მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 18

1და ეტყოდა უფალი და ჰრქუა აჰრონს: შენ და ძენი შენნი და სახლი მამისა შენისაჲ შენ თანა მოიღებდით ცოდვასა წმიდათასა და შენ და ძენი შენნი მოიღებდით ცოდვასა მღდელობისა თქუენისასა.

2და ძმანი შენნი, ტოჰმი ლევისი, გუნდი მამისა შენისაჲ, მიიყვანე თავისა შენისა და შეგიძინედ შენ და ძენი შენნი შენ თანა წინაშე კარავსა მას წამებისა.

3და სცვიდენ საცოსა მას შენსა და საცოსა მას კარვისა საწამებელისასა. გარნა ჭურჭელსა წმიდასა და საკურთხეველსა არა მოუჴდენ, და რათა არა მოწყდენ ესენი

4და თქუენ, და შემოგეძინენ შენ და სცვიდენ საცოსა მას კარვისა საწამებელისასა ყოვლისა მისებრ მსახურებისა მის კარვისაჲსა. და სხუაჲ ნათესავი არა მოვიდეს შენდა.

5და სცევდით საცოსა მას წმიდასა და საცოსა მას საკურთხეველისსა. და არღარა იყოს რისხვაჲ ძეთა ზედა ისრაჱლისათა.

6და მე მოვიყვანენ ძმანი შენნი ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, მოცემით მოცემულ არიან უფალსა მსახურებად მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა.

7შენ და ძეთა შენთა შენ თანა დაიმარხეთ მღდელობაჲ თქუენი ყოვლისაებრ წმიდისა საკურთხეველისა და შინაგან კრეტსაბმელისა და ჰმსახურებდით მსახურებასა მოცემულისა მღდელობისა თქუენისასა. და უცხოთესლი იგი, რომელი შეეხოს მას, მოკუდეს.

8და ეტყოდა უფალი აჰრონს: და, აჰა, ეგერა, მიგეც თქუენ საცავი იგი პირველ ნაყოფთა ჩემთაჲ ყოველთაგან განწმედილთა ჩემდამო ძეთაგან ისრაჱლისათა, შენ მიგეც იგი სიბერედ და ძეთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ.

9და ესე იყოს თქვენდა განწმედილთაგან წმიდათა ნაყოფთა ყოველთაგან შესაწირავთა მათთა და ყოველთაგან მსხუერპლთა მათთა, და ყოვლისაგან ბრალისა მათისა და ყოვლისაგან ცოდვისა მათისა, რაოდენ მომცენ მე, ყოველთაგანი სიწმიდეთაჲ შენდა იყოს და ძეთა შენთა.

10წმიდათა შინა წმიდათასა ჰჭამდეთ მას. ყოველმან წულმან ჭამოს იგი, შენ და ძეთა შენთა. წმიდა იყოს ესე შენდა.

11და ესე იყოს თქუენდა ნაყოფად მიცემულთა მათთა ყოველთაგან დასადებელთა ძეთა ისრაჱლისათა. შენ მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას.

12და ყოველი შესაწირავი ზეთისაჲ და ყოველი შესაწირავი ღჳნისაჲ და შესაწირავი იფქლისაჲ, რაოდენიცა მოსცენ უფალსა, შენ მიგეც იგი.

13პირველი ნაყოფი ყოველი, რაოდენიცა იყოს ქუეყანასა მათსა, რაოდენი მოართუან უფალსა, შენდა იყოს, ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას.

14ყოველივე შეწირული ძეთა ისრაჱლისათაჲ შენდა იყოს.

15და ყოველმან, რომელმან გააღოს საშოჲ ყოვლისაგან ჴორციელისამან, რომელი მოართუან უფალსა კაცითგან ვიდრე პირუტყუადმდე, შენდა იყოს, არამედ ჴსნით იჴსნე ყოველი პირმშოჲ კაცთაჲ და ყოველი პირმშოჲ პირუტყუთა არაწმიდათაჲ იჴსნე.

16და ჴსნაჲ მისი - თთჳთგანი. და სასყიდელი მისი ხუთი სიკილაჲ სიკილითა მით წმიდითა ოცი დანგი არს.

17გარნა პირმშოჲ ზროხათაჲ და პირმშოჲ ცხოვართაჲ და თხათაჲ არა იჴსნე, რამეთუ წმიდა არიან და სისხლი მათი მოაპკურო გარემო საკურთხეველსა სულად სულნელად უფლისა.

18და ჴორცი იგი იყოს შენდა და მკერდი იგი დასადებელი და მჴარი მარჯუენე შენდა იყოს.

19ყოველი შესაწირავი წმიდათაგანი, რაოდენი შეწირონ ძეთა ისრაჱლისათა უფლისა, შენ მიგეც იგი, ძეთა შენთა და ასულთა შენთა, შენ თანა შჯულად საუკუნოდ აღნათქუემად მარილისა საუკუნისა არს წინაშე უფლისა, შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

20და ეტყოდა უფალი აჰრონს: ქუეყანაჲ მათი არა დაიმკჳდრო და ნაწილი არა იყოს მათ შორის შენი, რამეთუ ნაწილი შენი და სამკჳდრებელი შენი შორის ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა ლევისთა.

21აჰა, ეგერა, მივეც ყოველი ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ ნაწილად მსახურებისა მათისა წილ, რომელსა იგინი ჰმსახურებდენ კარავსა მას წამებისსა.

22და არღარა მოუჴდენ მსახურებად ძენი ისრაჱლისანი კარავსა მას წამებისასა მიღებად ცოდვისა მაკუდინებელისა.

23და ჰმსახურებდეს ლევიტელი იგი მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა და მათ მოიხუნენ ცოდვანი მათნი შჯულად საუკუნოდ ნათესავსა მათსა შორის ძეთა ისრაჱლისათა, არა დაიმკჳდროს სამკჳდრებელი.

24რამეთუ ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რაოდენ-რაჲ განუჩემონ უფალსა, განჩემებული იგი მივეც ლევიტელთა სამკჳდრებელად. ამისთჳს ვარქუ მათ: შორის ძეთა ისრაჱლისათა არა დაიმკჳდრონ სამკჳდრებელი.

25და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

26და ლევიტელთა მათ ეტყოდე და არქუ: უკუეთუ მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა ათეული, რომელი მიგეც თქუენ მათგან ნაწილად და აღიღეთ თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისა ათეული ათეულისაგან.

27და შეგერაცხოს თქვენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოჲსაგან და ვითარცა შესაწირავი საწნახელისაჲ.

28ეგრეთ შესწირით თქუენცა შესაწირავთაგან უფლისათა ყოველთაგან ათეულთა თქუენთა, რაოდენი მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა და მიეცით მისგანი შესაწირავად უფლისა აჰრონს მღდელსა.

30ყოველთაგან მოცემულთა თქუენდა შესწირეთ შესაწირავად უფლისა ყოველთაგან ნაყოფთა განწმედილთა მათგან.

31და არქუ მათ, რაჟამს შესწირვიდეთ პირველ ნაყოფსა მისგან და შეერაცხოს ლევიტელთა მათ, ვითარცა ნაყოფი კალოჲსაჲ და საწნახელისაჲ.

32და ჰსჭამდეთ მას ყოველსა ადგილსა თქუენ და სახლეულნი თქუენნი, რამეთუ სასყიდელ თქუენდა ესე იყოს მსახურებათა მათ თქუენთა წილ კარავსა მას წამებისასა.

33და არა მოიღოთ ცოდვაჲ მისთჳს, ოდეს შესწიროდით პირველი ნაყოფისა მისგან და სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისთაჲ არა შეაგინოთ, რათა არა მოსწყდეთ.


წინა თავი შემდეგი თავი