მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 25

1და დაიბანაკა ისრაჱლმან სატინს ასულთა თანა მოაბელთა.

2და ხადეს მათ ნაგებთა ზედა კერპთა მათთასა და ჭამა ერმან მან ნაზორევთა მათთაჲ და თაყუანი-სცეს კერპთა მათთა.

3და შეეჩუენა ისრაჱლი ბეელფეგორს და განრისხნა უფალი გულისწყრომით ისრაჱლსა ზედა.

4და ჰრქუა უფალმან მოსეს: მოიყვანენ ყოველნი მთავარნი ერისანი და განაქიქენ იგინი უფლისა მიერ წინაშე მზესა და უკუნიქცეს რისხვაჲ იგი გულისწყრომისა უფლისა ისრაჱლისაგან.

5და ჰრქუა მოსე ნათესავთა ისრაჱლისათა: მოკალნ კაცად-კაცადმან სახლეული თჳსი, რომელ შეჩუენებულ არს ბეელფეგორისა.

6და აჰა, ესერა, კაცი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოვიდა, მიიყვანა ძმაჲ თჳსი მადიანიტელისა წინაშე მოსესა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა, ხოლო იგინი ტიროდეს წინაშე კართა კარვისა მის საწამებელთაჲსა.

7და იხილა ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, და აღდგა იგი შორის კრებულსა, მოიღო ლახუარი ჴელთა.

8და შევიდა უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი: კაცი იგი ისრაიტელი და დედაკაცი იგი საშოჲთ მისით. და დასცხრა გუემაჲ იგი ძეთაგან ისრაჱლისათაჲსა.

9და იყუნეს მოსრულნი გუემასა მას შინა ოცდაოთხ ათას.

10და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

11ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაჱლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრაჱლისანი შურსა შინა ჩემსა.

12ესრე არქუ:

13აჰა, ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშჳდობისასა და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმა მღდელობისაჲ საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისა და ლხინება-ყო ძეთათჳს ისრაჱლისათა.

14ხოლო სახელი კაცისა მის ისრაიტელისაჲ მის, რომელ მოკუდა მადიანიტელისა თანა, ზამბრი, ძე სალომისი, მთავარი სახლისა ტომისა სჳმეონისი.

15და სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაჲ, მადიანიტელისაჲ - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაჲ არს.

16და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

17ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ემტერენით მადიამელთა და მოსრენით იგინი.

18რამეთუ გემტერებიან თქუენ იგინი ზაკჳთ, რავდენსა გზაკვენ იგინი თქუენ ფოგორისთჳს და ქაზბისთჳს, ასულისა მთავრისა მადიამელისა, დისს მათისათჳს, რომელ მოკუდა დღესა მას გუემისა ფოგორისთჳს.


წინა თავი შემდეგი თავი