მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 16

1იტყოდა კორე, ძე ისსარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, დათან და აბირონ, ძენი ელიაბისნი, და აჳან, ძე ფალეკისი, ძისა რუბენისი, ავნან, ძე ფალეთისი, ძისა რუბენისი.

2აღდგეს წინაშე მოსესა კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათანი ორასერგასისნი მთავარნი წოდებულნი ზრახვისანი, კაცნი სახელოვანნი.

3შეკრბეს მოსეს ზედა და აჰროს და თქუეს: გაქუნდინ თქუენ, რამეთუ ყოველი იგი კრებული წმიდა არს და მათ შორის უფალი, რაჲსათჳს აღდგომილ ხართ კრებულსა ზედა უფლისასა?

4ესმა ესე მოსეს და დავარდა პირსა ზედა თჳსსა.

5და ეტყოდა კორეს და ყოველსა კრებულსა მისსა და ჰრქუა: მოხედა და იცნა ღმერთმან, რომელნი-იგი არიან მისნი და წმიდანი მისნი და მოიყვანნა იგინი თავისა თჳსისა და, რომელნი არა გამოირჩინა, არა მოიყვანნა.

6აწ ესე ყავთ: მოიღეთ სასაკუმევლე თქუენი კორე და ყოველმან კრებულმან მისმან.

7და შთაასხთ ცეცხლი და დაასხთ მას ზედა საკუმეველი წინაშე უფლისა ხვალე; იყოს კაცი, რომელი გამოირჩიოს უფალმან. წმიდა არს იგი, კმა-იყავნ თქუენდა, ძენო ლევსნო.

8ჰრქუა მოსე კორეს: ისმინეთ ჩემი, ძენო ლევისნო.

9მცირე არს ესე თქუენდა, რამეთუ გამოგირჩინა ღმერთმან ისრაჱლისამან კრებულისაგან და მოგიყვანნა თქუენ თავისა თჳსისა მსახურებად მსახურებასა კარვისა უფლისასა და წარდგომად წინაშე კრებულისა და მსახურებად მისა.

10მოგიყვანა შენ და ყოველნი ძმანი შენნი, ძენი ლევისნი, შენ თანა და გნებავს კუალად მღდელობაჲ.

11ესრეთ შენ და კრებულსა შენსა, რომელნი შეკრებულ ხართ ღმრთისა ზედა და აჰრონ ვინ არს, რამეთუ სდრტვინავთ მისთჳს?

12და მიავლინა მოსე მოწოდებად დათანისა და აბირონისა, ძეთა ელიაბისთა, და თქუეს: არა მივალთ.

13ნუ მცირე არს ესე, რამეთუ შემიყვანენ ჩუენ ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა მოსრვად ჩუენდა უდაბნოსა ამას, რამეთუ გუმთავრობ ჩუენ? შენ ხარ მთავარ.

14ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა შემიყვანენ ჩუენ და მომეც ჩუენ ნაწილები აგარაკთაჲ და საყურძენთაჲ, თუალნი მათ კაცთანი აღმოჰჴდეს, არა აღვალთ. და დამძიმდა

15სულმოკლებითა ფრიად მოსე და ჰრქუა უფალსა: ნუ მოჰხედავ შესაწირავთა მათსა, რამეთუ არა ვისი მათგანისაჲ გულისსათქმელი რაჲმე მოვიღე, არცა ბოროტი ვისმე უყავ მათ.

16და ჰრქუა მოსე კორეს: წმიდა-ყავ კრებული შენი და იყვენით თქვენ მზა წინაშე უფლისა, შენ და იგინი და აჰრონ ხვალისა;

17და მოიღეთ კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და დაასხთ მას ზედა საკმეველი და მოიღეთ წინაშე უფლისა კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი ორასერგასისი საცეცხური, შენ და აჰრონ თჳთოეულმან სასაკმევლე თჳსი.

18და მოიღო კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და შთაასხეს მას ცეცხლი, და დაასხეს საკუმეველი და დადვეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა მოსე და აჰრონ.

19და შეკრიბნა მათ თანა კორე ყოველნი კრებულნი თჳსნი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა ყოველსა მას ზედა კრებულსა.

20და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

21გამოეშორენით შორის კრებულისა მაგის და აღვჴოცნე იგინი ერთბამად.

22და დავარდეს წინაშე უფლისა მოსე და აჰრონ და თქუეს: უფალო, ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო, უკეთუ ერთმან კაცმან ცოდა, ყოველსა ზედა კრებულსა იყოსა რისხვაჲ უფლისა?

23და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

24ეტყოდე კრებულსა მაგას და არქუ: განეშორენით გარემო კრებულისა მაგისგან კორესისა და დათანისა და აბირონისა.

25და აღდგა მოსე და მივიდა დათანისა და აბირონისა და მივიდეს მის თანა ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი.

26და ეტყოდა კრებულსა და ჰრქუა: გამოეშოვრენით კარავთა მაგათგან კაცთა ფიცხელთასა და ნუ შეეხებით ყოველსავე, რომელ-რაჲ არს მათი, ნუუკუე წარსწყმდეთ ცოდვათა მათთა თანა.

27და გამოეშოვრნეს გარემო კარავთა მათ კორესთა და გამოვიდეს დათან და აბირონ, დადგეს კართა თანა კარვისა მათისათა ცოლნი მათნი, და შვილნი მათნი და ყოველი ჭურჭერი მათი.

28და ჰრქუა მოსე: ამით სცნათ, რამეთუ უფალმან მომავლინა მე საქმედ ყოველსა მას საქმესა და არა თავით ჩემით.

29უკუეთუ სიკუდილისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოწყდენ ესენი, გინა თუ მოხედვისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოხედვა იყოს მათა, არა უფალმან მომავლინა მე,

30არამედ საოცრად აჩუენოს უფალმან და განაღოს ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქნეს იგინი. და სახლნი მაგათნი და საყოფელნი მაგათნი და ყოველი, რაოდენი არს მაგათი და შთაჴდენ ყოველნი ჯოჯოხეთად და სცნათ, რამეთუ განარისხეს კაცთა ამათ უფალი.

31და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად ყიველთა ამათ სიტყუათა,

32განსთქდა ქუეყანა ქუეშე მათსა და განეღო ქუეყანა

33და შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, რომელნი იყუნეს კორეს თანა და ყოველი საცხოვარი მათი და ყოველივე, რაჲცა იყო მათი ცხოველნი ჯოჯოხეთა. და დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს იგინი შორის კრებულისა მის.

34და ყოველი ისრაჱლი ივლტოდა გარემო ჴმისაგან მათისა, რამეთუ თქუეს: ნუუკუე ჩუენცა შთამნთქმნეს ქუეყანამან.

35და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შეჭამნა ორასერგასისნი იგი კაცნი, რომელთა მოაქუნდა საკუმეველი.


წინა თავი შემდეგი თავი