მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი რიცხუთაჲ |
თავი 19 |
1და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: 2ესე არს ბრძანებაჲ შჯულისაჲ, რაოდენი ბრძანა უფალმან და თქუა: ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და მოგგუარედ შენ დიაკეული წითელი უბიწოჲ, რომლისა თანა არა იყოს ბიწი და არა დადებულ მას ზედა უღელი. 3და მისცენ იგინი ელიაზარს მღდელსა. და განიბან იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და დაკლან იგი წინაშე მისა. 4და მოიღოს ელიაზარ სისხლისაგან მისისა და აპკუროს იგი წინაშე კარვისა მის საწამებელისასა სისხლისა მისისაგან შჳდგზის. 5და დაწვან იგი მის წინაშე, და ტყავი მისი, და ჴორცი მისი, და სისხლი იგი მისი ფუშნიერითურთ მისით დაიწუეს. 6და მოიღოს მღდელმან ძელი ნაძჳსაჲ და უსუპი და მატყლი მეწამული. და შთადვან იგი შუვა დამწვასა მას დიაკეულისასა. 7და განირცხეს სამოსელი მღდელმან მან და დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა და ამისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და არაწმიდა იყოს მღდელი იგი მწუხრადმდე. 8და რომელმან დაწუას იგი, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანონ გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე. 9და შეკრიბოს კაცმან წმიდამან ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და დაასხას იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და იყოს კრებულისა მის ძეთა ისრაჱლისათა დასამარხავად წყალი პკურებისაჲ, განწმედა არს. 10და განიბანოს გუამი თჳსი, რომელმან შეკრიბოს ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და განირცხეს სამოსელი თჳსი. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და იყოს იგი კრებულისათჳს ძეთა ისრაჱლისათა და მწირთა მათთჳს, რომელი მოსრულ იყოს მათ შჯულად საუკუნოდ. 11და რომელი შეეხოს მკუდარსა ყოვლისა სულისასა, ანუ კაცისასა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. 12ესე განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა. და წმიდა იყოს, უკუეთუ არა განწმიდნეს დღესა მესამესა. და დღესა მეშჳდესა არა იყოს წმიდა. 13ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა სულითგან კაცისათა, უკუეთუ მო-ვინმე-კუდეს და არა განწმიდნეს, კარავი უფლისა შეაგინა, შეიმუსრო სული სული იგი ისრაჱლისაგან, რამეთუ წყალი იგი პკურებისაჲ არა ეპკურა მას, არაწმიდა იყოს, რამეთუ არაწმიდებაჲ მისი მის ზედა იყოს. 14და ესე შჯული არს, უკუეთუ მოკუდეს კაცი სახლსა შინა, ყოველი, რომელი შევიდეს სახლსა მას და ყოველი, რომელიცა-რაჲ იყოს სახლსა მას შინა, არაწმიდა იყოს შჳდ დღე. 15და ყოველი ჭურჭელი ურქველი, რომელსა არა იყოს სარქველი დაკრულ მას ზედა, არაწმიდა იყოს. 16და ყოველი, რომელი შეეხოს პირსა ყრმისა წულისასა გინა მკუდრისა ძვალსა კაცისასა, გინა საფლავსა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. 17და მოართუან არაწმიდასა მას ნაცრისა მისგან, დამწურისა მისგან განსაწმედელისა და დაასხან მას ზედა წყალი ცხოველი ჭურჭერსა შიდა. 18და მოიღონ უსუპი და დააწოს წყალსა მას კაცმან წმიდამან და აპკუროს სახლსა მას და ჭურჭელთა ზედა და სულთა ზედა, რავდენ იყუნენ მუნ და შეხებულთა მათ ზედა ძვალთა კაცისასა, გინა თუ სამოსელსა მკუდრისასა, გინა თუ სამარესა. 19და აპკუროს წმიდამან არაწმიდასა მას დღესა მესამესა და განწმიდნეს დღესა მეშჳდესა და განირცხას სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა. და არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. 20და კაცი, რომელი შეიგინოს და არა განწმიდნეს, აღიჴოცოს სული იგი კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ წმიდანი უფლისანი შეაგინნა და წყალი პკურებისაჲ არა დაეპკურა მას ზედა, არაწმიდა არს იგი. 21და იყავნ თქუენდა შჯულად საუკუნოდ ესე. და რომელმან ასხუროს წყალი იგი პკურებისაჲ, განირცხას სამოსელი თჳსი და, რომელი შეეხოს წყალსა მას პკურებისასა, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. 22და ყოველსა, რომელსა შეეხოს არაწმიდაჲ იგი, არაწმიდა იყოს და სული, რომელი შეეხოს, არაწმიდა იყოს მიმწუხრადმდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |