა წვიმისა არს. 42და აღვიდა აქაბ ჭამად და სუმად და ელია აღჴდა თავსა მთისა მის კარმელისასა და დადრკა ქუეყანად და დადვა პირი თჳსი ზედა მუჴლთა თჳსთა. 43და ჰრქუა ყრმასა მას თჳსსა: აღდეგ და მიხედენ გზასა მას ზღჳთ კერძო! აღჴდა და მიხედნა ყრმამან და ჰრქუა: არარა არს. და ჰრქუა ელია ყრმასა მას: მოიქეც და მიხედენ შჳდგზის! და მიიქცა ყრმა იგი შჳდგზის. 44და იყო მეშჳდესა მას ჯერსა, და აჰა, ღრუბელი ერთი მცირე, ვითარცა ნები კაცისა, და აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ და ჰრქუა: მივედ და არქუ აქაბს: აღიმზადენ ეტლნი შენნი და შთავედ, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ. 45და იყო, ვითარცა იგი მიმოიქცეოდა, ცა დაბნელდა ღრუბლითა და ქა- რითა, და იყო წვიმა ძლიერი და ტიროდა აქაბ. და მივიდოდა იეზრაელად. 46და ჴელი უფლისა იყო ელიასა ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისასა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელად. |
წინა თავი | შემდეგი თავი |