მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 33

1და ჰრქუა უფალმან მოსეს: გვალე, აღვედ შენ და ერი ეგე შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანასა მას, რომლისათჳს ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ვარქუ: ნათესავსა თქუენსა მივსცე იგი.

2და თანამივავლინო ანგელოზი ჩემი უწინარეს შენსა და განასხნეს ქანანელნი იგი და ამორეველნი, ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იობოსელნი.

3შეგიყვანო შენ ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ხოლო მე არა აღვიდე თქუენ თანა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელ არს, რათა არა აღვჴოცნე იგინი გზასა ზედა.

4და ესმა ერსა მას სიტყვაჲ ესე ბოროტი და იგლოვდეს გლოვით და არა აღიღეს კაცთა მათ გვამნი.

5და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ ერი ქედფიცხელ ხართ. ეკრძალენით, ნუუკუე წყლულება სხუაცა მოჰჴდეს თქუენ ზედა და აღგჴოცნე თქუენ და აწ განიძარცვეთ სამოსელი დიდებისა თქუენისა და სამკაულები და გიჩვენო თქუენ, რაჲ-იგი გიყო თქუენ.

6და განიძარცვეს ძეთა ისრაჱლისათა სამკაულები მათი და სამოსელი მთასა მას ქორებს.

7და მოიღო მოსე კარავი იგი მისი და აღმართა იგი გარეშე ბანაკსა მას. და ეწოდა მას კარავი საწამებელი. და იყო, ყოველი რომელი ეძიებდა უფალსა, განვიდოდა კარავსა მას გარეშე ბანაკსა მას.

8და რაჟამს შევალნ მოსე ბანაკსა მას, გარე დგა ერი იგი და იხედავნ კაცად-კაცადი კარავსა თჳსისაჲთ და ხედვიდიან მი-რაჲ-ვალნ მოსე, ვიდრემდის შევიდის კარავსა მას.

9და ვითარცა შევიდის მოსე კარავსა მას, გარდამოჴდის სუეტი იგი ღრუბლისა და დადგის კართა თანა მის კარვისათა და ეტყჳნ უფალი მოსეს.

10და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა ზედა მის კარვისათა. და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა თჳსისაჲთ.

11და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით.

12და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ.

13უკუეთუ ვჰპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო შენ, რათა ვსცნა მე, ვითარმედ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ შენი არს ნათესავი ესე.

14და ჰრქუა უფალმან მოსეს: მე თავადი წინაწარგიძღვე და შეგიყვანო შენ.

15და ჰრქუა უფალსა მოსე: უკუეთუ შენ არა მოხვალ ჩუენ თანა, ნუ აღმიყვანებ ჩუენ ამიერ.

16და ვითარმედ საცნაურ იყოს ჭეშმარიტად, რამეთუ ვჰპოე მადლი წინაშე შენსა, არამედ მოსლვასა მას შენსა ჩუენ თანა ვიდიდნეთ მე და ესე უფროს ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

17ჰრქუა უფალმან მოსეს: ეგეცა სიტყუაჲ, რომელი სთქუ, ვყოვე, რამეთუ გიპოვნიეს მადლი წინაშე ჩემსა და გიცი შენ უმეტეს ყოველთასა.

18და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩვენე დიდებაჲ თავისა შენისა.

19ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო.

20და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა.

21და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა.

22რაჟამს წარვიდოდის დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო შენ ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე.

23და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი ვერ იხილო.


წინა თავი შემდეგი თავი