მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 21

1და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.

2უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს თავისუფალი ნიჭითა.

3ხოლო უკუეთუ თჳთ მხოლოჲ შემოვიდეს, მხოლოცა განვიდეს. ხოლო უკუეთუ ცოლი შემოვიდეს მის თანა, ცოლიცა განვიდეს მის თანა.

4ხოლო უკუეთუ უფალმან მისმან უსუას მას ცოლი და უშვნეს მას ძენი, ანუ ასულნი, ცოლი და შჳლნი იყვნედ უფლისა მათისად და იგი მხოლოჲ განვიდეს.

5ხოლო უკუეთუ მიუგოს და ჰრქუას მონამან: შევიყუარე უფალი ჩემი და ცოლი ჩემი და შვილნი ჩემნი და არა განვალ თავისუფალი.

6მიიყუანოს იგი უფალმან მისმან სამშჯავროსა ღმრთისასა და მერმე მიიყუანოს იგი კარად ზღურბლსა თანა და განუჴურიტოს მას უფალმან მისმან ყური სადგისითა და ჰმონებდეს მას უკუნისამდე.

7უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს, ვითარცა განვლენ მჴევალნი.

8ხოლო უკუეთუ არა სათნო-იყოს უფლისა თჳსისა, რომელი არა აღიარა მან წინაშე თუალთა, გამოიჴსნას იგი, ხოლო წარმართისა უცხოჲსა არა უფალ არს განსყიდისა მისისა, რამეთუ შეურაცხ-ყო იგი.

9ხოლო უკუეთუ ძედ აღიაროს იგი, სამართალთაებრ ასულთასა უყოს მას.

10და უკუეთუ სხუაჲ მიიყვანოს მან, სათანადოთაგან და შესამოსლისა და ზრახვისა მისისა არა დააკლოს იგი.

11ხოლო უკუეთუ სამნი ესე არა ყვნეს მან, განვიდეს იგი ცუდად თჳნიერ ვეცხლისა.

12ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.

13ხოლო რომელმან არა ნებსით, არამედ ღმერთმან მისცა იგი ჴელთა მისთა. მისცე ადგილი, რომელსა მიივლტოდის მუნ კაცისმკულელი იგი.

14ხოლო უკუეთუ ვინმე ზედა დაესხას მოყუასსა მოკლვად მისა ზაკვითა და მოივლტოდის იგი საკურთხეველისა მიმართ ჩემისა, გამოიყვანო იგი მოკლვად.

15რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს.

16რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.

17ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს.

18უკუეთუ ილალებოდინ ორნი მამაკაცნი და სცეს ვინმე მოყუასსა ქვითა, ანუ მჯიღითა და არა მოკუდეს, გარნა დავარდესვე ცხედარსა ზედა.

19უკუეთუ აღდგეს კაცი იგი და ვიდოდეს გარე კუერთხითა, უბრალო იყოს მცემელი იგი, გარნა უქმებისათჳს მისისა მიაგოს მისდა კურნებისაჲ.

20ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, ანუ მჴევალსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეჴადოს,

21ხოლო უკუეთუ იცხორებოდისღა დღე ერთი, ანუ ორი, არა მიეჴადოს, რამეთუ ვეცხლი მისი არს.

22უკუეთუ ვინმე იბრძოდინ ორნი კაცნი და დასცეს დედაკაცი მუცელქუმული და განვიდეს ყრმაჲ მისი დაუხატველი, ზღვევით იზღვიოს, ვითარცა ინებოს ქმარმან მის დედაკაცისამან და მისცეს პატივისა თანა.

23ხოლო უკუეთუ დახატული იყოს, მისცეს სული ნაცულად სულისა,

24თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.

25დამწუარი - ნაცულად დამწურისა, წყლული - ნაცულად წყლულისა, ნაგუემი - ნაცულად ნაგუემისა.

26უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა ანუ მჴევლისა თჳსისასა და დააბრმოს, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად თუალთა მათთა.

27უკუეთუ კბილი მონისა ანუ კბილი მჴევლისა თჳსისა აღმოჰფხურას, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად კბილისა მათისა.

28უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვა-დაკრებულ იქმნეს კუროჲ და არა იჭამოს ჴორცი მისი, ხოლო უფალი კუროსა უბრალო იყოს.

29ხოლო უკუეთუ კურო მრქენალი იყოს უწინარეს გუშინდლისა და უწინარეს ძოღანდლითგან, და უწამებდენ უფალსა მისსა და არა უჩინო-ყოს იგი, ხოლო მოკლას მამაკაცი, ანუ დედაკაცი, კუროჲ ქჳთა განიტჳნოს და უფალი მისი თანა მოკუდეს.

30ხოლო უკეთუ საჴსარი იგი ზედა ესვას მას, მისცეს საჴსარი სულისა მისისა ყოველთაებრ, რაოდენნი ზედა დაჰსხნენ მას.

31ხოლო უკუეთუ ძესა ურქინოს, ანუ ასულსა, სამართლისა ამისებრ უყონ მას.

32ხოლო უკუეთუ მონაჲ დარქინოს კურომან, ანუ მჴევალი, ოცდაათისა ვეცხლისა დიდრაქმაჲ მისცეს უფალსა მათსა და კუროჲ ქჳთა განიტჳნოს.

33უკუეთუ ვინმე განაღოს ჯურღმული, ანუ აღმოჰკუეთოს ჯურღმული და არა დაბუროს იგი და შთავარდეს მას შინა ზუარაკი, ანუ ვირი,

34უფალმან ჯურღმულისამან გარდაიჴადოს: ვეცხლი მისცეს უფალსა მათსა, ხოლო მკუდარი მისი იყოს.

35უკუეთუ ურქინოს კურომან ვისმანმე კუროსა მეზობლისასა და მოკუდეს, განსცეს კუროჲ იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი მისი და მომკუდარი იგიცა კუროჲ განიყონ.

36ხოლო უკუეთუ ცნობილ იყოს, ვითარმედ მრქენალი არს პირველ გუშინდლისა და პირველ ძოღანდლისა და ეწამოს უფლისა მისისადა და არა უჩინო-ეყოს მას, მისცეს კუროჲ ნაცვლად კუროჲსა უფალსა მისსა, ანუ მისცეს ვეცხლი ნაცვლად კუროჲსა, ხოლო მომკუდარი იგი მისდა იყოს.


წინა თავი შემდეგი თავი