მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 21

1და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი.

2და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა, შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი.

3და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი - „შეჩუენებულ“.

4და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა.

5და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი?

6და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ.

7და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს.

8და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს.

9და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის.

10და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა.

11და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ.

12მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა.

13მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა, რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა.

14ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი მოწუა და ჴევნი არნონისანი.

15და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა მოაბისათა.

16და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად.

17მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა. წინამძღუართა მისთა თხარეს

18ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ.

19და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ,

20და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა.

21და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა.

22და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა.

23და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა.

24და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე, რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ.

25და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა მოსაზღურეთა მისთა.

26რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე.

27ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი.

28რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი.

29ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი.

30და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა.

31ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა.

32და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.

33და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს.

34და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს შინა.

35და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი.


წინა თავი შემდეგი თავი