მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი გამოსლვათაჲ |
თავი 17 |
1და აღიტრა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ უდაბნოთ სინით დაბანაკებისაებრ მათისა სიტყჳთა უფლისათა და დაიბანაკეს რაფიდინს შინა; ხოლო არა იყო წყალი სასუმელად ერისა. 2და ჭუოდა ერი მოსეს მიმართ და იტყოდა: მეც ჩუენ წყალი, რათა ვსუათ! და ჰრქუა მათ მოსე: რაჲსა სჭუით ჩემდა მომართ? და რაჲსა განსცდით უფალსა? 3ხოლო მოეწყურა მუნ ერსა წყალი, და დრტჳნვიდეს მოსეს ზედა და იტყოდეს: რაჲსათჳს აღმომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოწყუედად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა და საცხოვარსა ჩუენსა წყურილითა? 4და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ მეტყუელმან: რაჲ უყო ერსა ამას? მერე მცირედღა, და ქვაჲ დამკრიბონ მე! 5და ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარუძეღუ ერსა ამას, ხოლო მიიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგან ერისათა და კუერთხი, რომლითა ეც მდინარესა, მიიღე ჴელსა შენსა და მოვედ აქა. 6რამეთუ მე ვდგე პირველ მოსლვისა შენისა მუნ კლდესა ზედა ქორებს; და სცე კლდესა და გამოვიდეს წყალი, და სუას ერმან, და ქმნა მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაჱლისათასა. 7და უწოდა სახელი ადგილსა მას "განცდა და დრტჳნვაჲ" დრტჳნვისა მისთჳს ძეთა ისრაჱლისათისა და გამოცდისათჳს უფლისა და თქუმისა: უკუეთუ არს უფალი ჩუენ შორის, ანუ არა. 8ხოლო მოვიდა ამალეკი და ებრძოლა ისრაჱლსა რაფიდინს. 9და ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ თავისა შენისა მამაკაცნი და განსრული ეწყვე ამალეკსა ხვალე! და აჰა, მე ვდგე თხემსა ზედა ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისაჲ ჴელსა შინა ჩემსა. 10და იყო ისო, ვითარ-იგი ჰრქუა მას მოსე, და განეწყო ამალეკსა. და მოსე და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა ზედა ბორცჳსასა. 11და იყვის, რაჟამს აღიხუნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი, ხოლო რაჟამს შთამოიხუნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი. 12ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს მძიმე, და მოიღეს ქვაჲ, და დადვეს ქუეშე მისსა, და დაჯდა მას ზედა. ხოლო აჰრონ და ორ განამტკიცებდეს ჴელთა მისთა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა. 13და განაქცია ისო ამალეკი და ყოველი ერი მისი სიკუდილითა მახჳლისათა. 14და ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა შინა და მიეც ყურთა ისოჲსთა, ვითარმედ: აღჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისა ცისქუეშისაგან. 15და აღაშენა მოსე საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი `უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი". 16რამეთუ დაფარულითა ჴელითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავთათაგან ნათესავთამდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |