მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი გამოსლვათაჲ |
თავი 35 |
1და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა. 2ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ. 3არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი. 4ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა: 5მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი. 6ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა. 7და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი. 8და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული. 9და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა. 10და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან, 11საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა. 12და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა, 13და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა. 14სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა. 15და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა, 16და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა, 17და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა, 18და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა, 19სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა. 20და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან. 21და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე 22სამოსელსა წმიდასა. 23მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა. 24და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი. 25და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად. 26და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა. 27და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის. 28და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა. 29და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა. 30და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა. 31და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა. 32ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას. 33ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას. 34და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა. 35და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |