მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 8

1ჰრქუა უფალმან მოსეს: შევედ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე.

2უკუეთუ არა ინებო გამოვლინება, აჰა ეგერა, ვგუემნე ყოველნი საზღუარნი შენნი მყუარითა.

3და გამოსცეს მდინარემან მყუარი და აღმოჴდეს და შევიდეს სახლთა შენთა და საუნჯეთა სასუენებელთა შენთასა და ცხედართა შენთა და სახლთა მსახურთა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა და საპურესა შენსა და თორნეთა შენთა.

4და შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ერსა შენსა ზედა აღმოჴდეს მყუარნი.

5ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: განირთხ ჴელითა შენითა კუერთხი ეგე მდინარესა მაგას ზედა და ჴევნებსა და წყურნებსა დ აღმოიყვანე მყუარი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.

6და განირთხა აჰრონ ჴელი თჳსი წყალთა მათ ზედა ეგჳპტისათა და აღმოიყუანა მყვარი. და აღმოვიდა მყვარი და დაფარა ქუეყანა ეგჳპტისა.

7ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა და აღმოავლინნეს მყვარი ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა.

8მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰქუა მათ: ლოცვა-ყავთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ თქუენისა, რათა განმაყენოს ჩემგან მყუარი ესე და ერისა ამის ჩემისგან და განვავლინო ერი ესე. რათა მივიდენ და ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა.

9და ჰრქუა მოსე ფარაოს: დრო-მეც, ოდეს ვილოცო შენთჳს და ერისა მაგის შენისათჳს და მსახურთა შენთათჳს, და მოისპოს მყუარი ესე შენგან და ერისა მაგის შენისაგან და ტაძრებისა მაგისგან თქუენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

10და ჰრქუა ფარაო: ხვალისა. და ჰრქუა მოსე: აჰა, ვითარცა სთქუ, რათა უწყოდე, ვითარმედ არა არს სხუა ღმერთი უფლისა გარეშე.

11და მოაკლდეს მყუარები ეგე შენგან და ტაძრებისა მაგის შენისაგან და ეზოებისა შენისაგან და მსახურთა მაგათ შენთაგან და სოფლებისა შენისა, გარნა მდინარესა მაგას ხოლო დაშთეს.

12და გამოვიდეს მოსე და აჰრონ პირისაგან ფარაოჲსა და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა განქარვებისათჳს მის მყუარისა, ვითარცა-იგი დრო-იღეს მათ ფარაოსგან.

13უბრძანა უფალმან, ვითარცა-იგი ჰრქუა მოსე და მოსწყდა მყუარი იგი ტაძრებისა მისგან და არეთაგან მათთა და ეზოებისა მისგან.

14და შეკრიბეს მყუარი იგი ყოველი ზჳნად და დალპა ყოველი იგი ქუეყანა.

15იხილა რაჲ იგი ფარაო, რამეთუ განქარდა მყუარი იგი სოფლებისაგან მისისა, მერმე გან-ვე-იფიცხა გული თჳსი და არა ისმინა მან ბრძანებაჲ იგი ღმრთისაჲ.

16და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ შენ აჰრონს, რათა განირთხას ჴელი თჳსი და აღირთხას კუერთხი იგი მისი და სცეს სიზრქესა ქუეყანისასა. და გამოჴდეს მიერ მუმლი, დაეცეს ზედა კაცსა და საცხოვარსა ერთბამად ყოველსა ქუეყნასა ეგჳპტისასა.

17აღირთხა აჰრონ ჴელითა თჳსითა კუერთხი იგი და სცა სიზრქესა მას ქუეყანისასა, დაჰკრბა მუმლი კაცსა და საცხოვარსა. და ყოველივე ნაპრალი მის ქუეყანისა აღივსო მუმლითა მით.

18ყვიანღა თუ გრძნეულთა მათ მისნობითა მით მათითა გამოყვანებაჲ მუმლისა, განა-ვერ-ვე-აძლიან და განმრავლდა მუმლი იგი ზედა კაცსა და საცხოვარსა.

19ღაღად-ყვეს გრძნეულთა მათ და ქურუმთა წინაშე ფარაოსა და ჰრქუეს: თითი ღმრთისაჲ არს ეგე. და განუფიცხნა გული ფარაოსი და არავე ისმინა, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან.

20და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე განთიად და წარდეგ შენ წინაშე ფარაოჲსა და მუნთქუესვე გამოვიდოდეს იგი წყლის კიდედ, ჰრქუა შენ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მოვიდენ და მმსახურონ მე.

21უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი. და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.

22და საკჳრველ-ვყო ქუეყანაჲ იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.

23და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.

24და ყო უფალმან ღმერთმან ეგრე და მოუჴდა ძაღლის მწერი ძლიერი ტაძრებსა მას ფარაოსასა და ყოველსა სახლებსა ერისა მისისასა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა. და მოისრა ყოველი ქუეყანა ძაღლის მწერითა მით.

25მოუწოდა ფარაო მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: მივედით ქუეყანასა მასვე და შეწირეთ მსხუერპლი თქუენი უფლისა ღმრთისა თქუენისა.

26და ჰრქუა მოსე: ვერ ეგების ეგე, ვითარმცა წიდოვანებითა მით ეგჳპტელთათა შევიწრეთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. უკუეთუ შევწიროთ ჩუენ საძაგელებითა ამით მეგჳპტელთათა, ვამსხვერპლოთ წინაშე, ქჳთა განვიტჳნნეთ.

27არამედ წარვიდეთ ჩუენ გზასა სამ დღისა სავალსა უდაბნოდ და მუნ შევწიროთ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მიბრძანა ჩუენ უფალმან.

28და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ უდაბნოდ, გარნა შორად ხოლო ნუვე ხუალთ, არამედ აწ მივედით და ილოცეთ ჩემთჳს უფლისა მიმართ.

29ჰრქუა მოსე: მისლვად შევიდე და ვილოცო შენთჳს ღმრთისა მიმართ, რათა განგეყაროს შენგან ძაღლის მწერი ეგე, მონათა შენთა და ერსა შენსა ხვალევე. ხოლო მერმე ნუ განჰფიცხნე და არა გამოუტეო ერი ეგე მსხუერპლისა შეწირვად უფლისა.

30გამოვიდა მოსე ფარაოსგან და ილოცვიდა უფლისა მიმართ.

31და ყო უფალმან, ვითარცა იგი ჰრქუა მას მოსე, და მოუსპო ძაღლის მწერი იგი ფარაოსგან და მონათა მისთა და ერისა მისისაგან და არა დაშთა არცაღა ერთ.

32მერმეცა გან-ვე-იფიცხა ფარაო გული თჳსი და მას ჟამსაცა არავე ისმინა, არცა ინება გამოვლინებაჲ ერისაჲ მის.


წინა თავი შემდეგი თავი