მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი რიცხუთაჲ |
თავი 26 |
1და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა: 2იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა. 3და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა: 4ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით, 5რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი. 6ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი. 7ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ. 8და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ. 9და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს. 10და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ. 11ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს. 12და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი: 13ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი, 14ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას. 15ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი. 16აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი. 17ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი. 18ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა: 19ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. 20და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი. 21და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი. 22ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას. 23და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი. 24იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი. 25ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც. 26ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი. 27ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას. 28ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ. 29ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი. 30და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი. 31სჳქემ, დასი სჳქემისი. 32სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი. 33და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. 34ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას. 35და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი. 36ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი. 37ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა. 38ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი, იაქირამ, დასი იაქირამისი. 39სოფამ, დასი სოფამისი. 40და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი. 41ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას და ექუსას. 42და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად მათა. 43ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას. 44ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი, ბარია, დასი ბარიაჲსი. 45ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი. 46და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა. 47ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას. 48... სი გავნი, დასი გავნისი, 49იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი. 50ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას. 51ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ. 52და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: 53ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით. 54უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ სამკჳდრებელი იგი. 55წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ. 56წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა. 57და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი კაათისი, მერარი, დასი მერარისი. 58ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ შვა ამრამ. 59და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი. 60და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ. 61და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა უდაბნოსა ზედა. 62და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ, რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა. 63რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო. 64და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა. 65და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |