მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 13

1ხოლო ჰრქუა უფალმან მოსეს მეტყუელმან:

2წმიდა-მიყავ მე ყოველი პირმშოჲ პირველშობილი განმღებელი ყოვლისა საშოჲსა ძეთა შორის ისრაჱლისათა, კაცითგან მიპირუტყუამდე: ჩემი არს.

3და თქუა მოსე ერისა მიმართ: იჴსენებდით დღესა ამას, რომელსა შინა გამოხუედით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა განგიყუანა თქუენ უფალმან ამიერ და არა შჭამოთ ცომი.

4რამეთუ ამას დღესა შინა განხჳდეთ თქუენ თთუესა შინა ახალთასა.

5და იყოს, ოდესცა შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა ქანანელთასა, და ქეტელთასა, და აღმორეველთასა, და ეველთასა, და იებოსელთასა, და გერგესეველთასა, და ფერეზელთასა, რომლისათჳს ვეფუცე მამათა შენთა მიცემად თქუენდა ქუეყანა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, და ჰყოთ მსახურებაჲ თთუესა ამას.

6და შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა, ხოლო მეშჳდესა დღესა დღესასწაული არს უფლისაჲ.

7უცომოსა შჭამდეთ შჳდთა დღეთა, არა იხილვოს შენდა ცომოანი, არცა იყოს ცომი შენდა ყოველთა შინა საზღვართა შენთა შჳდ დღე.

8და უთხრობდე ძესა შენსა მას დღესა შინა მეტყუელი; ამის მიერ, ქმნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ვითარცა-იგი მოვიდოდე ეგჳპტით.

9და იყოს შენდა სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და მოსაჴსენებლად წინაშე. თუალთა შენთა, რათა იყოს შჯული უფლისაჲ პირსა შინა შენსა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყუანა შენ უფალმან ეგჳპტით.

10და დაიცევით შჯული ესე ჟამითი ჟამადთა შინა ჟამთასა დღითი დღეთაგან დღეთა მიმართ.

11და იყოს, ვითარცა შეგიყვანოს შენ უფალმან ქუეყანასა ქანანელთასა, ვითარ სახედ ეფუცა მამათა შენთა, და მიგცეს იგი შენ.

12და განუჩინო ყოველი განმღებელი საშოჲსა წული უფალსა და ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ სამროწლეთაგან შენთა ანუ საცხთვართა შორის შენთა. წმიდა-ჰყო უფლისად, რაოდენი-რაჲ იყოს შენდა წული.

13ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ კარაული განსცვალო ცხოვრად, ხოლო უკუეთჱ არა განსცვალო, იჴსნა იგი. ყოველი პირმშოჲ კაცისაჲ ძეთა შენთასა იჴსნა.

14ხოლო უკუეთუ გკითხოს შენ ამისსა შემდგომად ძემან შენმან მეტყუელმან: რაჲ არს ესე? და ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამომიყუანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა.

15ხოლო რაჟამს განფიცხნა ფარაო გამოვლინებად ჩუენდა, მოკლა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან კაცისათ ვიდრე პირმშოდმდე საცხოვართა. ამისთჳს შევსწირავ მეცა უფლისა ყოველსა განმღებელსა საშოჲსასა წულსა, და ყოველსა პირმშოსა ძეთა ჩემთასა ვიჴსნი.

16და იყოს სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და შეურყეველ წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყვანა შენ უფალმან ეგჳპტით.

17ხოლო ვითარცა განავლინა ფარაო ერი იგი, არა გზა-უყო მათ ღმერთმან გზაჲ ქუეყანისა ფილისტიმისაჲ, რამეთუ ახლო იყო. რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა შეინანოს ერმან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიაქციოს ეგჳპტედ.

18და მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

19და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა

20ხოლო იტრნეს რაჲ ძენი ისრაჱლისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ.

21ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე - სუეტითა ცეცხლისათა.

22და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისა დღისი და სუეტი ცეცხლისა ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.


წინა თავი შემდეგი თავი