მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 23

1და ჰრქუა ბალამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი.

2და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზურაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.

3და ჰრქუა ბალაამ ბალააკს. დადეგ მსხუერპსა ზედა შენსა და წარვიდე. გამო-ძი-მე-ცხადოს მე ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელ გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალაკ შესაწირავსა ზედა მისსა და ბალაამ მივიდა კითხვად ღმრთისა და მივიდა მართლ.

4და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა მას ბალაამ: შჳდნი ბომონნი დამიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა ზედა.

5და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისსა და ესრე თქუ.

6და მოიქცა მისა, ხოლო იგი დგა მრგულიად დასაწველთა ზედა მისთა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა.

7და იყო სული ღმრთისა მის თანა და აღიღო იგავი იგი თჳსი და თქუა: შუვამდინარით მომხადა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მთათაგან აღმოსავალთაჲთ და თქუა: მოვედ და სწყევე იაკობი, და მოვედ და წყევე ისრაჱლი.

8რაჲ ვსწყევო, რომელსა არა სწყევე უფალი, ანუ რათა დავწყეო, რომელ არა უწყევიეს ღმერთსა?

9არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი და ბორცუთაგან განვიცადო იგი. აჰა, ესერა, ერი მარტოჲ დაეშენოს და შორის წარმართთა არა შეირაცხოს.

10ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.

11და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაჲ მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და, აჰა, ესვრა, აკურთხე კურთხევით?

12და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, ვითარმედ რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?

13და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ მერმეცა ჩემ თანა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო. ხოლო ყოველი არა იხილო და დაწყევე იგი მიერ.

14და წარიყვანა იგი აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად. და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.

15და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა ამას ზედა შენსა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.

16და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე თქუა.

17და მოიქცა მისა, სადა-იგი დგა მრგუალიად დასაწველსა ზედა მისსა და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას ბალაკ: რაჲ გრქუა უფალმან?

18და აღიღო იგავი იგი თჳსი და ჰრქუა: აღდეგ, ბალაკ, და ისმინე, ყურად-იღე მოწამემან ძემან სეფორისმან.

19არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძე კაცისაჲ რიცხვად. შენ სთქუ: არა ყოს, თქჳს და არა დაადგრის.

20აჰა, ესერა, კურთხევად მიწყიეს, ვაკურთხო და არა მოვაქციო.

21არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა, არცა იხილო სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა და დიდებულნი მთავართანი შორის მისსა.

22ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მის.

23რამეთუ არა არს ზმნა შორის იაკობსა, არცა მისნობა შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.

24აჰა, ესერა, მან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბედღუენდეს, არა დაიძინოს ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.

25და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას, ნუცა კურთხევით აკურთხევ.

26და მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდე შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას ღმერთმან, ესე ვყო.

27და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო შენ ადგილსა სხუასა, სთნდეს ხოლო თუ ღმერასა, და დაწყევე იგი მიერ.

28და წარიყვანა ბალაკ ბალაამი თავსა ზედა ფუგორისასა, რომელ მიაწევს უდაბნოდ.

29და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდ ზუარაკი და ვერძი.

30და ყო ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი