მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 4

1მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?

2ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან თქუა: კუერთხი.

3და ჰრქუა უფალმან, მიაგდე ეგე ქუეყანასა! ხოლო მან მიაგდო იგი და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან.

4ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ. მიყო ჴელი მისი მოსე და უპყრა მას ბოლოჲ. და იქმნა იგი კუერთხი ჴელსა მისსა.

5რათა ჰრწმენეს შენი, რამეთუ გეჩუენა შენ უფალი ღმერთი მამათა მათთა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.

6მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.

7და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.

8უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს.

9და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა ზედა

10ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

11ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან?

12ხოლო აწ შენ ვიდოდე და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო შენ. რასა-იგი იტყოდი.

13და ჰრქუა: გევედრები, უფალო, გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო.

14და განრისხნა უფალი გულისწყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ არა, ეგერა, აჰრონ ძმაჲ შენი ლევიტელი, ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი შენ, აჰა ეგერა იგი მოგეგებვოდის შენ შემთხუევად შენდა ღა გიხილოს შენ და განიხაროს გულსა თჳსსა.

15და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე მას სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.

16და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ.

17და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღო ჴელითა შენითა, რომლითა-იგი ჰყოფდე სასწაულებსა.

18წარმოვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე მე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე იგინი, ცოცხალ-ღა თუ არიან, და ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე ცოცხლებით!

19შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტისაჲ. ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და მივედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა

20წარმოიყუანა მოსე ცოლი თჳსი და ძენი თჳსნი და აღსხნა იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ჴელითა თჳსითა.

21ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე, იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი.

22ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი.

23გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ.

24და იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი.

25და მოიღო სეფორა ბასრი და წინადასცჳთა წინადაცუეთილებაჲ ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადეგინ სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისა.

26და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ.

27ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ უდაბნოდ და მიეგებვოდე მოსეს, და განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და ამბორს-უყვეს ურთიერთას.

28და უთხრა მოსე აჰრონს: ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა და ყოველნივე იგი სასწაულნი, რომელ ამცნო მას.

29მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.

30და ეტყოდა აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს და ქმნნა სასწაულნი იგი წინაშე ერისა მის.

31და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ერსა თჳსსა ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანი-სცეს ღმერთსა.


წინა თავი შემდეგი თავი