მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 20

1და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი უდაბნოდ სინად თთუესა პირველსა. და დაადგრა ერი იგი კადეს და აღესრულა მარიამ და დაეფლა იგი მუნ.

2და არა იყო წყალი კრებულსა მას და შეკრბეს მოსეს ზედა და აჰრონისა.

3და იწყეს ძჳრის-სიტყუად ერმან მან მოსეს ზედა და თქუეს: შჯობდა, მო-ღამცა-ვკუედით წარწყმედასა მას ძმათა ჩუენთასა წინაშე უფლისა.

4და რაჲსათჳს აღმოიყვანეთ კრებული ესე უფლისა უდაბნოსა ამას მოსრვად ჩუენდა და საცხოვრისა ჩუენისა?

5და რაჲსათჳს ჰყავთ ესე? აღმოგჳყვანენ ჩუენ ვგჳპტით მოსრვად ადგილსა ამას ბოროტსა? ადგილი, რომელ არა ითესვის, არცა არს ლეღჳ, არცა ვენაჴი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სასმელად.

6და მოვიდა მოსე და აჰრონ პირისაგან კრებულისაჲსა კარად კარვისა საწამებელისად და დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა მათ ზედა.

7და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

8მოიღე კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული შენ და აჰრონ, ძმამან შენმან, და არქუთ კლდესა წინაშე მათსა, და გამოსცეს წყალი და გამოუდინოს მათ წყალი კლდისაგან და ასუას კრებულსა ამას და საცხოვარსა მათსა.

9და მოიღო მოსე კუერთხი იგი, რომელ იყო წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან.

10და შეკრიბეს მოსე და აჰრონ კრებული იგი წინაშე კლდესა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, კლდისაგან ნუ ამის გამოგიდინოთ თქუენ წყალი.

11და აღყო მოსე ჴელი თჳსი და სცა კლდესა მას კუერთხითა მით ორგზის და გამოჴდა წყალი ფრიად, და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან.

12და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არა გრწმენა თქუენ ჩემი წმიდა-ყოფად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ამისთჳს არა შეიყვანოთ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელ მივეც მათ.

13ესე არს წყალი ცილობისა, რამეთუ მაცილობელ იქმნეს ძენი ისრაჱლისანი წინაშე უფლისა და წმიდაჲ იქმნა მათ შორის.

14და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფესა ედომელთაჲსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს ძმაჲ შენი ისრაჱლი: შენ უწყი ყოველი შრომაჲ, რომელმან გუპოვნა ჩუენ.

15და შთავიდეს მამანი ჩუენნი ეგჳპტედ და ვსხემობდით ეგჳტეს შინა მრავალ დღე, გუბრძოდეს ჩუენ ეგჳპტელნი და მამათა ჩუენთა.

16და ჴმა-ვყავით უფლისა მიმართ. და ისმინა უფალმან ჴმისა ჩუენისა და მოავლინა ანგელოზი და გამოგჳყვანა ჩუენ ეგჳპტით. და აწ ვართ კადეს შინა ქალაქსა, ერთკერძო საზღვართა შენთასა.

17გზა-გუეც განსლვად ქუეყანით შენით, არა განვიდეთ ყანობირსა შენსა, არცა ვენაჴებსა შენსა, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ, გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ, არა მივაქციოთ მარჯულ, არცა მარცხლ გარდასლვადმდე საზღუართა შენთა.

18და ჰრქუა მათ ედომ: ვერ განხჳდეთ ჩემით, უკუეთუ არა ბრძოლით განგიჴდე შემთხუევად შენდა.

19და ჰრქუეს მას ძეთა ისრაჱლისათა: მთის პირი წარვლოთ, უკუეთუ ვსუათ წყალი შენი მე და საცხოვარმან, მიგცეთ შენ სასყიდელი, ხოლო საქმე ესე არა რაჲ არს, მთის პირი წარვლოთ.

20ხოლო მან თქუა: ვერ განხჳდეთ ჩემით. და გამოჴდა ედომი შემთხუევად მისა ერითა დიდითა და ჴელითა მტკიცითა.

21და არა ჯერ-იჩინა ედომმან გზის-ცემაჲ ისრაჱლისა საზღვარით თჳსით.

22და მიაქცია ისრაჱლმან მისგან. და იძრნეს კადეთ და მივიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი ორდ მთად.

23და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ორს მთასა შინა, საზღვართა ზედა ედომისათა, და თქუა:

24შეეძინენ აჰრონ ერსა თჳსსა, რამეთუ ვერ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ მივეც ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ განმარისხეთ მე წყალსა მას ზედა ცილობისასა.

25წარიყვანე აჰრონ და ელიაზარ, ძე მისი, და აღიყვანენ იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა.

26და გასძარცუე აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსე ელიაზარს, ძესა მისსა, და აჰრონ შეეძინენ და მოკუედინ მუნ.

27და ყო მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან და აღიყვანნა იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა.

28და გასძარცვა აჰრონს სამოსელი თჳსი და შეჰმოსა იგი ელიაზარს, ძესა მისსა.

29და მოკუდა აჰრონ თავსა ზედა მის მთისასა. და გარდამოჴდა მოსე და ელიაზარ მთით.

30და იხილა ყოველმან კრებულმან, რამეთუ ჯმნულ იყო აჰრონ და სტიროდეს აჰრონს ოცდაათ დღე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი