მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 24

1და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით ჩემდა შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.

2და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი არა თანააღმოვიდეს მათ თანა.

3ხოლო შევიდა მოსე და მიუთხრნა ერსა ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი. და მიუგო ყოველმან ერმან ერთითა ჴმითა მეტყუელმან: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ.

4და დაწერნა მოსე ყოველნი სიტყუანი უფლისანი, აღიმსთო მოსე განთიად და აღაშენა საკურთხეველი ქუეშე მთასა მას და დასხნა ათორმეტნი ქვანი ათორმეტთაებრ ტომთა ისრაჱლისათა.

5და წარავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაჱლისათანი და მოიხუნეს ყოვლად დასაწველნი და ამსხუერპლნეს მსხუერპლად მაცხოვარებისად ღმერთსა ჴბონი.

6და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მის და შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი აპკურა საკურთხეველსა.

7და მოიღო წიგნი აღთქუმისაჲ და წარიკითხა ყურთა მიმართ ერისათა. და თქუეს: ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.

8ხოლო მოიღო მოსე სისხლი, აპკურა ერსა და თქუა: აჰა სისხლი აღთქუმისა, რომელი აღთქუმა-ყო ღმერთმან თქუენდა მომართ ყოველთა ამათ სიტყუათათჳს.

9და აღვიდა მოსე და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა.

10და იხილეს ადგილი, რომელსა დგა მუნ ღმერთი ისრაჱლისა და ქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ნაქმარი ქვისა საპფირონისაჲ და ვითარცა სახე სამყაროჲსა ცისაჲ სიწმიდითა.

11და რჩეულთაგანი ისრაჱლისათა არა ჴუებულ იქმნა არცა ერთი, და იხილეს ადგილი ღმრთისაჲ და ჭამეს და სუეს.

12და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მომართ მთად და იყავ მუნ და მიგცნე შენ ფიცარნი ქვისანი, შჯული და მცნებანი, რომელნი დავწერენ შჯულისდებად მათდა.

13და აღდგა მოსე და ისო, წინაშემდგომი მისი, აღვიდეს მთასა ღმრთისასა.

14და მოხუცებულთა ჰრქუა: და დაყუდენით მანდა, ვიდრემდის მოვიქცეთ თქუენდა მომართ და აჰა, აჰრონ და ორ თქუენ თანა, უკუეთუ რაჲმე დაემთხჳოს საშჯელი, მივიდოდე მათდა მიმართ.

15და აღვიდა მოსე მთად და დაფარა ღრუბელმან მთაჲ.

16და გარდამოჴდა დიდებაჲ ღმრთისაჲ მთასა ზედა სინასა და დაფარა იგი ღრუბელმან ექუს დღე. და უწოდდა უფალი მოსეს დღესა მეშჳდესა საშუალით ღრუბლისათ.

17ხოლო სახე დიდებისა უფლისაჲ ვითარცა ცეცხლი მოტყინარე თხემსა ზედა მთისასა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

18და შევიდა მოსე საშუალ ღრუბლისა და აღვიდა მთად და იყო მუნ მთასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა.


წინა თავი შემდეგი თავი