მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 4

1და იყო მეფე სოლომონ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

2და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარა, ძე სადუკისი, მღდელისა,

3ელიაბ და აქია, ძენი სისასნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ, ძე აქილიდისი, ზედამდგომელი მოსაჴსენებელთა.

4და ბანეა, ძე იოადისი, სპასპეტი, და სადუკ და აბიათარ-მღდელნი.

5და აზარია, ძე ნათანისი, ზედა საქმისა მაწვეველად და ზაბოთ, ძე ნათანისი, მღდელი-საყუარელი მეფისა.

6და აქიელ, მოღუაწე და ელიაბ, ძე იოასი, ერსა ზედა და ადონირამ, ძე ედრამისი, - ხარკთა ზედა.

7და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაჱლსა ზედა მოღუაწედ და წინამძღუარად და როჭიკისა მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა როჭიკისა მიცემა თჳთო თჳთოს თვესა მას.

8ესე არიან სახელები მათი: ბენიამენ, ძე იოვრასი, მთისაგან ეფრემისა,

9ძე რექაბისი მაქმასს და ზალამინს და ბეთსამუს და ედომს ვიდრე ბეთნამდე.

10იაქირ, ძე ექორებისი, ბეთნამს, ლუზას და ამექსას და ფარაქიმს,

11ანადაბს და მათსასას და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ, ასული სოლომონისი, იყო ცოლად მისა.

12ბაქსას, ძე აქაბისი, ეთამას და მაგედონს და ყოველთა მათ მკჳდრთა სასართანისათა ქვე აღეზრაესსა ბეთსანითგან ვიდრე აბელაულამდე და მაებერდამდე.

13ოკამ, ძე გამერისი, გალადიტელისა, მისი იგი ნაწილი რაგაბანს ბასანს, სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შეზღუდვილი და მოქლონები რვალისა.

14აქინადაბ, ძე აქაბისი, მაქილამს.

15აქიმაას - ნეფთალიმს, და მან მიიყვანა ბასემად, ასული სოლომონისი, ცოლად.

16განეა, ძე ქუსისი, ქუეყანასა გალაადისასა.

17სამაა, ძე ჰელასი, ქუეყანასა მას ბენიამენისასა.

18გამერ, ძე სადადესი, ქუეყანასა მას გაადისასა, ქუეყანასა მას სეონისასა, მეფესა მას ზედა ესებონისასა, და ოგს, მეფესა მას ზედა ბასანისასა. და ნასიბ ქუეყანასა მას იუდასასა.

19და იოსაფატ, ძე ფარასუქისი, ისაქარს და მსახურებდეს სოლომონ მეფესა, რომელნი დაედგინნეს ჴელმწიფენი, ყოველთავე რა განწესებულად იყო ტაბლად სამეუფოდ, კაცად-კაცადი თთუესა თჳსსა, და არა გარდააქცევდეს სიტყუასა. და ქრთილი და ბზე საჴედართათჳს და საეტლეთათჳს მოაქუნ ადგიდ, სადაცა არიან მეფე კაცად-კაცადი საბრძანებელით თჳსით.

20და ისრაჱლი ურიცხუ იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა სიმრავლითა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს.

21და სოლომონ უფლებდა შარავანდედთა მათ ზედა მდინარითგან ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა. და მოართმიდეს ძღუენსა და ჰმონებდეს სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

22და ესე როჭიკი იყო სოლომონისი, - დღესა შინა ოცდაათი სათუელი სამინდო და ორმოცი სათუელი ფქვილი გერმაკი,

23და ათი ზვარაკი და ოცი ფური და ასი ცხოვარი და ნადირი, ირემი და ქურციკი და რჩეულ-რჩეული მფრინველთა.

24რამეთუ ჴელმწიფე იყო ყოველსა ზედა წიაღ მდინარით თაფსაით ვიდრე გაზადმდე ყოველსა მას მეფობასა ვიდრე წიაღ მდინარედმდე, და იყო მისა მშჳდობაჲ ყოველთაგან გარემოთა.

25დამკჳდრებულ იყო იუდა და ისრაჱლი სასოებით კაცად-კაცადი ვენაჴსა თჳსსა და ლეღოვანსა ჭამდეს და სუმიდეს დანითგან ვიდრე ბერსაბემდე ყოველთა დღეთა სოლომონისათა.

26და იყო სოლომონისი ორმეოც ათასი ჴრდალი საეტლეთა და ათორმეტ ათასი საჴედართა.

27ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ.

28მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის. თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.

29და მისცა უფალმან სოლომონს სიბრძნე და მეცნიერება დიდად ფრიად და გულისხმის-ყოფა, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

30და განმრავლდა სიბრძნე სოლომონისი უფროს წინანდელთა კაცთასა და უმეტეს მეცნიერთა ეგჳპტისათა.

31და განბრძნდა უფროს ყოველთა კაცთა და უბრძენე ეთამ იზრაიტელისა და ზამბრისა და ეთამისა და ქალქაკისა და დარდაესა, ძეთა მალაისათა, და იყო სახელოვან ყოველთა თესლთა გრემოთა.

32და თქუა სოლომონ სამ ათასი იგავი და იყუნეს ქებანი მისნი ხუთ ათას.

33და თქუა ძელთათჳს ფიჭუთაგან ლიბანისათა მი-ჯეჯილამდე, რომელ ზღუდესა ზეცა აღმოსცენდის და თქუა პირუტყუთათჳს და ფრინველთათჳს და ქვეწარმავალთათჳს და თევზთათჳს.

34და მოვიდეს ყოველნივე ნათესავნი სმენად სიბრძნისა მის სოლომონისა, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი.


წინა თავი შემდეგი თავი