მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 1

1ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას კარავსა შინა წამებისასა პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით, ჰრქუა:

2იწყე შენ აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა, ნათესავთა მათთა და სახლთა მამათა მათთა, რიცხჳ სახელთა მათთაჲ და თავად-თავადისა მათისაჲ.

3ყოველი ჭაბუკი ოცი წლითგან და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვალს ძლიერი ისრაჱლისაგან, აღხილვად მათა ძლიერთა მათ ისრაჱლისათა აღიხილნეთ იგინი ძლიერებითურთ მათით, შენ და აჰრონ აღრაცხნეთ იგინი.

4და თქუენ თანა იყუნენ თითოეულნი თავად-თავადნი მთავარნი და ტომად-ტომადნი იყუნედ.

5და ესე სახელნი ამათ კაცთანი, რომელნი თქუენ თანა იყუნენ რუბენისი: ელისურ, ძე ედიოზორისი,

6სჳმეონისი: სალამიელ, ძე სურისადაჲსი,

7იუდაჲსი: ნაასონ, ძე ამინადაბისი,

8იზაქარისი: ნათანაელ, ძე სუგარისი,

9ზაბულონისი: ელიაბ, ძე ქელონისი,

10ძენი იოსებისნი, ეფრემისნი: ელისამა, ძე ემიუდისი, მანასესი: გამალიელ, ძე ფადასურისი,

11ბენიამინისი: ამინადან, ძე გედეონისი,

12დანისი: აქიეზერ, ძე ამინადაჲსი,

13ასერისი: ფაგეელ, ძე

14ექრანისი, გადისი: ელისაფატ, ძე ჰრაგუელისი,

15ნეფთალემსი: აქირე, ძე ენანისი.

16ესე რჩეულნი კრებულთანი და მთავარნი ნათესავთანი ტომად-ტომადთანი ათასეულთა ისრაჱლისათანი არიან.

17და მოიყვანნეს მოსე და აჰრონ კაცნი ესე, რომელნი წოდებულ იყუნეს სახელად-სახელად.

18და ყოველი ერი შეკრიბეს პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა და აღიხილეს თესლად-თესლადი მათი და ტომად-ტომადი მათი და რიხჳ სახელთა მათთაჲ ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი ჭაბუკი თავად-თავადი მათი,

19ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აღრაცხნეს უდაბნოსა სინას.

20და იყუნეს ძენი რუბენისნი პირმშოჲსა ისრაჱლისა ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამისა მათისანი და რიცხუნი სახელთა მათთანი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი,

21ძეთა რუბენისთაჲ - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

22ძენი სჳმეონისნი - ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი.

23აღხილვაჲ იგი მათი ნათესავისა მის სჳმეონისი - ორმეოცდაცხრამეტ ათას და ოთხას.

24ძენი იუდაჲსნი ნათესავნი მათნი და ტომნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

25ნათესავისა მის იუდაჲსა - სამეოცდაათხუთმეტ ათას და ექუსას.

26ძენი ისაქარისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

27ნათესავისა მის ისაქარისი - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას.

28ძენი ზაბულონისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

29ნათვსავისა მის ზაბულონსი - ორმეოცდააჩჳდმეტ ათას და ოთხას.

30ძეთა იოსებისთაჲ: ძენი ეფრემისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

31ნათესავისა მის ეფრემისი - ორმეოც ათას და ხუთას.

32ძენი მანასესნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

33ნათესავისა მის მანასესი - ოცდაათოთხმეტ ათას და სამას.

34ძენი ბენიამენისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უფროჲსი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი და რიცხჳ იგი მათი

35ნათესავისა მის ბენიამენისი - ოთხ და ათხუთმეტ ათას და ოთხას.

36ძენი გადისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

37

38ძენი დანისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

39ნათესავისა მის დანისი - სამეოცდაორ ათას და ოთხას.

40ძენი ასერისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახლთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი და ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი

41ნათესავისა მის ასერისი - ორმეოც და ათას და ხუთას.

42ძენი ნეფთალემისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

43ნათესავისა მის ნეფთალემისი - ორმეოცდაათცამეტ ათას და ოთხას.

44ესე აღხილვაჲ, რომელი აღრაცხეს მოსე და აჰრონ და მთავართა ისრაჱლისათა, ათორმეტთა მთავართა კაცი ერთი ტომად-ტომადისა თითოჲსა ნათესავად-ნათაესავად სახლთა მამულთა მათთანი იყუნეს.

45და იყო ყოველი იგი აღხილვაჲ ძეთა ისრაჱლისათა ძალითურთ მათით ოცით წლითგანი და უფროსით ყოველი, რომელი გამოვიდოდა ბრძოლად ისრაჱლისაგან

46ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.

47ხოლო ლევიტელნი იგი და ნათესავნი იგი მათნი არა შეარაცხნეს შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.

48ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

49იხილე ნათესავი ლევისი, არა შეარაცხნე იგინი შორის ძეთა ისრაჱლისათა.

50და შენ დაადგინენ ლევიტელნი კარავსა წამებისასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და ყოველსა ზედა, რაჲცა არს მას შინა, მათ აღიღონ კარავი და ყოველი სამსახურებლი მისი. და იგინი ჰმსახურებდენ მას შინა, და გარემო კარავსა დაიბანაკონ და, რაჟამს აღიღებდენ კარავსა, დაჴსნენ იგი ლევიტელთა.

51და რაჟამს დაიბანაკებდეს კარავი, მათ აღმართონ იგი და სხუა, რომელი მიეახლოს, მოკუედინ.

52და დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან წესსა ზედა თჳსსა და კაცმან მთავრობასა თჳსსა ზედა ძალითურთ მათით.

53ხოლო ლევიტელთა დაიბანაკონ წინაშე უფლისა მახლობელად გარემო კარავსა წამებისასა. და არა იყოს ცოდვა შორის ძეთა ისრაჱლისათა და დაიცვან ლევიტელთა მათ ჴუმილვაჲ იგი კარავისა მის წამებისაჲ.

54და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აჰრონს, ეგრეთ ყვეს.


შემდეგი თავი