მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი რიცხუთაჲ |
თავი 36 |
1და მოვიდეს მთავარნი ტომთა ნათესავსა ძეთა გალადისთანი ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი, ნათესავისაგან ძეთა იოსებისთანი, და იტყოდეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა სახლებისა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა 2და თქუეს: უფალსა ჩუენსა ამცნო უფალმან მოცემად ქუეყანისა მის სამკჳდრებელისა წილით ძეთა ისრაჱლისათა და უფალსა ჩუენსა უბრძანა უფალმან მიცემად სამკჳდრებელი სალპადისი, ძმისა ჩუენისაჲ, ასულთა მისთა. 3და ცოლ-ეყუნენ იგინი ერთსა ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათასა და აღიღოს ნაწილი იგი მათი სამკჳდრებელისაგან მამათა ჩუენთა და შეეძინოს სამკჳდრებელსა მას ნათესავისასა, რომელსაცა ეცოლნენ და ნაწილისაგან სამკჳდრებელისა ჩუენისაჲსა განეყენნენ. 4უკუეთუ მიტევებაჲ იყოს ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეეძინოს სამკჳდრებელი იგი მათი, სამკჳდრებელისაგან ნათესავისა ტომისა ჩუენისაჲსა მიიღონ სამკჳდრებელი იგი მათა. 5და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა და ჰრქუა: ესრე იტყჳან ნათესავნი ძეთა იოსებისთანი. 6ესე სიტყუაჲ, რომელი უბრძანა უფალმან სულთა სალპადისთა და ჰრქუა: სთნავს თუ წინაშე მათსა, ცოლ-ეყვნედ იგინი ტომსა მამისა მათისსა ეცოლნენ იგინი. 7და არა გარდაიქცეს სამკჳდრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ ნათესავითი ნათესავად, არამედ კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა ნათვსავისა მამულისა თჳსისასა შეეკრძალნენ ძენი ისრაჱლისანი. 8და ყოველი ასული, რომელი ეძიებდეს სამკჳდრებელსა ნათესავისაგან ძეთა ისრაჱლისათა ერთტომსა მამისა თჳსისასა ცოლ-ეყოს, რათა მოიძიონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან სამკჳდრებელი მამული თჳსი. 9და არა გარდაიცვალოს ნაწილი ნათესავითი ნათესავად სხუად, არამედ თჳთოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა შეუდგენ ძენი ისრაჱლისანი. 10ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ასულთა სალპადისთა. 11და ცოლ-ეყვნენ თერსა და ეგლა, მელქა, და ნოა და მალა ასულნი სალპადისნი მამისძმისწულთა მათთა, 12ტომისაგან მანასესთა ძეთა იოსებისთა ცოლ-ეყვნეს იგინი და იყო სამკჳდრებელი მათი ნათესავსა თანა ტომისა მამისა მათისასა. 13ესე არიან მცნებანი და სამართალნი და განკითხვანი, რომელ ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო. |
წინა თავი |