მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 25

1და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:

2არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიხუენით ჩემთჳს დასაბამნი ყოველთაგან ნაყოფთა, რომელთაცა სთნდეს გულსა, მიიხუენით დასაბამნი ჩემთჳს.

3და ესე არს ნაყოფი, რომელი მიიღო მათგან: ოქროჲ, ვეცხლი, რვალი,

4ჳაკინთი, პორფირი, ძოწეული ორკეცი, და ბისონი ძახილი და ბალანი თხათაჲ,

5და ტყავნი მეწამულ-ქმნილნი და ტყავნი ჳაკინტინი და შეშანი ულპოლველნი,

6ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი,

7და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამჴართათჳს და პოდირისაჲ.

8და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.

9და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისაჲ და მაგალითი ჭურჭელთა მისთაჲ.

10ეგრეთ ჰქმნა. და ჰქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

11და ოქრომოსილ-ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ, ოქრომოსილ-ჰყო იგი და ჰყვნე თხზულნი ოქროჲსანი ქცეულნი გარემოჲს მისსა.

12და განშჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად და დაჰსხნე ოთხთა კიდეთა ზედა ორნი ბეჭედნი ერთსა კიდესა ზედა და ორნი ბეჭედნი სხუასა კიდესა ზედა.

13და ჰქმნე აღსაღებელნი ძელთაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა.

14და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათა აღებად კიდობნისა მათ მიერ.

15ბეჭედთა შინა კიდობნისა მის აღთქმისათა იყვნენ აღსაღებელნი შეურრყეველ.

16და შთაჰსხნე კიდობანსა შინა წამებანი, რომელნიცა მოგცნე შენ.

17და ჰქმნა სალხინებელი ზედა დასადებელი ოქროჲსა წმიდსაჲ ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე მისი და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი.

18და ჰქმნე ორნი ქერობინნი ოქროჲსანი წახნაგებულნი და დაჰსხნე იგინი ორკერძოთაგანვე კიდეთა სალხინებელისათა.

19და იქმნნენ ქერობინი ერთი კიდისა ამისგან და ქერობინი ერთი კიდისაგან მეორისა სალხინებელისა მის.

20და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ორთა ზედა კიდეთა მისთა, იყვნენ ქერობინნი განმპყრობელნი ფრთეთანი ზედა კერძო მაგრილობელნი ფრთეებითა მათითა სალხინებელსა ზედა და პირნი მათნი ურთიერთას მიმართ სალხინებელისა მიმართ, იყვნენ პირნი ქერობინთანი. და დასდვა სალხინებელისა კიდობანსა ზედა ზენათ.

21და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ.

22და გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზენა კერძოჲთ, სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა, ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.

23და ჰქმნე ტაბლაჲ ძელთაგან ულპოლველისა ორი წყრთა სიგრძით და წყრთაჲ სივრცით და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.

24და აქმნნე მას კიდენი ოქროჲსა წმიდისანი თხზვით გარემო.

25და აქმნე მას გჳრგჳნი ოთხგოჯეული გარემოჲს და აქმნე ქუეით თხზული გარემოჲს გჳრგჳნისა.

26და აქმნე მას ოთხნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაასხნე ბეჭედნი იგი ოთხთა ზედა კერძოთა ფერჴთა მისთასა.

27გჳრგჳნსა ქუეშე, და იყვნენ ბეჭედნი იგი შესაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.

28და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და ოქროჲთა, მოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა წმიდითა და აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.

29და ჰქმნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ბარძიმები და შთასაყოფელები, რომლითა შესწირვიდე მათ მიერ, ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.

30დააგნე ტაბლასა ზედა პურნი საწინაშონი წინაშე ჩემსა მარადის.

31და ჰქმნე სასანთლე ოქროჲსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთჳს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.

32და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.

33და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.

34და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი ბირთჳს სახენი და შროშანნი მისნი.

35ბირთჳს სახე ქუეშე: ორთა ლელწმის სახეთა მისგან და ბირთჳს სახე ქუეშე ორთა ლელწმის სახეთა მისგან, ესრეთ ექუსნი ლელწმის სახენი გამომავალნი სასანთლისაგან.

36ბირთჳს სახენი და ლელწმის სახენი მისგან იყვნენ ყოველი წახნაგებული, ერთისაგან ოქროჲსა წმიდისა.

37და ჰქმნე სასანთლენი მისნი შჳდნი და ზედა დაჰსხნე სანთელნი მისნი და ნათობდენ ერთისაგან პირისა.

38და მოსაყოფელი მისი და ქუეშე შესადგმელი მისი ოქროჲსაგან წმიდისა.

39ტალანტისაგან ოქროჲსა წმიდისა ჰქმნნე ყოველნი ესე ჭურჭელნი.

40იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი