მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 3

1დამტკიცებასა მეფობისა მის სოლომონისა, მზახობა-ყო სოლომონ ფარაოს მიმართ მეფისა მის მიმართ ეგჳპტელთასა. და მოითხოვა ასული იგი მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის თჳსისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალჱმისა.

2უკმევდა ერი იგი საკმეველსა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა შენებულ იყო ტაძარი იგი სახლისა უფლისა მიმუნდღედმდე.

3და შეიყუარა სოლომონ უფალი სლვად მცნებათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, ხოლო მაღალთა მათ ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლსა და უკმევდა საკუმეველსა.

4და აღდგა, წარვიდა მეფე გაბაონად შეწირვად მუნ, რამეთუ იგი უმაღლეს და უდიდებულეს არს, და ათასი მსხუერპლი შესწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონსა.

5და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რა შენ თხოვა თავისა შენისა.

6და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა, დავითის, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისათა შენდამი, და დაუმარხე მას წყალობა ესე დიდი - დაჯდომად ძე მისი საყდარსა მისსა, ვითარცა-ესე დღეს-დღე.

7და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი.

8და მონა შენი შორის ერსა შენსა არს, რომელ გამოირჩიე ერი შენი სიმართლითა ურიცხუ, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

9და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა მის შენისა მძიმისა?

10და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე.

11და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა,

12აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.

13და რომელღა არა ითხოვე, მი-ვე-გცე შენ და სიმდიდრე და დიდებაჲ შენ ვითარ კაცი არა ვინ იყო მეფეთა შორის შენებრივ.

14და უკუეთუ ხჳდოდი გზათა ჩემთა დამარხვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, განვაგრძნე დღენი შენნი.

15და განიღჳძა სოლომონ და იყო ჩუენება, და აღდგა და შევიდა იერუსალჱმად. და წადგა წინაშე პირსა კიდობნისა შჯულისა უფლისა სიონს შინა და შესწირა მსხუერპლი დასამშჳდებელი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისა და ყოველთა მონათა მისთა.

16მას ჟამსა წარმოდგეს სოლომონ მეფისა ორნი დედანი მეძავნი და დადგეს წინაშე მისა.

17და თქუა ერთმან დედაკაცმან: ჩემდა მოიხილე, უფალო, მე და დედაკაცი ესე ვიყოფოდეთ სახლსა ერთსა და ვშევ სახლსა მას შინა.

18და იყო, მესამესა დღესა შობითგან ჩემით შვა დედაკაცმანცა ამან ძე, და ვიყვენით სახლსა მას შინა ორნივე ჩუენ ხოლო და სხვა არა ვინ იყო ჩუენ თანა სახლსა მას.

19და მოკუდა ძე იგი ამის დედაკაცისა ღამე, რამეთუ დააწვა მას ზედა.

20და აღდგა შუაღამესა ოდენ და მიმპარა ყრმა იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა და დააძინა უბესა თჳსსა და ყრმა იგი მისი მომკუდარი შემოაწვინა უბესა ჩემსა.

21და აღვდეგ, რათამცა ვაწოე ყრმასა მას ჩემსა და იგი იყო მომკუდარი, და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმა იგი ჩემი, რომელ მეშვა მე.

22და სხუაჲ იგი დედაკაცი ეტყოდა: არა, ესე ჩემი არს და ცოცხალ არს, მომკუდარი იგი არს შვილი შენი. და ერთმან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი ეგე ჩემი არს.

23და ესე წართქუეს წინაშე მეფისა და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი ესე არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს? და შენ იტყჳ: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს?

24და თქუა მეფემან: მომართუთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა.

25და თქუა მეფემან: განკუეთეთ ყრმა იგი მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი მას.

26მიუგო დედაკაცმან, რომლისა იყო ყრმა იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა (რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა მას თჳსსა) და თქუა: ჩემდა მოიხილე, მეფე, მიეცით მაგას ყრმა იგი ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცა მაგისა, განკვეთეთ ორგან!

27და მიუგო მეფემან და თქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმა ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: ეგე მიეცით მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ, რამეთუ ეგე არს დედა მაგისი.

28და ესმა ყოველსა ისრაჱლსა სასჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ სიბრძნე ღმრთისა არს მის თანა ყოფად სიმართლისა.


წინა თავი შემდეგი თავი