მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი გამოსლვათაჲ |
თავი 34 |
1ჰრქუა უფალმან მოსეს: გამოჰქმნენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი, ვითარცა-იგი პირველნი და აღმოვედ ჩემდა მთასა ამას, და დავსწერნე ფიცართა სიტყუანი იგი, რომელნი წერილ იყვნეს პირველთა მათ ფიცართა, რომელნი შეჰმუსრენ. 2და იყავ შენ განმზადებულად განთიადისა და აღმოხჳდე მთასა სინასა და დასდგე მუნ მწუერვალსა მთისასა. 3და ნუ ვინ აღმოვალნ შენ თანა და ნუ ვინ იპოვებინ ყოველსა მას მთასა და საცხოვარი და ზროხა ნუ ძოვნ მახლობელად მთასა მას. 4და გამოთალნა მოსე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა-იგი პირველნი და აღიმსთო განთიად და აღვიდა მთასა მას სინასა, ვითარცა-იგი უბრძანა მას უფალმან. და მიიხუნა მოსე მის თანა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი. 5და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და დგა მოსე მუნ და ხადა სახელი უფლისაჲ. 6და წარმოვიდა უფალი წინაშე მისსა და უწოდა: უფალი ღმერთი, მოწყალე, შემწყნარებელ, სულგრძელ, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. 7რომელმან დამარხის სიმართლე და ყვის წყალობა ათასამდე ნათესავად. და აჰჴოცის უსჯულოებანი და სიცრუენი და ცოდვანი და თანამდებნი იგი არა განწმიდის და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე. 8და ისწრაფა მოსე, მოდრკა და თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასაზედა. 9და ჰრქუა: უკუეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, მოვედინ უფალი ჩუენ თანა, რამეთუ ერი ესე ქედფიცხელ არს, და გჳლხინებდე შენ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა შენდად. 10და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ესერა, მე აღგითქუამ შენ აღთქუმასა წინაშე ყოვლისა ერისა შენისა და ვქმნე დიდებული, რომელი არა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა. და იხილოს ყოველმან ნათესავმან მაგან, რომელთა შორის ხარ შენ საქმედ უფლისა. 11რამეთუ საკჳრველ იყო, რომელ გიყო შენ, ეკრძალე ყოველსა, რომელსა გამცნებ შენ, და აჰა, მე განვასხნე პირისაგან თქუენისა ამორეველნი იგი, და ქანანელნი, და ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იაბოსელნი. 12ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ. 13ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა. 14რამეთუ არა ჴელ-გეწიფების თქუენ თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა, რამეთუ უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს, ღმერთი მოშურნე არს. 15ნუუკუე აღუთქუა აღთქუმაჲ მკჳდრთა მის ქუეყანისათა და ისიძჳდეთ კუალსა მას შედგომად ღმერთთა მათთასა, დაუკლვიდენ კერპთა მათთა, და გხადოდიან შენ და სჭამო შენ ნაკერპავი იგი მათი. 16და მოჰგვარნეთ ასულნი მათნი ძეთა თქუენთა, და ასულნი თქუენნი მისცნეთ ძეთა მათთა, და ისიძჳდენ ასულნი შენნი შემგომად კერპთა მათთა, და ძენი შენნი ისიძჳდენ შედგომად კერპთა მათთა. 17და ღმერთნი გამოდნობილი არა იქმნეთ. 18და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ. შჳდ დღე სჭამო უცომოჲ, ვითარცა-იგი გამცენ ჟამსა მას ოდენ თთუესა მას ახალსა, რამეთუ თთუესა მას ახალსა გამოხვედ შენ ქუეყანით ეგჳპტით. 19ყოველმან, რომელმან პირველად განაღოს საშოჲ წულან, ჩემი არს. 20პირმშოჲ ზროხათა და პირმშოჲ ცხოვართა და პირმშოჲ კარაულისაჲ იჴსნე ცხოვართა, უკეთუ არა იჴსნე, სასყიდელი მისცე მისი. ყოველი პირმშოჲ ძე შენი იჴსნე. არა მეჩუენო წინაშე ჩემსა ცალიერი. 21ექუს დღე იქმოდე და მეშჳდესა დღესა დააცადე თესლი შენი და სამკალი შენი დააცადე. 22დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა. 23სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. 24რაჟამს განვასხნე ნათვსავნი იგი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი, არავის გულმან უთქუას ქუეუანისათჳს შენისა, რაჟამს აღხჳდოდე შენ შემთხუევად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა სამგზის წელიწადსა. 25არა დაჰკლა ცომსა ზედა სისხლი საკლველთა ჩემთაჲ. და არა დაადგრეს განთიადმდე საკლველი დღესასწაულისა მის ვნებათა. 26პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა. 27ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერენ თავისა შენისა სიტყუანი ესე, რამეთუ ამათ სიტყვათა ზედა დაგიდებ შენ საშჯელსა ისრაჱლისასა. 28და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი. 29და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ. 30და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა. 31და უწოდა მათ მოსე და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი კრებულისანი და ეტყოდა მათ მოსე. 32და ამისა შემდგომად მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი და ამცნო მათ ყოველი, რაოდენსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. 33და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად მათდა მიმართ, დაიბურა საფარველი პირსა მისსა. 34და ოდეს შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, აღიჴადის საბურველი იგი ვიდრე გამოსლვადმდე მისა და გამო-რა-ვიდის, ეტყჳნ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი უბრძანის უფალმან. 35და იხილეს ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო. და დაიბურის მოსე საფარველი პირსა მისსა ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა თანა ზრახვად მისსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |