მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 26

1და კარავი ჰქმნე ათ ეზოებად ბისონისა ძახილისა და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა; ქერობინად ქმნულად ქსოილად ჰქმნნე იგინი.

2სიგრძე ეზოჲსა ერთისა ოცდარვა წყრთა და სივრცე ოთხ წყრთა ეზოჲსა ერთისა იყოს საზომი, იგივე იყოს ყოველთა ეზოთაჲ.

3ხუთნი ეზონი იყვნენ მახლობელნი ერთკერძო და ხუთნივე იგი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა.

4და უქმნე მათ კილოები ჳაკინთისა ძგიდესა ზედა ეზოჲსა ერთისასა ერთისა კერძოჲსაგან შესაკინძველად და ესრეთ ჰყო ძგიდისაგან გარეგანისა ეზოჲსა შესაკინძველად მეორისა.

5ხოლო ერგასისნი კილონი უქმნნე ეზოსა ერთსა და ერგასისნი კილონი უქმნნე კერძოსა ეზოჲსასა შესაკინძველად მეორისა, წინაშე პირსა წინა ემთხჳოს თჳთოეული მათი ურთიერთას.

6და ჰქმნნე კარშიკები ერგასისი ოქროჲსაჲ და შეაბრძჳლო ეზოები მოყუასი მოყუასსა კარშიკებითა და იყოს კარავი ერთი.

7და ჰქმნე გარდასაბურველი თმისა საფარველად კარვისა მის, ათერთმეტი გარდასაბურველი უქმნე მათ.

8სიბრძე გარდასაბურველისაჲ ერთისაჲ იყოს ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა სივრცე გარდასაბურველისა ერთისაჲ, საზომი იგივე იყოს გარდასაბურველთა ათერთმეტთაჲ.

9და შეიყვნენ ხუთნი გარდასაბურველნი ერთბამად და ექუსნი გარდასაბურველნი ერთბამად; და შემოჰკეცო მეექუსე იგი გარდასაბურველი წინაშე პირსა კარვისასა.

10და ჰქმნნე ღილნი ერგასისნი ძგიდესა ზედა გარდასაბურველისასა, რომელი შეეკინძებოდის მეორესა.

11და ჰქმნნე კარშიკნი რვალისანი ერგასისნი და შეაკინძო კარშიკები იგი კილოებითა მით, შეაბრძჳლნე გარდასაბურველნი და იყვნენ ერთ.

12და შეუკეცო დამატებული გარდასაბურველთა შორის კარვისათა, ნახევრითა გარდასაბურველითა დაშთომილისათა დაჰბურო დამეტებული გარდასაბურველთა კარვისათა, დაჰბურო უკუანა კერძო კარვისა.

13წყრთაჲ ამიერ და წყრთაჲ იმიერ ნამეტავისაგან სიგრძისა საბურველთასა გარდასაბურველთაგან კარვისათა იყოს დამფარველ გუერდთა ზედა კარვისათა ამიერ და იმიერ, რათა დაჰფარვიდეს.

14და ჰქმნე საფარველიცა კარვისა ტყავნი ვერძთანი მეწამულად ღებულნი და ზედა საბურველნი ტყავნი ჳაკინთის ფერნი ზედა კერძო.

15და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ძელთაგან ულპოლველთა.

16ათ წყრთა სიგრძე ერთისა სუეტისა და წყრთა ერთ და ნახევარ

17სივრცე ერთისა ორნი იდაყუნი სუეტსა მას ერთსა, წინააღმდგომნი ერთი ერთისაჲ. ესრეთ უყო ყოველთა სუეტთა კარვისათა.

18და ჰქმნნე სუეტნი კარვისანი ოცნი სუეტნი ერთ კერძო ჩრდილოთ კერძო.

19და ორმეოცი სუეტის თავები ვეცხლისა უქმნე ოცთა მათ სუეტთა, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.

20და ნაწილსა მეორესა სამხრით კერძოსა - ოცნი სუეტნი.

21და ორმეოცნი სუეტის თავნი მათნი ვეცხლისანი, ორნი სუეტის თავნი ერთსა სუეტსა ორთავე კერძოთა მისთა.

22და უკუანა კერძო კარვისა ზღუად მიმართ ჰქმნნე ექუსნი სუეტნი.

23და ორნი სუეტნი ჰქმნნე ყურეთა მის კარვისათა ზურგით კერძო.

24და იყვნენ სწორ ქუენა კერძო და მისებრვე იყუნენ სწოტნი სუეტის თავთაგან შესანაწევრებელად ერთად. ესრეთ უყო ორკერძოთავე მათ ორთა ყურეთა, რათა სწორ იყვნენ.

25და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისანი ათექუსმეტნი. ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორნი ხარისხნი - სუეტსა ერთსა და ორთავე კერძოთა მისთა.

26და ჰქმნნე მოქლონნი ძელთაგან ულპოლველთა ხუთნი ერთსა სუეტსა ერთკერძო კარვისა.

27და ხუთნი მოქლონნი ერთსა სუეტსა მეორესა კერძსა კარვისასა და ხუთნი მოქლონნი უკუანასა სუეტსა ზღუად მიმართსა კერძოსა კარვისასა.

28და მოქლონი იგი შუა მოქმედებდენ საშუალ სუეტთასა ერთისა კერძოჲსგან მეორისა კერძისა მიმართ.

29და სუეტნი იგი ოქრომოსილ ჰყვნე ოქროჲთა და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი, რომელთა განაცუნე მოქლონნი იგი და ოქროვან-ჰყვნე მოქლონნი იგი ოქროჲთა.

30და აღჰმართო კარავი იგი სახისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

31და ჰქმნე კრეტსაბმელი ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა, ნაქმარად ქსოილად ჰქმნე იგი ქერობინად.

32და დასდვა ოთხთა სუეტთა ზედა ულპოველთა, შემოსილთა ოქროჲთა და სუეტისთავნი მათნი ოქროჲსანი და ხარისხნი მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

33და დასდვა კრეტსაბმელი სუეტთა მათ ზედა. და შეიღო მუნ უშინაგანეს კრეტსაბმელისა კიდობანი წამებისაჲ და განგიწვალებდეს თქუენ კრეტსაბმელი იგი შორის წმიდისა მის და შორის წმიდისა წმიდათასა.

34და დაჰფარო კრეტსაბმელითა კიდობანი იგი წამებისაჲ წმიდათა შინა წმიდათასა.

35და დასდვა ტაბლა გარეშე კრეტსაბმელისა და სასანთლე წინაშე ტაბლისა სამხრად მიმართსა კერძოსა კარვისასა და ტაბლაჲ დასდვა ჩრდილოდ მიმართსა კერძოსა კარვისასა.

36და ჰქმნე განსამარტებელი ჳაკინთისგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა სთულისა ნაქმრად ჭრელებულად:

37და უქმნე კრეტსაბმელსა მას ხუთნი სუეტნი ხისაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა და სუეტის თავნი მათნი ოქროჲსანი და გამოადნვნე მათგან ხუთნი ხარისხნი რვალისანი.


წინა თავი შემდეგი თავი