მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 20

1და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.

2მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

3არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.

4არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყანისა.

5არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

6და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.

7არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.

8მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.

9ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.

10ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.

11რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.

12პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

13არა კაც-ჰკლა,

14არა იმრუშო,

15არა იპარო,

16არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,

17არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.

18და ყოველი ერი ხედვიდა ჴმასა და ლამპართა და ჴმასა საყჳრისასა და მთაჲ მკუმოლვარე იყო, ხოლო შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს.

19და იტყოდეს მოსეს მიმართ: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ.

20და ეტყოდა მათ მოსე: მინდობილ იყვენით, გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა ღმერთი თქუენდა, რათა იქმნეს შიში მისი თქუენ შორის, რათა არა სცოდოთ.

21და დგა ყოველი ერი შორს. ხოლო მოსე შევიდა ნისლსა, სადა იყო ღმერთი.

22და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ესე ჰრქუნე სახლსა იაკობისსა და მიუთხრნე ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ იხილეთ, რამეთუ ცით გამო ვიტყოდე თქუენდა მიმართ.

23არ ჰქმნნეთ თავთა თქუენთათჳს ღმერთნი ვეცხლისანი და ღმერთნი ოქროჲსანი.

24საკურთხეველი ქუეყანისაგან მიქმენით მე. და შეწირენით მას ზედა ყოვლად-დასაწველნი და საცხოვრებელნი თქუენნი, ცხოვარი და ზუარაკნი თქუენნი ყოველსა ადგილსა, რომელსა სახელ-სდვათ სახელსა ჩემსა მუნ და მოვიდე შენდა და გაკურთხო შენ.

25ხოლო უკუეთუ ქვათაგან მიქმნე მე საკურთხეველი, არა აშენნე იგინი გამოკუეთილნი, რამეთუ ჴელითა ქანდაკებულობაჲ დასდევ მას ზედა და ბიწიან იქმნნეს.

26არა აღხჳდე აღსავალებითა საკურთხეველსა ზედა ჩემსა, რათა არა გამოაცხადო უშუერებაჲ შენი მას ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი