მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 28

1და შენ მოიყვანე თავისა მომართ შენისა აჰრონ, ძმაჲ შენი, და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.

2და უქმნე შესამოსელი წმიდაჲ აჰრონს, ძმასა შენსა, უქმნე პატივად და დიდებად.

3და შენ მოუწოდე ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღვავსენ სულითა მგძნობელობისათა და უქმნენ სამოსელი წმიდა აჰრონს სიწმიდედ, რომლითა მღდლობდეს ჩემდა.

4და ესე არიან შესამოსელნი, რომელნი უქმნენ მკრდისა ზედა და სამჴარი და პოდირი და შესამოსელი ფესუედი და კიდარი და სარტყელი, და უქმნენ შესამოსელნი წმიდანი არონს და ძეთა მისთა მღდელობად ჩემდა.

5და მათ მოიღონ ოქროჲ და ძოწეული და ჳაკინთი და პორფირი და ბისონი.

6და შექმნან სამჴარი ბისონისაგან გრეხილისა ნაქმრად ქსოილად ჭრელებულად.

7ორნი სამჴარნი იყვნენ მისნი, სხჳთა და სხჳთა თანა შემწყუმელნი მისნი, ორთავე კერძოთა ზედა განმარტებულნი.

8და ნაქსოჲ - სამჴართა, რომელ არს მას ზედა, ქმნულებისაებრ მისგანვე იყოს ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა.

9და მოიხუნე ორნი ქვანი სამარაგდონნი და სწახნაგნე მათ ზედა სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი.

10და ექუსნი სახელნი - ქვასა ზედა ერთსა და ექუსნი სახელნი სხუანი - ქვასა მეორესა ნათესავთაებრ მათთა.

11საქმედ ქვის მოქმედებითისა ჴელოვნებისად წახნაგებად საბეჭდავისად სწახნაგნე ორნი ქვანი სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათასა, გამოსახულად და გამოწახნაგებულად ოქროჲთა ჰქმნე იგინი.

12და დაჰსხნე ორნი იგი ქვანი მჴართა ზედა სამჴართასა, ქვანი მოსაჴსენებელისანი არიან ძეთა ისრაჱლისათანი და აღიღებდეს აჰრონ სახელებსა ძეთა ისრაჱლისათასა წინაშე უფლისა ორთა ზედა მჴართა მისთა მოსაჴსენებელად მათთჳს.

13და ჰქმნნე ფარის სახენი ოქროჲსაგან წმიდისა.

14და ჰქმნნე ორნი ფესჳს სახენი ოქროჲსაგან წმიდისა აღრეული ყუავილთა თანა ნაქმრად თხზულებისა, და დასხნე ფესჳს სახენი იგი განთხზულნი ფარის სახეთა მათ ზედა დასასრულსა

15თანა მათსა წინაჲ კერძოჲთგან. და ჰქმნა სიტყჳერი მსჯავრთა მსგავსად ჭრელებულად შენაწევრებისაებრ სამჴართასა. ჰქმნა იგი ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა გრეხილისა და ბისონისა ძახილისა.

16ჰმნე იგი მოთხვით. იყოს იგი მრჩობლ მტკავლეული სიგრძით და მტკავლეული სივრცით.

17და ქსოო მას შინა ნაქსოვი ქვათაგან ოთხ სტიქონი და სტიქონი ქვათაჲ იყოს: სარდიონი, პაზიონი, სამარაგდონი - სტიქონი.

18და სტიქონი მეორე - ანთრაკი და საპფირონი და იასპი.

19და სტიქონი მესამე - ლიგჳრი და აქატი და ამეთჳსოს.

20და სტიქონი მეოთხე - ოქროქვაჲ და ბჳრილლიონი და ფრცხილი. გარემობურვილ ოქროჲთა იყვნენ სტიქონეულად სახელნი მათნი.

21და ქვანი იყვნენ სახელთაებრ ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტ მსგავსად სახელთა მათთა წახნაგებულ ბეჭდებრ, თითოეული იყვნენ სახელსა ზედა ათორმეტთა ტომთასა.

22და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ფესუნი განთხზულნი ნაქმარად ჯაჭუედად ოქროსაგან წმიდისა.

23და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე ორნი იგი ბეჭედნი ორთა ზედა კიდეთა სიტყჳერისათა.

24და დაასხნე ორნი იგი ჯაჭუედნი ოქროჲსანი ორთა ზედა ბეჭედთა კიდესა თანა სიტყჳერისასა.

25და ორნი მწუერვალნი ორთა ზედა ჯაჭუედთანი განუხუნე ორთა შინა შესაკრავთა და დაჰსხნე მჴართა ზედა სამჴრისათა შუბლსა თანა პირისა მისისასა.

26და ჰქნნე ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მწუერვალთა სიტყჳერისათა, კიდესა თანა მისსა, რომელ არს კერძოჲსა თანა სამჴართასა შინათ კერძო.

27და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მჴართა სამჴრისათა ქუეშე კერძო პირით კერძოჲსა თანა შესაკრებელსა მათსა, ზედა კერძო ღონესა მას სამჴრისასა.

28და შეჰკრვიდენ სიტყჳერსა ბეჭედსა ზედა მისსა ბეჭდისა მიმართ სამჴართასა გრეხილითა ჳაკინთისათა, რათა იყოს იგი ღონესა ზედა სამჴრისასა, და არა განჰყო სიტყჳერი სამჴრისაგან.

29და მოიხუნეს აჰრონ სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი სიტყჳერსა ზედა მშჯავრთასა მკრდითა თჳსითა შემავალმან წმიდად მიმართ საჴსენებელად სამარადისოდ წინაშე ღმრთისა.

30და დაჰსხნე სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა ფესუნი ჯაჭუედნი, ორთავე კიდეთა ზედა სიტყჳერისათა დაჰსხნე, და ორნი ფარის სახენი დაჰსხნე ორთავე ზედა მჴართა სამჴრისათა პირით კერძო, და დასდვა სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა გამოცხადებაჲ და ჭეშმარიტებაჲ და იყვნენ მკერდსა ზედა აჰრონისასა, რაჟამს შევიდოდის წმიდად მიმართ წინაშე უფლისა და მიიხუნეს აჰრონ მშჯავრნი ძეთა ისრაჱლისათანი მკერდსა ზედა უფლისა მარადის.

31და ჰქმნა ქუეშეთსაცუმელი პოდირი ყოვლად ჳაკინთოვანი.

32და იყოს პირის გარემოჲსი დასაწყისისა მისისა საშუალო მქონებელი სირასა გარემო პირის გარემოჲსისა ნაქმარსა ქსოით და შესარწყუმელსა მის თანა ქსოილსა მისგანვე, რათა არა განიბძაროს.

33და ჰქმნე ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა ქუეით, ვითარცა აღყუავებულთა ბროწეულთა ბროწეულებანი ჳაკინთისაგან და პორფირისა და მეწამულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელსა, ხოლო მითვე სახითა ბროწეულნი ოქროჲსანი და ეჟუანნი საშუალ მათსა გარემოჲს გარე ბროწეულთა თანა ოქროჲსასა.

34ეჟუანი და ყუავილედი ქუე ქუემოჲსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა გარემოჲს.

35და იყოს აჰრონ მსახურებასა შინა მისსა, ისმოდის ჴმაჲ მისი, შე-რა-ვიდოდის სიწმიდესა წინაშე უფლისა და გამო-რა-ვიდოდის, რათა არა მოკუდეს.

36და ჰქმნა პეტალი ოქროჲსა წმიდაჲ და ჰსწახნაგო მას ზედა წახნაგებად ბეჭდისად სიწმიდე უფლისა.

37და დასდვა იგი ჳაკინთსა ქუეშე გრეხილსა და იყოს მიტრასა ზედა, პირსა ზედა მიტრასასა იყოს.

38და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისასა და აღიხუნეს აჰრონ ცოდვანი წმიდათანი, რაოდენნიცა განწმიდნენ ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი მოსაცემელი წმიდათა მათთა, და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისსა სამარადისოდ მითუალულად მათთჳს წინაშე უფლისა.

39დასკუნილნი სამოსელთაგან ბისონისაგან და ჰქმნა კიდარი ბისონისაჲ და სარტყელი ჰქმნა ნაქმარად ჭრელებულად.

40და ძეთაცა აჰრონისთა უქმნე სამოსელნი და სარტყელნი და კიდარნი, უქმნნე მათ დიდებად და პატივად.

41და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე.

42და უქმნნე მათ საწვივენი სელისანი დაფარვად უშუერებასა სარცხჳნელისა მათისასა, წელთაგან ბარკალსხჳლადმდე იყოს.

43და ემოსნენ იგინი აჰრონს და ძეთა მისთა, რაჟამს შევიდოდიან კარავსა საწამებელსა, და ანუ რაჟამს შევიდოდიან მსახურებად საკურთხეველსა წმიდისა, და არა აღიღონ თავთა მათთა თანა ცოდვაჲ, რათა არა მოკუდენ შჯულად საუკუნოდ მისსა და თესლისა მისისა მის თანა.


წინა თავი შემდეგი თავი