მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 12

1და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი ჰინდოჲ მოიყვანა.

2და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა.

3და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

4და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს: გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე იგი კარვად საწამებელისა.

5და გარდამოჴდა უფალი სუეტითა ღრუბლისაჲთა, და დადგა კართა წინაშე კარვისა მის საწამებელისათა და უწოდა აჰრონს და მარიამს. და განვიდეს ორნივე.

6და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას.

7ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს,

8პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა მოსესთჳს?

9და რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ ყო მათ ზედა, წარვიდეს.

10და ღრუბელი იგი განეშოვრა მიერ კარვით და, აჰა, ესერა, მარიამ განკეთრდა, ვითარცა თოვლი და მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო და

11ჰრქუა აჰრონ მოსეს: გევედრები, უფალო, ნუ მომაგებ ჩუენ ცოდვისა მისთჳს,

12რამეთუ უმეცარ ვიქმნენით და შეგცოდეთ შენ, რათა არა იყოს სწორად სიკუდილისა, ვითარცა მორყუნილი, რომელ გამოვალნ საშოჲსაგან დედისა და შეჰჭამს ზოგსა ჴორცთა მისთასა.

13და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: უფალო, გევედრები შენ, ულხინე ამას.

14და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შჳდ დღე? განჴედინ გარეშე ბანაკსა და მისსა შემდგომად შემოვედინ.

15და განჴადეს მარიამ გარეშე ბანაკსა მას შჳდ დღე. და ერი არა წარიძრა, ვიდრემდე განწმიდნა მარიამ.


წინა თავი შემდეგი თავი