მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 38

1ქმნა საკურთხეველი იგი რვალისაჲ (საცეცხურთა მათგან რვალისათა, რომელნი იყვნეს კაცთა მათ მის მკრებელთაჲ კრებულისა მის კორესისა) ძელთაგან ულპოლველთა, ხუთ წყრთა- სიგრძე მისი და ხუთ წყრთა - სივრცე მისი ოთხკუთხედად და სამ წყრთა - სიმაღლე მისი.

2და ქმნა რქანი მისნი ოთხთა მათ კიდეთა მისთასა, დასაწყისითვე მისით იყვნეს რქანი მისნი და შემოსნა იგინი რვალითა.

3ამან ქმნა ყოველივე იგი სასანოვაგე ჭურჭელი საკურთხეველისაჲ, ხარისხი მისი და საცეცხური მისი, ფიალები მისი და ფუცხები მისი რვალისაჲ.

4ამან ქმნა გარემოსადგმელი იგი საკურთხეველისაჲ, ქმნული კანკლედად ქვეშე საცეცხურისა მის ქვემორე ვიდრე საშუალამდე მისა.

5და განასხნა მას ოთხნი გრკალნი რვალისანი ოთხთა მათ კიდეთა გარემოსადგმელისა მის საკურთხეველისათა რვალისანი.

6და ქმნა სალხინებელი ძელთაგან ულპოლველთასა და შემოსა იგი რვალთათა.

7და შეაცვნეს გრკალნი ტაბლისა მის კერძო აღსაღებელად ტაბლისა, მათ მიერ ყოვლითურთ ფიცრითა შეძერწული, და ქმნა შინაგანი მისი ცალიერ.

8ამან ქმნა საბანელი იგი რვალისაჲ და ხარისხი მისი რვალი სარკეთა მათგან მმარხველთა დედათაჲსა, რომელნი იმარხვიდეს წინაშე კართა მის კარვისა საწამებელისათა დღესა მას, რომელსა აღმართა კარავი იგი.

9და ჰქმენი ეზოჲ იგი სამხრით კერძო და წალაები იგი მისი ზეზისაგან ძახილისა, ას წყრთა - სიგრძე, ასი - სივრცე.

10სუეტები მათი - ოც და ხარისხები მათი - ოც რვალისაჲ, გარემოჲს სუეტები და სუეტების თავი - ვეცხლისა.

11და გვერდი იგი ბღუარით კერძო და გარემოჲს სუეტის თავნი შეძერწულ ვეცხლითა.

12და გვერდი იგი ზღუდით კერძო, ეზოები - ერგასის წყრთა, სუეტები მათი - ათ და ხარისხები მათი - ათ და გარემოჲს სუეტთა და სუეტის თავნი - შეძერწულ ვეცხლითა.

13და გვერდი იგი - აღმოსავალით კერძო ერგასის წყრთა, ეზოჲ წარმოსატევებელ.

14ათხუთმეტ წყრთა სამხრით კერძოჲსა, სუეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.

15და ზურგით კერძოჲსა მას მეორესა ამიერ და იმიერ ბრჭისა მისებრვე ეზოჲსა, ეზოები ათხუთმეტ წყრთით და სვეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.

16და ყოველი იგი ეზოჲსა მის კარვისა გარემოს ზეზსაგან ძახილისა.

17და ხარისხები სუეტებისა მის რვალისაჲ, და იდაყუნი მათნი ვეცხლისანი, და სუეტის თავნი მათნი - შემოსილნი ვეცხლითა და სუეტნი მისნი - შემოსილ ვეცხლითა.

18ყოველივე სვეტები ეზოჲსა მის და დასახურველი ბჭისა მის ეზოჲსაჲ - ქმნული ჭრელებულად იაკინთისაგან და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ოც წყრთა - სიგრძე და სივრცე - ათხუთმეტ წყრთა, სწორედ ეზოებისა მის წარმოსატევებელისა ეზოჲსა დიდისა.

19და სუეტები მათი ოთხ და ხარისხები მათი ოთხ, რვალისა, და იდაყუები იგი მათი ვეცხლისა და სვეტის თავნი შემოსილი ვეცხლითა.

20და ყოველი სუეტები კარვისა გარემოჲს რვალისა.

21და ესე არს ბრძანებისა განწესებაჲ კარვისა მის საწამებელისაჲ, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოსცა მოსეს მსახურებისა მის ყოფაჲ ლევიტელთა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდლისაჲთა,

22ბესელიელ, ძემან ურისმან, ტომისაგან იუდაჲსმან, ქმნა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

23და ელიაბ, ძე აქისმაქისი, ტომისაგან დანისა, რომელი ხუროთმოძღურებდა ქსოვილსა მას, და ნემსულსა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა და ზეზსა.

24ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროჲ მის შესაწირავისაჲ ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას და ოცდაათ სიკილა სიკილითა მით წმიდითა.

25და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა (ასი ქანქარი და ათას შვიდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკილა დიდრაჰქმაჲ ერთი, თავად-თავად ნაზოგალი სიკილისაჲ, სიკილითა მით წმიდითა), ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას, ოცის წლითგან და უზეშთაესი ექუსასი ბევრისა სამ ათას ხუთას ერგასის.

26და იყო ასი იგი ქანქარი ვეცხლისაჲ გამოსადნობელად და სხმით სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეტსაბმელისა და ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისაჲ.

27ქანქარი ას და ერთი იყო სუეტის თავი ერთი.

28და ათას შვიდას სამეოცდაათხუთმეტი სიკილაჲ ქმნეს იდაყვებად სუეტებისა მის, და ოქროცხებულ სუეტის თავები იგი შეემკო.

29და რვალი იგი შესაწირავისაჲ სამეოცდაათი ქანქარი იგი და ორ ათას ოთხასი სიკილაჲ.

30ქმნა მისგან ხარისხები იგი ბჭეთა მათ კარვისა მის საწამებელისათა ტაბლა პილენძისა ღა მარჯუენით კერძო ტაბლისა მის პილენძისა და ყოველივე ტაბლა და ხარისხნი გარეგან კრეტსაბმელისად.

31და ხარისხები ბჭეთა მის ეზოჲსთა და ყოველი მანაებად კარვისა მის და მანაებად ეზოსა მის გარემოჲს და მოსადგმელი იგი იაკინთისა და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა.


წინა თავი შემდეგი თავი