მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი გამოსლვათაჲ |
თავი 14 |
1და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: 2არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიქცენ და წყობა-ყონ წინაშე ეპავლეოჲსა საშუალ მაგდალოსა და საშუალ ზღუასა პირისპირ ბეელსეფონსა, და წინაშე მათსა წყობას-ჰყოფდე ზღუად მიმართ. 3და თქუა ფარაო ძეთათჳს ისრაჱლისათა: მიმოსცთებიან ისინი ქუეყანასა შინა, რამეთუ გარე შეაქცევს მათ უდაბნო. 4ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და დევნა-უყოს შემდგომად მათსა. და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა ზედა მჴედრობასა მისსა და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ყვეს ეგრეთ. 5და მიეთხრა მეფესა მეგჳპტელთასა, ვითარმედ ივლტოდა ერი, და გარდაიქცა გული ფარაოსი და მსახურთა მისთა ერსა მას ზედა, და თქუეს: რაჲ-ესე ვყავთ განვლინებაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ არღარა მონებად ჩუენდა? 6აღაგო ფარაო ეტლები თჳსი და ყოველი ერი თჳსი წარიყვანა მის თანა. 7 აღიგო ექუსასი ეტლი რჩეული თჳსი და ყოველი ცხენები ეგჳპტისაჲ და ერისთავები ყოველსა ზედა. 8და განაფიცხა უფალმან გული ფარაოსი მეფისა მეგჳპტელთასა, და დევნა-უყო შემდგომად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ძენი ისრაჱლისანი განვიდოდეს ჴელითა მაღლითა. 9და სდევდეს მეგჳპტელნი შემდგომად მათსა და პოვნეს იგინი დაბანაკებულნი ზღჳს კიდესა, და ყოველი ცხენი და ეტლები ფარაოსი და ცხენნი მათნი და ლაშქარი მისი წინაშე ეპავლეოსა პირისპირ ვეელსეფონსა. 10და ფარაო წინა ვიდოდა და აღიხილნეს ძეთა ისრაჱლისათა თუალნი და იხილეს, და მეგჳპტელნი განწყობილ იყუნეს უკუანა მათსა, და შეეშინა ფრიად. 11და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და ჰრქუეს მოსეს: არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა? რაჲ-ესე მიყავ ჩუენ გამოყვანებაჲ ჩუენი ეგჳპტით? 12არა ესე სიტყუაჲ იყოა, რომელი ვთქუთ შენდა მიმართ ეგჳპტეს შინა, მეტყუელთა: მიტევენ ჩუენ, რათა ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა? რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ მეგჳპტელთაჲ ვიდრე სიკუდილი უდაბნოსა ამას შინა. 13და თქუა მოსე ერისა მიმართ: მინდობილ იყუენით, დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ უფლისამიერი, რომელი გიყოს თქუენ დღეს, რამეთუ ვითარ სახედ იხილენით მეგჳპტელნი დღეს, არღა შესძინოთ მერმე ხილვად მათდა საუკუნესა ამსა. 14უფალი ებრძოლოს თქუენ წილ, და თქუენ დუმენით. 15ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ? არქუ ძეთა ისრაჱლისათა, და აღეგნენ. 16და შენ აღიღე კუერთხი შენი და განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა და განაღე იგი, და შევიდენ ძენი ისრაჱლისანი საშუალ ზღუასა ვითარცა ჴმელსა. 17და აჰა, მე განვაფიცხო გული ფარაოსი და მეგჳპტელთა ყოველთა და შევიდენ შემდგომად მათსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა მჴედრობასა მისსა ზედა და ეტლთა მისთა ზედა და ცხენთა მისთა ზედა. 18რათა გულისხმა-ყონ ყოველთა მეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი ვიდიდო ფარაოს ზედა და ეტლებსა მისსა და ჰუნებსა ზედა მისსა. 19ხოლო აღიძრა ანგელოზი იგი წინამავალი ბანაკისა ძეთა ისრაჱლისათასა და ვიდოდა უკუანაგან, და აღიძრა სუეტიცა ღრუბლისა პირისაგან მათისა და დადგა უკუანაგან მათსა. 20და შევიდა საშუვალ ბანაკსა მეგჳპტელთასა და საშუვალ ძეთა ისრაჱლისათასა და იყო ალმური და ბნელი, და წარჴდა ღამე, და არა აღერინეს ურთიერთას ყოველსა მის ღამესა. 21ხოლო განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა ზედა, და მოაწია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღუასა ზედა და ყო ზღუაჲ იგი ჴმელ, და განიპო წყალი. 22და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა ჴმელებრ, და წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით. 23ხოლო სდევდეს მეგჳპტელნი და შევიდეს შემდგომად მათსა, ყოველი ჰუნე ფარაოსი და ეტლები და მჴედრები შუა ზღჳსასა. 24და იყო საჴუმილავსა განთიადისასა და მიჰხედა უფალმან ბანაკსა მეგჳპტელთასა სუეტითა ცეცხლისა და ღრუბლისათა და განაწყო ბანაკი მეგჳპტელთაჲ. 25და შეუკრა ღერძები ეტლებისა მათისა და მოჰყუანდეს იგინი იძულებით და თქუეს მეგჳპტელთა: ვევლტოდით პირისაგან ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ მეგჳპტელთა. 26და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: განირთხ ჴელი შენი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგენ წყალი, და დაფარნეს მეგჳპტელნი ეტლებსა ზედა და მჴედრებსა ზედა. 27და განირთხა მოსე ჴელი ზღუასა ზედა, და კუალად მოეგო წყალი იგი დღეულად ადგილსა მასვე ზედა, ხოლო მეგჳპტელნი ივლტოდეს წყალსა ზედა, და შთაყარნა უფალმან მეგჳპტელნი შუა ზღუასა. 28და მოაქცია წყალმან და დაფარნა ეტლნი და მჴედარნი და ყოველი ძალი ფარაოსი შესრული შემდგომად მათსა ზღუად, და არა დაშთა მათგანი არცა ერთი. 29ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა, და იყო წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით. 30და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელისაგან მეგჳპტელთასა. 31და იხილნა ისრაჱლმან მეგჳპტელნი მომწყუდარნი კიდესა თანა ზღჳსასა, ხოლო იხილა ისრაჱლმან ჴელი დიდი, რომელი უყო უფალმან მეგჳპტელთა. და შეეშინა ერსა უფლისა და ჰრწმენა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა. 32 მაშინ უგალობდეს უფალსა მოსე და ძენი ისრაელისანი. გალობასა ამას იტყოდეს და თქუა, მეტყუელმან: |
წინა თავი | შემდეგი თავი |