მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი რიცხუთაჲ |
თავი 15 |
1ეტყოდა უფალი მოსეს, ჰრქუა: 2არქუ შენ ძეთა ისრაჱლისათა: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელ მე მიგცე თქუენ, 3ჰყოთ მრგულიად დასაწველადი უფლისა, ანუ მსხუერპლი განდიდებად შესაწირავნისა, ანუ ნებსით აღნათქუემისა, ანუ დღესასწაულთა თქუენთა ყოფად სულად სულნელად უფლისა, ანუ ზროხათაგან, ანუ ცხოვართა. 4მოართუას შემწირველმან შესაწირავი თჳსი უფალსა სამინდოჲსა მეათე გრივისა აღსუარული ზეთითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთ. 5და ღჳნო შესაწირავად მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ ჰყოთ მრგულიად დასაწველსა ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კარავსა ერთსა ჰყო ესოდენ შესაწირავად სულნელად სულნელებისად უფლისა. 6ვერძსა ოდეს ჰყოფდე მრგულიად დასაწველად, ანუ მსხუერპლად შესაწირავად სამინდოჲ ორი ათეული აღსუარული ზეთითა მესამითა ნაწილითა დორაკისაჲთა. 7და ღჳნო შესაწირავად მესამე ნაწილი შესწიროთ უფლისა, 8უკუეთუ ზროხასა ჰყოფდეთ მრგულიად დასაწველად, ანუ მსხვერპლად განდიდებად აღნათქუემისა საჴსრად უფლისა მიმართ. 9და ყოს ზუარაკსა ზედა შესაწირავად სამინდოჲ სამი ათეული აღსუარული ზეთითა ზოგითა დორაკისაჲთა. 10და ღჳნო შესაწირავად კერძო დორაკი სულნელად უფლისა. 11ესრე ყოს. 12ზუარაკსა თანა ერთსა, ანუ კრავსა ცხოვართასა, ანუ თხათასა მსგავსად რიცხუთა მათ, რომელ ჰყოთ, ესრეთ ჰყოთ ერთსა მას ზედა, ვითარცა არს რიცხჳ მათი. 13ყოველმან მკჳდრმან ყოს ესე შესაწირავად სულნელად უფლისა, უკუეთუ მოქცეული თქუენ შორის იყოს, მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, ანუ ვინ იყოს ქუეყანასა შორის ნათესავთა შინა თქუენთა. და ჰყოფდე შესაწირავსა სულად სულნელებისად უფლისა. 14ვითარცა ჰყოთ თქუენ, ესრეთ ყოს კრებულმან უფლისამან. 15სჯული ერთი იყავნ თქუენი და მოქცეულთაჲ, რომელ შემყოფი იყუნენ თანა სჯულად საუკუნოდ, იყავნ ნათესავთა თქუენთა, ვითარცა თქუენ, ეგრე მოქცეული იგი იყოს წინაშე უფლისა. სჯული ერთი იყავნ და სამართალი ერთი იყავნ თქუენ შორის. 16ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: 17ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: 18რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა შეგიყვანნე თქუენ მუნ. 19რაჟამს სჭამდეთ პურსა მის ქუეყანისასა, გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა. 20პური შესაწირავად გამოჰყოთ იგი, ვითარცა შესაწირავი კალოჲსაჲ. 21ეგრე გამოჰყოთ იგი თჳსნიერი თბეთა თქუენთაჲ და მისცეთ უფალსა შესაწირავად ნათესავთა თქუენთა. 22და რაჟამს შესცოდოთ და არა ჰყუნეთ ყოველნი მცნებანი ესე, რომელ ჰრქუა უფალმან მოსეს, 23ვითარცა ბრძანა უფალმან თქუენდამო ჴელითა მოსესითა, მიერ დღითგან, რომლითგან ბრძანა უფალმან თქუენდამო და მიმდემი ნათესავთა თქუენთა. 24იყოს თუ ვინმე თუალთაგან კრებულისათა, განვარდეს არანებსით. და ყოს ყოველმან კრებულმან ზუარაკი ერთი უბიწოჲ მრგულიად დასაწველად სულნელად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი სულად სულნელად მსგავსად ბრძანებისა და წალი თხათაგანი ერთი ცოდვისათჳს. 25და ლხინება-ყოს მღდელმან ყოვლისა ცოდვისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა, მიეტეოს მას, რამეთუ არანებსით არს და მათ მოიღეს შესაწირავი მათი მსხუერპლად უფლისა ცოდვისა მათისათჳს წინაშე უფლისა არანებსითთა მათთჳს. 26და მიეტეოს ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისსა და მოქცეულსაცა, რომელ შემოყოფილ იყოს თქუენდა, რამეთუ ყოვლისა ერისა არანებსით იყო. 27უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, შეწიროს თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვათათჳს. 28ულხინოს მღდელმან სულსა მას არანებსით შეცოდებულსა წინაშე უფლისა, ლხინება-ყოს მისთჳს. 29ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთაჲ, რომელნი შეყოფილ იყუნენ მათა, სჯული ერთი იყავნ, რომელმან ქმნეს რაჲმე არანებსით. 30და თავმან, რომელმან ქმნას ჴელითა ამპარტავანებისათა მკჳდრთაგანმან, ანუ მოქცეულმან, ღმერთი განარისხოს, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა. 31რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა. 32და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა. 33მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა. 34და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას. 35ეტყოდა უფალი მოსეს - სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა. 36და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს და ჰრქუა: 37ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: 38იქმნედ მათ ფესჳ ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა და დაახჳოთ ფესუთა მათ ზედა კიდეთასა საწვალი იაკინთისაჲ. 39და იყოს იგი თქუენდა ფესუთა მათ ზედა და იხილოთ იგი და მოგეჴსენენ ყოველნი მცნებანი უფლისანი, ჰყუნეთ იგინი და არღარა მისდრკეთ უკუანა გონებათა და თუალთა თქუენთა, რომლითა-იგი თქუენ ისიძავთ უკუანა მათსა. 40რათა მოიჴსენოთ და ჰყოთ ყოველი მცნებაჲ ჩემი, იყუნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა. 41რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ყოფად თქუენდა ღმერთად, მე უფალი ღმერთი თქუენი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |