მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი გამოსლვათაჲ |
თავი 40 |
1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: 2ერთსა დღესა თთჳსა მის მირკანისასა, თჳს თავსა აღმართო კარავი იგი საწამებელისა, 3და დასდგა კიდობანი იგი საწამებელისაჲ, და დაჰბურო კიდობანი იგი საბურველითა. 4და შეიღო ტაბლა იგი ოქროჲსა და დააგო პური იგი დასაგებელი მისი, და შეიღო სასანთლე იგი და დასდგნე მის ზედა სანთელნი მისნი. 5და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კმევად საკუმეველისა წინაშე კიდობანსა მას საწამებელისა და დაჰბურო საბურველი იგი კრეტსაბმელისაჲ კარსა კარვისა მის საწამებელისა, 6და დასდგა საკურთხეველი იგი ნაყოფითა კართა მის კარვისა საწამებელისათა. 7და დასდგა საბანელი წინაშე კარსა კარვისა საწამებელისათა, და შთაასხა მას შინა წყალი. 8და სცხო ეზოსა მას გარემოს და განმარტო კრეტსაბმელი კარსა მას ზედა ეზოსასა, 9და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭელი მისი და იყოს წმიდა. 10და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, 11და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა. და სცხო საბანელსა და ხარისხთა მისთა, და, განსწმიდო იგი. 12და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა, და განბანნე იგინი წყლითა, 13და შეჰმოსო აჰრონს იგი წმიდაჲ, და სცხო მას და წმიდა იყოს იგი მღდელად ჩემდა; და იყოს მათა ცხებულება მღდელობისა უკუნისამდე ნათესავთა შორის მათსა. 14და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ქმნა. 15და იყო, თთვესა მას პირველსა მეორესა წელთათა გამოსლვისა მის ეგჳპტით, თთვის თავსა, რომელთა კარავი იგი განესრულა. 16და აღმართა მოსე კარავი და დადგინა ხარისხნი მისნი, და აღმართნა სვეტნი იგი მისნი, და დასდვა სვეტის თავნი, 17და მოქლონნი, და აღმართნა სუეტნი, და განმარტნა ეზოები იგი კარვისა მის, და დაჰბურა საფარველი კარავსა მას ზედა კერძო, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. 18და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთაასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი იგი ქვეშე კერძო კიდობანსა მას. 19და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარვისა მის, დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისა მის და დაფარა კიდობანი იგი წამებისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. 20დადგა ტაბლა იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა, ჩრდილოთ კერძო, გარე კრეტსაბმელსა მას, კარვისა მის საწამებელისასა. 21და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. 22და დადგა სასანოვაგე იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრეთ კერძო კარვისასა. 23და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. 24დადგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კარავსა მას შინა საწამებელისასა, წინაშე კრეტსაბმელისა. 25და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. 26და განმატა კრეტსაბმელი კარსა ზედა კარვისა მის. 27და საკურთხეველი ნაყოფთა დადგა კართა მათ თანა კარვისა მის საწამებელისათა. დაასხნა მას ზედა მსხუერპლი და შესაწირავი იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. 28და დასდგა საბანელი იგი კარავსა მის თანა საწამებელისათა ტაბლასა თანა და შთაასხა მას შინა წყალი. 29და იბანებდენ მისგან მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა. 30რაჟამს შევიდოდიან კარავსა მას საწამებელისასა, გინა რაჟამს შეეხებოდენ საკურთხეველსა მას მსახურებად, და დაიბანდენ მით, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. 31და აღმართა ეზო გარემოს კარვისა მის საკურთხევლითურთ და დაჰბურა კარნი ბრჭისა ეზოსა მის საბურველითა მით და აღასრულა მოსე ყოველივე საქმე. 32დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისა და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი იგი. 33და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი. 34და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღეგნიან ძენი ისრაჱლისანი ტრვად ყოვლით ვანითურთ მათით. 35და უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ტრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან. 36რამეთუ ღრუბელი უფლისაჲ იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე წინაშე ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა და ყოვლისა მის ვანისა ტრვასა მათსა. |
წინა თავი |