მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 32

1და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

2და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა.

3და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსა ყურთაგან მათთა და მოართვეს აჰრონს.

4და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოუქმნა იგი გამოწერით და შექმნა ჴბო გამოდნობილად დასხმით. და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

5და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე.

6და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.

7და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგვალე ადრე ამიერ, რამეთუ უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით.

8და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან რომელი ამცენ მათ, იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ გამოდნობილი და თაყუანის-სცეს მას და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელმან აღმოგიყუანა შენ ქუეყანით ეგჳპტით.

9და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს.

10და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.

11და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განრისხნები ერსა შენსა ზედა გულისწყრომითა შენითა, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა?

12ნუუკუე თქუან მეგჳპტელთა მათ, ვითარმედ ზაკჳთ განიყვანა იგინი ღმერთმან მოწყვედად მთათა ზედა და აჴოცად მათა ქუეყანით, დასცხერ რისხჳსაგან გულისწყრომისა შენისა და ლხინება-ყავ უკეთურებისა მისთჳს ერისა შენისა.

13მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მსახურთა შენთა, რომელთა-იგი ეფუცა თავისა შენისა, ეტყოდე და ჰრქჳ: ფრიად განვამრავლო ნათესავი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ყოველი ესე ქუეყანაჲ, რომელ სთქუ, მიცემად ნათესავსა მათსა, და დაიპყრან იგი უკუნისამდე.

14და ლხინებაჲ-ყო ბოროტისა მისთჳს ერისა, რომელ თქუა ყოფად მათდა.

15მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ჴელთა მისთა, ფიცარნი ქვისანი, რომელნი წერილ იყო ორკერძოვე (იმიერ და ამიერ).

16ფიცარნი იგი ქნულნი ღმრთისანი იყვნეს და წერილი იგი იყო წერილი ღმრთისაჲ გამოდგმულ ფიცართა მათ.

17და ესმა ისოს, ძესა ნავესასა, ჴმაჲ იგი ერისა მის და ჰრქუა მოსეს: ჴმაჲ ბრძოლისა მესმის ბანაკსა მას.

18და ჰრქუა: არა არს ჴმაჲ ესე მთავართაგან ძლევისა, არამედ ჴმაჲ განცხრომისა.

19და ვითარცა მოეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მწყობრი და განრისხნა მოსე გულისწყრომითა და განუტევა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე.

20და ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, დაწვა იგი ცეცხლითა, დამუსრნა წვლილად და შთააბნია იგი წყალსა და ასვა იგი ძეთა ისრაჱლისათა.

21და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი.

22და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განრისხნები, უფალო, რამეთუ შენ უწყი სლვა ერისა ამის.

23რამეთუ მრქუეს მე: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინამიძღოდიან ჩუენ. რამეთუ მოსე, კაცი იგი, რომელმან გამომიყვნა ჩუენ ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

24და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და გამოჰჴდა ჴბო ესე.

25და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა.

26დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა. და შეკრბეს მისა ყოველნი ძენი ლევისანი.

27და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: შეიბ კაცად-კაცადმან მახჳლი წელთა მისთა და განვლეთ და მოაქციეთ ბჭით ბჭედ ბანაკისა მაგისაგან და მოკალნ კაცად-კაცადმან ძმა თჳსი და კაცად-კაცადმან მოყუასი თჳსი და კაცად-კაცადმან მახლობელი თჳსი.

28და ყვეს ძეთა ლევისათა, ვითარცა ეტყოდა მათ მოსე და დაეცნეს მას დღესა შინა ოცდასამი ათასი კაცი.

29და ჰრქუა მათ მოსე: აღასრულეთ ჴელითა თქუენითა დღეს უფლისა მიმართ კაცად-კაცადმან ძესა თჳსსა ზედა და ძმასა მოცემად თქუენდა კურთხევისა.

30და იყო ხვალისაგან და ჰრქუა მოსე ერსა მას: თქვენ სცოდეთ ცოდვა დიდი და აწ აღვიდე მე ღმრთისა, რათა გილხინოს ცოდვათა თქუენთათჳს.

31მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ამან ცოდვა დიდი და იქმნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ.

32უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე.

33და ჰრქუა უფალმან მოსეს: რომელმან ცოდა, აღვჴოცე იგი წიგნისაგან ჩემისა.

34ხოლო აწ ვიდოდე და წარუძეღუ ერსა მაგას ადგილსა მას, რომელსა გარქუ შენ. აჰა ესერა, ანგელოზი ჩემი წარგიძღვეს წინაშე პირსა შენსა, რომელსა დღესა მოვხედო, მოვჴადო მათ ზედა ცოდვა მათი.

35და მოვსრა მე უფალმან ერისა მისგან ჴბოჲსა მის საქმისათჳს, რომელი-იგი ქმნა აჰრონ.


წინა თავი შემდეგი თავი