მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 30

1და ჰქმნე საკურთხეველი საკუმეველისა ძელთაგან ულპოლველთა.

2და ჰქმნა იგი წყრთეულ სიგრძით და წყრთეულ სივრცით, მოთხჳთ იყოს იგი, და ორ წყრთეულ სიმაღლედ. მისგანვე იყვნედ რქანი მისნი და ოქროვან.

3ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა იატაკი მისი და კედელნი მისნი გარემოჲს და რქანი მისნი, უქმნნე მას ღულარჭნილი გჳრგჳნი ოქროჲსა გარემოჲს.

4და ორნი კარშიკნი ოქროჲსანი წმიდანი უქმნნე მას ღულარჭნილსა ქუეშე გჳრგჳნსა მისსა ორნი კიდენი

5უქმნნე ორთა ზედა გუერდთა, იყუნენ მარწუხად კუერთხებნი, რათა აღიღოდიან იგინი მით.

6და კუერთხნი იგი ჰქმნნე ძელთაგან ულპოლველთა და შეჰმოსნე იგინი ოქროჲთა.

7და დასდგა იგი წინაშე კრეტსაბმელისა, რომელი არს კიდობანსა ზედა საწამებელთასა, რთმელთა შინა გეცნობებოდი მე შენ მუნ.

8და აკუმიოს მას ზედა აჰრონ საკუმეველი შეზავებული წყლითა განთიად-განთიად, რაჟამს განჰმზადებდეს სასანთლეთა, აკუმიოს მას ზედა სამარადისოდ.

9და რაჟამს აღანთებდეს აჰრონ სასანთლესა, მწუხრი აკუმიოს მას ზედა საკუმეველი სამიმდემო მარადის წინაშე უფლისა ნათესავსა შინა მათსა.

10და არა აღვიდეს მას ზედა საკუმეველი სხუა, ნაყოფვბაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი არა შეწირულ იქმნნეს მას ზედა.

11და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა უფლისა არს.

12და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმა: უკუეთუ მოიღო შენაკრები ძელთაგან ისრაჱლისათა მოხედვასა შინა მათსა და მისცეს კაცად-კაცადმან საჴსარი სულისა თჳსისა უფალსა. და არა იყოს მათ შორის დაცემაჲ მოხედვასა შინა მათსა.

13და ესე არს, რომელი მისცენ, რომელნი თანა წარიჴდიდენ მოხედვასა, ნახევარი დიდრაქმისა, რომელ არს სიწმიდე დიდრაქმისაებრ, ოცი დანგი არს დიდრაქმაჲ, ხოლო კერძოჲ დიდრაქმისა სახარკოჲ უფლისაჲ.

14ყოველი, რომელი წარიჴდიდეს მოხედვასა მას ოცით წლითგანი და უზეშთაესი, მისცენ სახარკოჲ უფალსა.

15მდიდარმან არა შემატოს და მკოდოვანმან არა დააკლოს.

16ნახევრისაგან დიდრაქმისა მი-რა-სცემდით უფალსა სახარკოჲსა ძენი ისრაილისანი ლხინებისათჳს სულთა თქუენთასა და მოიღო ვეცხლი სახარკოჲსა ძეთაგან ისრაჱლისათა და მისცე იგი საქმარად კარვისა საწამებელისა. და იყოს ძეთათჳს ისრაჱლისათა მოსაჴსენებელად წინაშე უფლისა ლხინებისათჳს სულთა მათთასა.

17და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:

18ქმენ ემბაზი რვალისა და ხარისხი მისი რვალისა დასაბანელად დასდგა იგი შორის კარვისა საწემებელისა და შთაასხა მას შინა წყალი.

19დაიბანოდიან აჰრონ და ძენი მისნი მისგან ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა.

20რაჟამს შევიდოდინ კარვად საწამებელისად, დაიბანოდინ წყლითა, რათა არა მოკუდენ, ანუ რაჟამს მოუჴდებოდინ საკურთხეველსა მსახურებად და შეწირვად უფლისა ყოვლად დასაწველთა. დაიბანოდინ ჴელთა მათთა და ფერჴთა მათთა წყლითა.

21და არა მოკუდენ და იყო მათდა და ნათესავთა მისთა.

22და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:

23და შენ მოიხვენ სულნელი ყვავილი ზმჳრნისა რჩეულისა ხუთასი სიკილა და კინამო სულნელთა ნახევარი მისი - ორის და ერგასისი და საკუმეველი და კალამი სულნელთა - ორის და ერგასისი.

24და ირეოს ხუთასი სიკილაჲ წმიდისა და ზეთი ზეთთაგან სათველი ერთი.

25და ჰქმნე იგი ზეთი საცხებელი წმიდაჲ მიჰრონად მიჰრონობითად ნაჴელოვნებად მემიჰრონისად, ზეთი ცხებისა წმიდა იყოს.

26და სცხო მისგან კარავსა წამებისასა და კიდობანსა მას საწამებელისა,

27და საკურთხეველსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, სასანთლესა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საკურთხეველსა საკუმეველთასა, საკურთხეველსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მათთა.

28და ტრაპეზსა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველთა ჭურჭელთა მისთა და საბანელსა და ხარისხსა მისსა.

29და განწმიდნე იგინი და იყავნ წმიდაჲ წმიდათა. ყოველი, რომელი შეეხოს მათ, წმიდა იქმნეს.

30და აჰრონს და ძეთა მისთა სცხო და წმიდა-ჰყვნე იგინი მღდელობად ჩემდა.

31და ძეთა ისრაჱლისათა ჰრქუა მეტყუელმან: ზეთი, საცხებელი ცხებისა, წმიდა იყოს ესე თქუენდა უკუნისამდე.

32და ჴორცსა კაცისასა არა შეეხოს და მსგავსად შეზავებულობისა მისისა ჰქმნე ეგრეთვე, რამეთუ წმიდა არს და სიწმიდე იყოს თქუენდა.

33რომელმან ქნეს ეგრეთვე და რომელმან უქმნეს უცხოთესლსა, მოისპოს იგი ერისგან თჳსისა.

34და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიღე შენ სუნელი შტახსი და ფრჩხილი და ბანე და გუნდრუკი მჭვინარე სწორ-სწორი იყოს.

35და ჰქმნე იგი საკუმეველად მენელსაცხებელთა ქმნულად ნელსაცხებლის მგბოლველთად, აღზავებული განრჩეული წმიდაჲ.

36და მოჰგალო ამისგან წვლილად და დასდვა იგი წინაშე საწამებელთასა და კარსა მას კარისა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადოდი შენ, წმიდაჲ წმიდათა იყოს საკურთხეველი იგი თქუენდა ამის ქმნულებისაებრ.

37არა ჰქმნათ თავისა თქუენისა სხუაჲ საკუმეველი, სიწმიდე უფალი იყოს თქუენდა. კაცმან, რომელმან ქმნეს ეგრევე, ვითარცა იყნოსა იგი, წარწყმდეს იგი ერისაგან თჳსისა.


წინა თავი შემდეგი თავი