მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 23

1არა შეიწყნარით სასმენელი ამაო, არა დაშჯდე ცრუჲსა თანა ყოფად მოწამედ ცრუდ.

2არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა, არა შეეძინო სიმრავლესა თანა მიდრეკად მრავალთა თანა, ვითარმცა მისდრიკე საშჯელი.

3და დავრდომილი არა შეიწყალო საშჯელსა შინა.

4და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას.

5ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა.

6არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა შინა მისსა.

7ყოვლისაგან სიტყჳსა ცრუჲსა განეშორო, უბრალოჲ და მართალი არა მოაკუდინო და უღმრთოჲ არა განამართლო ქრთამისათჳს.

8და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა.

9და მწირი არა შეაწუხოთ, არცა შეაურვოთ, რამეთუ თქუენ უწყით სული მწირისაჲ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა.

10ექუს წელ სთესვიდე ქუეყანასა შენსა და შეჰკრებდე ნაშრომთა მისთა.

11ხოლო მეშჳდესა წელსა განტევებაჲ ჰყო და განუსუენო მას და ჭამდენ გლახაკანი ნათესავისანი, ხოლო დანაშთომთა მისთა ჭამდენ მჴეცნი ველურნი. ესრეთ უყო ვენაჴსა შენსა და ზეთის ხილოანსაცა შენსა.

12ექუს დღე იქმოდი საქმესა შენსა, ხოლო დღესა მეშჳდესა განისუენო, რათა განისუენოს ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და რათა ილხინოს ძემან მჴევლისა შენისამან და მწირმან.

13ყოველნი რაოდენნი ვთქუენ თქუედა მომართ, დაიმარხენით და სახელი ღმრთისა სხუათა არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირთაგან თქუენთა.

14სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა.

15დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა.

16და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა.

17სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

18არა აკუმივო ცომითა სისხლი საკუმეველისა ჩემისა, არცა დაიძინოს ცმელმან დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე.

19დასაბამნი პირველთა ნაშრომთა ქუეყანისა შენისათანი შეიხუნე სახლად უფლისა ღმრთისა შენისა, არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისისათა.

20და აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რათა დაგიცვას შენ გზასა ზედა, რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა, რომელი განგიმზადე შენ.

21ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი. და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა გრიდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა.

22უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და ჰყუნეთ ყოველი, რაოდენნიცა გრქუნე თქუენ. უკუეთუ ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყვნე ყოველნი, რაოდენთა გეტყოდე შენ, მტერ ვექმნე მტერთა შენთა ღა წინა-აღუდგე წინააღმდგომთა შენთა.

23რამეთუ ვიდოდის ანგელოზი ჩემი წინამძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ აღმორეველისა მიმართ და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისა და გერგესეველისა და ეველისა და იებოსელისა და აღვჴოცნე იგინი.

24არა თაყუანი-სცე ღმერითა მათთა, არამედ დამჴობით დაამჴუნე იგინი და შემუსრვით შეჰმუსრნე სუეტნი მათნი.

25და ჰმსახურო უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ღჳნოჲ შენი და წყალი შენი და გარე-მოვაქციო ყოველი დაჴსნილობაჲ შენგან.

26არა იყოს უბიწოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა შენსა ზედა, რიცხჳ დღეთა შენთა აღვავსო.

27და შიში ჩემი წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაცჳბრნე ყოველნი წარმართნი, რომელთაცა მიერ შენ განხჳდე მათ მიერ და მოგცნე წინააღმდგომნი შენნი მეოტად.

28და წარვავლინნე ბზიკნი უპირატეს შენსა და განასხნეს აღმორეველნი და ეველნი და ქანანელნი და ქეტელნი შენგან და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

29არა განვჴადნე იგინი პირისაგან შენისა წელიწადსა ერთსა, რათა არა დაშთეს ქუეყანა ოჴრად და მრავალ იქმნენ შენ ზედა მჴეცნი მის ქუეყანისანი.

30მცირედ-მცირედ განვჴადნე იგინი შენგან, ვიდრემდის აღორძინდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ.

31და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულით ვიდრე ფილისტიმისათ და უდაბნოჲთ ვიდრე მდინარედ დიდად ევფრატადმდე და მოგცნე ჴელთა თქუენთა მსხდომარენი ქუეყანასა მას ღა განვასხნე იგინი შენგან.

32არა დასდვა მათ თანა და ღმერთთა მათთა თანა აღთქუმაჲ.

33და არა დაადგრენ ქუეყანასა შენსა, რათა არა შემცოდე-გყონ შენ ჩემდა მომართ, რამეთუ უკუეთუ ჰმსახურო ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ შენდა შესაბრკოლებელ.


წინა თავი შემდეგი თავი