მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 29

1და ესე არიან, რომელნი უყვნე მათ, განწმიდენ იგინი, რათა მიმღდელობდენ მე იგინი, მოიყუანო ზუარაკი ზროხათაგან ერთი და ვერძნი უბიწონი ორნი.

2და პურნი უცომონი, გამოზელილნი ზეთითა, და ლელანგონი უცომონი, ცხებულნი ზეთითა, სამინდოსაგან იფქლისა ჰქმნნე იგინი.

3და დააგნე იგინი ლანკნასა ზედა ერთსა და შესწირნე იგინი ლანკნითა მით და ზუარაკი და ორნი ვერძნი.

4და აჰრონ და ძენი მისნი მოიყუანნე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა და განჰბანნე იგინი წყლითა.

5და მომხუმელმან შესამოსელთა წმიდათამან შეჰმოსო აჰრონ, ძმაჲ შენი, და სამოსელი პოდირი შესამოსლისაჲ და სამჴარი და სიტყჳერი, და შეაყო სიტყჳერი იგი სამჴარსა თანა.

6და დაადგა მიტრა თავსა ზედა მისსა და დასდვა პეტალი განწმედისაჲ მიტრასა ზედა.

7და მოიღო ზეთი ცხებისა და დაასხა თავსა ზედა მისსა და სცხო მას.

8და ძენი მისნი მოიყვანნე და შეჰმოსნე მათ შესამოსელნი და შეარტყნე მათ სარტყელნი.

9და დაადგნე მათ კიდარნი და იყოს მათდა მღდელობაჲ ჩემი უკუნისამდე, და განასრულნე ჴელნი აჰრონისნი და ჴელნი ძეთა მისთანი.

10და მოიყუანო ზუარაკი კართა თანა კარვისა საწამებელისათა და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

11და დაჰკლა ზუარაკი წინაშე უფლისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12და მოიღო სისხლისაგან ზუარაკისა და სცხო რქათა საკურთხეველისათა თითითა შენითა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი სისხლი მოჰღუარო ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

13და მოიღო ყოველი ცმელი მუცლისზედაჲ და ყური ღვიძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მის ზედაჲ და აკუმიო და დააგო საკურთხვველსა ზედა.

14ხოლო ჴორცნი ზუარაკისანი და ტყავი მისი და სკორე მისი დასწუა გარეშე ბანაკისა, რამეთუ ცოდვისა არს.

15და მოიყვანო ვერძი ერთი და დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა ზუარაკისასა.

16და დაჰკლა ვერძი, და მომღებელმან სისხლისა მისისამან მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემო.

17და ვვრძი განჰკუეთო ორად განაწილებით და განჰრცხნე შინაგანნი მისნი და ფერჴნი მისნი წყლითა და დაჰსხნე ორგანკუეთილებითა ზედა თავისა თანა მისისა.

18და აღიღო ვერძი სრულებით საკურთხეველსა ზედა და ყოვლად დასაწველ იყოს უფლისა სულად სულნელებისად.

19და მოიბა ვერძი მეორე, დაასხნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ვერძისასა.

20და დაჰკლა იგი და მოიღო სისხლისაგან მისისა და სცხო ცმელსა აჰრონის ყურისასა მარჯუენესა, და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯუენისათა და ცმელსა ყურისასა ძეთა მისთასა მარჯუენესა და მწუერვალთაჲ ჴელთა მათთა მარჯუენეთასა, და მწუერვალთა ფერჴთა მათთა მარჯუენეთასა, აპკურო სისხლი საკურთხეველსა.

21და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.

22და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.

23და პური ერთი ზეთისაგან და ლელანგოჲ ერთი ლანკლნისაგან უცომოთა დაგებულთასა წინაშე უფლისა.

24და დააგნე ყოველნი ჴელთა ზედა აჰრონისთა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და განაჩინნე იგინი განჩინებად წინაშე უფლისა.

25და მიითუალნეს იგინი ჴელთაგან მათთა და აღიხუნე იგინი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველობისასა სულად სულნელებისად წინაშე უფალსა, ნაყოფება არს უფლისა.

26და მოიღო მკერდი ვერძისაგან სრულებისასა, რომელ არს აჰრონისი, და განაჩინო იგი განჩინებად წინაშე უფლისა და იყოს შენდა ნაწილად.

27და წმიდა-ჰყო მკერდი განჩინებული და მჴარი განჩინებისა, რომელი განჩინებულ არს და რომელი შეწირულ არს ვერძისაგან

28სრულებისასა აჰრონისაგან და ძეთა მისთაგან შჯულად საუკუნოდ ძეთაგან ისრაჱლისათა, რამეთუ არს განჩინებული ესე და განჩინებაჲ იყოს ძეთაგან ისრაჱლისათა საკლველთაგან ცხორებისათა განჩინებული უფლისა.

29და სამოსელი სიწმიდისა, რომელ არს აჰრონისსა, იყოს ძეთა მისთაცა მის თანა, ცხებად მათდა მათ შინა და განსრულებად ჴელთა მათთა.

30შჳდ დღე შეიმოსდეს მათ მღდელი, ნაცვალი მისი, ძეთა მისთაგანი, რომელი შევიდოდის კარვად საწამებელად მსახურებად მის შორისთა წმიდათა.

31და ვერძი სრულებისა მოიღო და შეაგბო ჴორცი მისი ადგილსა წმიდასა.

32და შეჭამნენ აჰრონ და ძეთა მისთა ჴორცნი ვერძისანი და პურნი ლაკნისანი, კართა თანა კარვისა საწამებელისათა შეჭამნენ იგინი.

33რომელთა შინა წმიდა იქმნნეს, მათ შინა სრულ იქმნნეს ჴელნი მათნი და განწმდეს იგინი და სხუა ნათესავმან არა ჭამოს მათგან, რამეთუ არიან წმიდა.

34ხოლო უკეთუ დაშთეს ჴორცთაგან სრულებისათაჲსა და პურთაგან ვიდრე განთიადმდე, დასწუა იგი ცეცხლითა და სხუანი არა იჭამნენ, რამეთუ სიწმიდენი არიან.

35და უყვნენ აჰრონს და ძეთა მისთა ყოველნი, რაოდენნი გამცნენ შენ. შჳდთა დღეთა განასრულნე ჴელნი მათნი.

36და ჴბოჲ ცოდვისა ჰქმნა დღესა განწმედისასა და წმიდა-ჰყო საკურთხეველი განწმედითა შენითა მას ზედა და სცხო მას.

37შჳდთა დღეთა განსწმიდო საკურთხეველი და წმიდა-ჰყო იგი და იყოს საკურთხეველი წმიდაჲ წმიდისა. ყოველი, რომელი შეეხოს საკურთხვველსა, განწმდეს.

38და ესენი არიან, რომელნი ჰქმნნე საკურთხეველსა ზედა ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი, ორნი დღესა შინა მიმდემად ნაყოფებად სამიმდემოდ.

39კრავი ერთი ჰყო ცისკრად და კრავი მეორე ჰყო მიმწუხრი.

40და მეათედი სამინდოჲსა შესუარული ზეთითა წმიდითა ერთსა კრავსა თანა მეოთხედი სათუელისაჲ საღჳნისაჲ კრავსა ერთსა.

41და კრავი მეორე ჰქმნა მიმწუხრი მსხუერპლისაებრ საცისკროჲსა და შეწირვისაებრ მისისა ჰქმნა სულად სულნელებისად.

42ნაყოფებად უფლისა მსხუერპლი სამიმდემო ნათესავსა შინა თქუენსა კართა ზედა წინაშე უფლისა კარვისა საწამებელისათა, რომელთა შორის გეცნობო შენ მუნ ვიდრე ზრახვადმდე შენდა.

43და უბრძანებდე მუნ ძეთა ისრაჱლისათა და განვწმიდნე მე დიდებითა ჩემითა.

44და განვწმიდო კარავი წამებისა და საკურთხეველი, და აჰრონ და ძენი მისნი განვწმიდნე მღდელობად ჩემდა.

45და წოდებულ ვიქმნე ძეთა ზედა ისრაჱლისათა და ვიყო მე მათდა ღმერთ

46და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, წოდებად მათ შორის ღმრთად მათდა.


წინა თავი შემდეგი თავი