მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ |
თავი 15 |
1ხოლო თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად. 2კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად. 3და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 4რამეთუ რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. 5ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთარს ქრისტეს იესუჲს მიერ, 6რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 7ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა. 8ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესსა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა დასამტკიცებლად აღთქუმასა მას მამათასა, 9ხოლო წარმართნი - წყალობისათჳს სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. 10და კუალად იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა. 11და კუალად იტყჳს: უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი. 12და მერმე ესაია იტყჳს: და იყოს ძირი იგი იესესი, და რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა; და მას წარმართნი ესვიდენ. 13ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა. 14მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად. 15უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგსრე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, 16რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა. 17მაქუს უკუე სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ. 18რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა. 19ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რაჲთა მე იერუსალჱმითგან და გარემო ვიდრე ილორიკიადმდე აღვასრულო სახარებაჲ იგი ქრისტესი. 20ხოლო ესრეთ პატივ-ცემულ ვარ სახარებად, არა თუ სადა სახელ-დებულ არს ქრისტე, რაჲთა არა სხუასა საფუძველსა ზედა ვაშენებდე, 21არამედ ვითარცა წერილ არს: რომელთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა სმენილ არს, გულისჴმა-ყონ. 22ამისთჳსცა დავეყენე მისლვად თქუენდა. 23ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან. 24და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად. 25ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა. 26რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. 27ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა. 28ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. 29ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე. 30ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ. 31რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, 32რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო. 33ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |