მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 39

1და ქმნა ყოველმან ბრძენმან მოქმედთა მათ შორის სამოსელი იგი წმიდაჲ, რომელი არს აჰრონ მღდლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან მოსეს.

2და ქმნეს სამჴარნი იგი ოქროჲსაგან, და იაკინთისა, და ძოწეულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

3და დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად.

4შეყოფილად ორ კერძოვე ნაწევართა მისთა, ქმნულად ურთიერთას შეწმასნილად მის ზედა.

5და მისგანვე ქმნეს მისვე ქმნულებისაებრ ოქროჲსა და იაკინთოსა, და ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

6და ქმნეს ორნივე იგი ქვანი ზამარაგდენი თანა-შექსოვილად ოქროსა მას ქანდაკებულად, გამოჭრილად ბეჭდის სახედ სახელებისაებრ ძეთა ისრაილისათა.

7და დასხნა იგინი მჴართა ზედა მის სამჴრისათა ქვანი მოსაჴსენებელნი, ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

8და ქმნა საკითხავი იგი ქმნული ქსოვილად ჭრელად ქმნულისა მისებრვე სამჴართა ოქროჲსაგან და იაკინთისა, და ძოწეულისა, და მეწამულისა და ზეზისაგან ძახილისა.

9ოთხკიდედ ორკეცად ქმნა საკითხავი იგი, მტკაველ სიგრძე მისი და მტკაველ - სივრცე მისი ორკეცად.

10და თან შეაქსოვა მას ქსოვილი თითოეული ანთრაკი კარგად-კარგად ოთხ სტიქონად; კარგი ერთი: ქვაჲ სარდიონი, და ტოპაზიონი და ზამარაგდონი.

11და მეორე იგი კარგი: ანთრაკი, და საფირონი და იასპი.

12და მესამე იგი კარგი: ლიგჳრი, აქატი და ამეთჳსტონი.

13(36,20) და მეოთხე იგი კარგი: ოქროქვა, და ბივრილიონი და ფრცხილი და გარემოდგმული ოქროჲთა.

14(36,21) და შემაგრებული ოქროსა შინა და ანთრაკნი ესე იყვნეს სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათა, ათორმეტ სახელები მათი გამოწერით ბეჭდებრ თჳთოეული სახელი ათორმეტთა მათ ტომთაჲ.

15(36,22) და ჰქმნეს საკითხავსა მას ფერსუები თანა შეთხზულად ქმნულად თხზულსა ოქროჲსაგან წმიდისა.

16(36,23) და ქმნეს ორნი იგი ფიცარნი ოქროჲსანი და გამოაბნეს ორნი იგი გრკალნი ოქროჲსანი ორთა მათ კიდეთა საკითხავისა.

17(36,24) და განაცუნეს თხზულნი იგი ოქროჲსანი ორთა მათ გრკალთა ორკერძოვე კიდეთა მის საკითხავისათა (36,25) და ორთა მათ შესაკინძველთა ორთა მათ თხზულთასა, და განასხნეს ორთა მათ ასპიტაკთა და დაასხნეს ორთა მათ ზედა მჴართა მის სამჴრისათა

18წინაუკმო პირისპირ მისსა (36,26) და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი, და განასხნეს იგინი ორთა მათ ფრთეთა კიდეთა მის საკითხავისათა, ერთ კერძო კიდეთა ბეჭით კერძოთა მის სამჴრისათა, შიგან კერძო და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი სხვანი, და განასხნეს ორთავე მათ კერძოთა ბეჭთა მის სამჴრისათა ქვემო კერძო მის წინაშე პირისპირ შეკინძულისა მის ზემო კერძოსა თანა-შექსოისა მისაებრვე სამჴართასა.

19რათა შეამტკიცებდენ საკითხავსა მას კარშიკნი იგი, რომელნი იყვნენ მას ზედა კარშიკთა მათ სამჴრისათა შემტკეცილი იაკინთოთა და თანაშეთხზულ ნაქსოვსა მას სამჴართასა, რათა არა გამოეკეცებოდეს საკითხავი იგი სამჴართა მათგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

20და ქმნეს შთასაცუმელნი იგი ქვემო კერძო სამჴართა მათ ქმნულად ქსოილად ყოვლად იაკინთონი.

21ხოლო საყელე იგი შთასაცმელისა მის საშუალ გამოქსოვილად თანაშეთხზულ იყო მარტივსა მას. იყო მოსხმულ კილონი იგი გარემოსთა საყელესა მას განუხსნელად.

22და ქმნეს ნივთსა მას ქუმეჯაკისასა ქუემო კერძო, ვითარცა ყვავილი ბროწეულისაჲ ბროწეულაკები იაკინთოჲსაგან, ძოწეულისა, და მეწამულისაგან სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

23და ქმნეს ეჟუნები ოქროჲსაჲ წმიდისა ფესუებსა მას მის ქუმენჯაკისასა გარემო.

24შორის ბროწეულაკთა მათ ეჟუანი ოქროჲსა, ბროწეული გარემო ფესუებსა მას ქუმენჯაკისასა სამსახურებლად, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

25და ქმნეს პალეგავტი ზეზისა ქმნულ ქსოილი აჰრონისათჳს ძეთა მისთა.

26ნაფერტები ზეზისა ძახილისა და ვარშამანგები ზეზისა.

27და უქმნეს როპანაკები ზეზისაგან ნივთისა.

28და სარტყელები მათი ზეზისაგან, და ძოწეულისა, და იაკინთესა და მეწამულისა სთულისა ქმნულად ჭრელებულად ყვავილის სახედ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

29და ქმნეს განჭედილი იგი ოქროჲსაგან რჩეულისა და გამოწერა მას ზედა წიგნი გამოდგმით ბეჭდის სახედ სიწმიდისა უფლისა.

30და გამოჰკიდა მას სთული იაკინთისა, რათა იყოს ზედა კერძო ვარშამაგსა მას, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

31და აღესრულა ყოველივე საქმარი საქმე მის კარვისა საწამებელისა, რაოდენი უბრძანა უფალმან მოსეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ეგრეთ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ხოლო ნეშტი იგი ოქროჲ მის შეწირულისა ქმნეს ჭურჭელნი სამსახურებელისა მათისა წინაშე უფლისა.

32და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი, და ყოველი ჭურჭელი მისი, და მოქლონები, და ხარისხები მისი, და სვეტები, და კიდობანი იგი სჯულისა და აღსაპყრობელნი მისნი.

33და მაშკები ტყავებისა იგი ვერძთასა ენდროჲსფერი და საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთესა.

34და კრეტსაბმელი, რომელ ჰფარვიდა კიდობანსა მას აღთქუმისასა, და უღელნი.

35და ტაბლა იგი წინაშე დასაგებელი, და ყოველივე სასანოვაგე ჭურჭელი მისი, და პურნი შესაწირავთანი,

36და სასანთლე იგი წმიდაჲ, და სანთელნი იგი მისნი და სანთელნი სანათობელნი, და ზეთი იგი ნათლისაჲ.

37და საკურთხეველი ოქროჲსა, და ყოველი ჭურჭელი მისი, და ზეთი იგი ცხებისა, და საკმეველი შეზავებული.

38და კრეტსაბმელი კარვისა და კარისა მისისა.

39და ტაბლა იგი სპილენძისა, და სალხინებელი მათი, და ყოველი ჭურჭელი მათი, და საბანელი და ხარისხი მათი.

40

41სამოსელნი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, სამოსელნი სიწმიდისა, რომელ არიან აჰრონ მღდელთმოძღურისა, და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელონი.

42ყოველივე, რაოდენი უბრძანა მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველივე მომზადება.

43და იხილა მოსე ყოველივე იგი ქნული და იყო ქმნილ მსგავსად, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს, ეგრეთ მოექმნათ იგი. აკურთხნა იგინი მოსემ.


წინა თავი შემდეგი თავი