მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი რიცხუთაჲ |
თავი 22 |
1და იძრნეს ძენი ისრაჱლისნი და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო. 2და იხილა ბალაკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაჲცა-იგი უყო ისრაჱლმან ამორეველსა. 3და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყუნეს და ზარ-ჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა. 4და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ. 5და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. 6და აწ მოვედ და წყევე ერი ესე, რამეთუ უძლიერეს არს ესე ჩემსა. უძლოთ ხოლო თუ მოსრვად მათგანთა და განვასხნეთ იგინი ქუეყანით, რამეთუ უწყი, რომელნი აკურთხნი შენ, კურთხეულ არიედ და, რომელნი სწყევნი შენ, წყეულ არიედ. 7და წარვიდეს მოხუცებულნი მადიამისანი და სამისნველნი ჴელთა შინა მათთა. და მოვიდეს ბალაამისსა და უთხრნეს მას სიტყუანი ბალააკისანი. 8და ჰრქუა მათ: დაადგერით მწუხრად და მიგეთხრას თქუენ საქმე, რომელ თქვას უფალმან ჩემდამო. და იყუნეს მთავარნი იგი მოაბისანი ბალაამის თანა. 9და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას: ვინ არიან კაცნი ესე შენსა? 10და ჰრქუა ბალაამ ღმერთსა: ბალააკ, ძემან სეფორისმან, მეფემან მოაბისმან, მოავლინნა იგინი ჩემდა და თქუა: 11აჰა, ესერა, ერი გამოსრულ არს ეგჳპტით და დაუფარავს პირი ქუეყანისაჲ და, ესერა, დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. და აწ მოვედ და სწყევე მას, უძლო ხოლო თუ მოსრვად. 12და ჰრქუა ღმერთმან ბალამს: არა შეხჳდე მათ თანა, არცაღა სწყეო ერი იგი, რამეთუ კურთხეულ არს. 13და აღდგა ბალაამ განთიად, ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, არა მიფლო მე ღმერთმან შესლვად თქუენ თანა. 14და აღდგეს მთავარნი იგი მოაბისანი და მივიდეს ბალაკისა და ჰრქუეს: არა ჰნებავს ბალაამს მოსლვად ჩუენ თანა. 15და შესძინა მერმე ბალაკ მივლინებად მთავარნი უმრავლესნი და უპატიოსნესნი ამათსა. 16და მოვიდეს ბალაამისსა და ჰრქუეს მას: ესრე იტყჳს ბალაკ, ძე სეფორისი, გლოცავ შენ, ნუ გცონის მოსლვად ჩემდა. 17რამეთუ პატიოსნად გადიდო შენ, და რაჲცა მრქუა, ვყო შენ თანა, გარნა მოვედ და წყევე ერი ესე. 18და მიუგო ბალაამ და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: მო-თუ-მცეს მე ბალაკ სახლი თჳსი სავსე ოქროჲთა და ვეცხლითა ვერ შემძლებელ ვარ, გარდასლვად სიტყუასა უფლისა ღმრთისასა, დამცირებად მისა, ანუ განდიდებად გულსა შინა ჩემსა. 19და აწ იყვენით თქუენცა ღამესა ამას და გულისხმა-ვყო, რაჲ შესძინოს უფალმან სიტყუად ჩემდამო. 20და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა ღამე და ჰრქუა მას: ხადილდ თუ შენდა მოსრულ არიან კაცნი ესე, აღდეგ და მივედ მათ თანა და სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესრე ჰყო. 21და აღდგა ბალაამ განთიად და დაასხნა ვირსა თჳსსა და წარვიდა მთავართა თანა მოაბისათა. 22და განრისხნა გულისწყრომით ღმერთი, რამეთუ მივიდა იგი. და დადგა ანგელოზი ღმრთისა დაბრკოლებად მისა. და იგი აღმჴედრებულ იყო ვირსა ზედა მისსა და ორნი ყრმანი მისნი მის თანა. 23და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე გზასა ზედა და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა, და მიიქცია ვირმან მან გზისაგან და ვიდოდა ველსა და სცა ვირსა მას კუერთხითა მოქცევად იგი გზად. 24და დადგა ანგელოზი იგი ღმრთისა ფოლოცთა ვენაჴისათა, იყო ღობე ერთკერძო და ღობე ერთკერძო. 25და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა, და მიიდრიკებოდა იგი ღობესა მას, და მოჰქლიშა ფერჴი ბალამისი და შესძინა მერმე გუემად მისა. 26და შესძინა მერმე ანგელოზმან მან ღმრთისამან და მივიდა და დადგა გზასა იწროსა, რომელსა ვერ იყო მისაქცეველ მარჯულ, ვერცა მარცხლ. 27და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისა და დაჯდა ქუეშე ბალაამისსა. და განრისხნა ბალამ და სცემდა ვირსა მას კუერთხითა. 28და განუღო ღმერთმან პირი მას ვირსა და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე? ესე სამგზის ყო. 29და ჰრქუა ბალაამ ვირსა მას: რამეთუ დამიწუნე მე და, თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, მუნთქუსვემცა დაგურიმე შენ. 30და ჰრქუა ვირმან მან ბალაამს: არა მე ვირი იგი შენი ვარა, რომელ ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან მოდღენდელად დღედმდე? ანუ შეურაცხებით შეურაცხ-გყავ სადამე შენ? ხთლო მან თქუა: არა. 31და განუხუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე წინაშე ვირისა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა, დადრკა და თაყუანის-სცა პირითა. 32და ჰრქუა მას ანგელოზმან მან ღმრათსამან: რად ეც ვირსა მაგას შენსა ესე სამგზის? და, აჰა, ესერა, მე გამოსრულ ვარ დაყდუნებად შენდა, რამეთუ არა მართალ არს გზაჲ ეგე შენი წინაშე ჩემსა. 33და მიხილა მე ვირმან მაგან და მიაქცია ჩემგან ესე სამგზის. და თუმცა არა მიმრიდა მე ესე სამგზის, აწ შენმცა მოგკალ და ესემცა განვარინე. 34და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა მას: უფალო, ვსცოდე, რამეთუ არა უწყოდე, რამეთუ შენ სდეგ გზასა ზედა დაყდუნებად ჩემდა, და აწ არა თუ გთნავს შენ, უკუნვიქცე. 35და ჰრქუა ანგელოზმან ღმრთისამან ბალაამს: მივედ კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესე იკრძალე სიტყუად. და წარვიდა ბალამ მთავართა თანა ბალაკისთა. 36და ესმა ბალაკს, ვითარმედ მოვალს ბალამ. გამოვიდა წინამიგებებად მისა ქალაქად მოაბსა, რომელ არს საზღუართა ზედა აჰრონისთა, რომელ არს კიდეთა საზღუარისათა. 37და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: არა მიგივლინენა ხადიდ შენდა, რასათჳს არა მოხჳდოდე, ანუ ნანდჳლ, ვერ შემძლებელ ვარ პატივის-ყოფად შენდა. 38და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: აჰა, ესერა, მოვალ შენდა. აწ შემძლებელ მე რაჲ ვიწყო სიტყუად რაჲსამე, გინა სიტყუაჲ, რომელ მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა. 39და მივიდა ბალაამ ბალააკის თანა და მოვიდეს ქალაქთა ბალააკისთა. 40და დაწყჳდა ბალაკ ცხოვარი და ზროხაჲ და მიუძღუანა ბალაამს და მთავართა, რომელ იყუნეს მის თანა. 41და იყო განთიად, წარიყვანა ბალაკ ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბაალისსა და უჩუენა მას მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |