მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 31

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო ერსა შენსა.

3და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა.

4ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა.

5და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად.

6და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა.

7და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და მოსრეს ყოველი მამაკაცი.

8და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა.

9და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს.

10და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა.

11და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე.

12და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა იერირქოჲთ კერძო.

13და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა.

14და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ.

15და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ?

16რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.

17და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ.

18და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი.

19და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი, რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი.

20და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ.

21და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს.

22გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა.

23ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა, შევიდეს იგი წყალსა.

24და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად.

25და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

26მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა კრებულისათა.

27და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა.

28და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი.

29და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა თავსნიერი უფლისა.

30და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა შინა უფლისასა.

31და ყო მოსე და ელიაზარ მღდელმან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

32და იყო წარმონაღები იგი ნატყუენავისაჲ, რომელ წარმოიღეს კაცთა მათ ბრძოლთა - ცხოვარი ექუსასი ათასი და სამეოცდაათხუთმეტ ათასი.

33და ზროხაჲ სამეოცდაათოთხმეტ ათასი.

34და ვირები სამეოცდაერთ ათასი.

35და სულები კაცთაჲ დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველი სულები - ოცდაათორმეტი ათასი.

36და იყო ზოგი იგი ნაწილი, რომელ განვიდეს ბრძოლად რიცხჳსა მისგან ცხოვართაჲსა სამასდაოცდაათი ათას და შჳდ ათას და ხუთას.

37და იყო ზუერი უფლისა ცხოვართაგანი - ექუსას სამეოცდაათხუთმეტ.

38და ზროხაჲ - ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისა - სამეოცდაათორმეტ.

39და ვირები - ოცდაათ ათას და ხუთას და ზუერი უფლისა - სამეოცდაერთ.

40და სულები კაცთაჲ ათექუსმეტ ათას და ზუერი მათგანი უფლისა - ოცდაათორმეტ სულ.

41და მისცა მოსე ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელიაზარს მღდელსა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

42ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელთა განჰყო მოსე კაცთა მათგან მბრძოლთა.

43და იყო ზოგი იგი კრებულისაჲ ცხოვარისაგანი - სამას ათას დ შჳდ ათას და ხუთას.

44ზროხაჲ - ოცათექუსმეტ ათას.

45ვირები - ოთხ ათას და ხუთას.

46სულები კაცთაჲ - ათექუსმეტ ათას.

47და მოიღო მოსე ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და საცხოვართაგანი და მისცა იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვიდეს ჴუმილვასა კარვისა უფლისასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

48და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი.

49და ჰრქუეს მოსეს: მონათა შენთა მოვიყვანნეთ რჩეული იგი კაცნი მბრძოლნი ჩუენთანანი. და არა განერა მათგან არცა ერთი.

50და აწ მოგჳღებიეს ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, მანიაკი და სალტე და ბეჭედი და სამკლავე მელევანდი სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა.

51და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნილი.

52და იყო ყოველი ოქროჲ იგი გამონაყოფი, რომელ გამოყვეს უფლისა ათექუსმეტ ათას და შჳდასდაერგასის სიკილა ათასისთავთაგან და ასისთავთაგან.

53და კაცთა მათ მბრძოლთა წარმოიღეს კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა.

54და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი ათასთავთა მათგან და ასისთავთაგან და შეიღეს იგი კარავად საწამებელისად საჴსენებელად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა.


წინა თავი შემდეგი თავი