მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 4

1და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს

2და ჰრქუა: მოიღე რიცხჳ იგი ძეთა მათ კაათისთაჲ შოვრის ძეთა მათ ლევისთა ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ,

3ოცდახუთისა წლისაჲთ და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ ყოველსავე მას საქმესა კარვისასა წამებისასა.

4და ესე საქმე იყო ძეთა კაათისთაჲ კარავსა მას წამებისასა წმიდა წმიდათა.

5და შევიდეს აჰრონ და ძენი მისნი, რაჟამს აღიძრას ბანაკი იგი და გარდამოჰჴსნენ (!) კრეტსაბმელი იგი, რომელი აგრილობდა და დაჰხურონ მით კიდობანი იგი წამებისაჲ.

6და დასდვან მას ზედა საბურველი იგი ტყავი, იაკინთონი და დაჰბურონ მას სამოსელი ყოვლად იაკინთონი ზედა კერძო და განუთხინენ აღსაღებელნი იგი.

7და ტაბლასა მას წინაშესა დასდვან მას ზედა ყოვლად ძოწეული სამოსელი, და პინაკები, და ფიალები, და ციცხუები და ტაკუკები, რომლითა-იგი შესწირვიდეს მით და პურნი იგი სამარადისონი მას ზედა იყუნენ.

8და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.

9და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.

10და შთადვან იგი და ყოველი ჭურჭერი მისი საბურველსა ტყავისა იაკინთონისასა და დადვან იგი აღსაღებელსა მათ ზედა.

11და საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა დაჰბურონ საბურველი იაკინთონი და დაფარონ იგი ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ აღსაღებელნი მისნი.

12და მოიღონ ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რომლითა ჰმსახურებდეს მით სიწმიდეთა შინა და შთადვან იგი სამოსელსა იაკინთონსა და დაფარონ იგი საბურველითა ტყავისა იაკინთონისაჲთა.

13და დადვან აღსაღებელთა მათ ზედა და საბურველი იგი დაჰბურონ საკურთხეველსა მას და დასდვან მას სამოსელი ყოვლად ძოწეული.

14და დაასხან მას ყოველი ჭურჭერი, რომლითა-იგი ჰმსახურებდენ მით, საცეცხურები იგი, და ფუცხუები, და ფიალები იგი, და საბურველი იგი და ყოველივე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და დადვან მას ზედა საბურველი ტყავი იაკინთონი და განუთხინენ მას აღსაღებელნი მისნი.

15და მოიღონ სამოსელი ძოწეული და შეხურონ ემბაზსა მას და ხარისხთა მათ მისთა, და შთადგან იგი საბურველსა ტყავისა იაკინთოსა და დადგან იგი აღსაღებელთა მათ და აღასრულონ აჰრონ და ძეთა მისთა დაბურვაჲ იგი სიწმიდისაჲ მის და ყოველივე ჭურჭერი წმიდა ტრვასა მას ბანაკისასა და ამისა შემდგომად შევიდენ ძენი კაათისნი აღებად და არა შეეხნენ სიწმიდეთა მათ, რათა არა მოწყდენ. ესე აღიღოდიან ძეთა კაათისთა კარავსა მის საწამებელისასა.

16და მოღუაწემან ელიაზარ, ძემან აჰრონის მღდელისამან, ზეთი იგი სანთლისა და საკუმეველი იგი შეზავებული და შესაწირავი იგი დღითი დღედი, და ზეთი იგი ცხებისაჲ და საღუაწოჲ იგი ყოველი კარვისაჲ მის, და რაოდენი არს სიწმიდესა მას შინა, და ყოველივე საქმარი მისი.

17და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

18ნუ მოსრავთ ნათესავსა გუნდისა მის კაათისსა შორის ლევიტელთა, ესრეთ ყავთ მათა მიმართ და ცხონდენ და არა მოწყდენ,

19მო-რაჲ-ვიდოდიან იგინი წმიდასა მას წმიდათასა, აჰრონ და ძენი მსნი შევიდენ და დაადგინონ კაცად-კაცადი მათი მსგავსად აღსაღებელისა მათისა.

20და არა შევიდენ იგინი ხილვად მეყსეულად წმიდასა მას წმიდათასა, რათა არა მოწყდენ.

21და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ თავად-თავად

22ძენი გეთსონისნი და ამათი სახლად-სახლად მამათა მათთაჲ, ტომად-ტომადი მათი

23ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე და აღიხილენ იგინი ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ-საქმესა თჳსსა კარავსა მას შინა წამებისასა.

24ესე არს მსახურებაჲ ტომისა გეთსონისი მსახურებად.

25და აღებად აღსაღებელსა მაშკები კარვისა მის და კარავი იგი წამებისაჲ და საბურველი იგი მისი და შესახურველი იგი იაკინთონი, რომელ არს ზედა კერძო მისსა და საბურველი იგი კარვისა საწამებელისაჲ.

26და კარვის ძელები იგი ეზოჲსაჲ მის, და რაოდენი არს კარვისა მის საწამებელისაჲ და მეტი იგი, და ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რაოდენთა-იგი ჰმსახურებდენ მას შინა.

27ყონ იგი წინაშე პირსა აჰრონისა და ძეთა მისთა, იყოს მსახურებაჲ იგი ძეთა გეთსონისთაჲ ყოვლისა მისებრ საქმისა მათისა, და აღიხილენით იგინი სახელად-სახელად ყოველივე აღსაღებელი მათგან.

28ესე არს მსახურებაჲ ძეთა გეთსონისთაჲ კარავსა მას შინა წამებისასა და ჴუმილვაჲ იგი მათი ჴელითა ითამარისითა ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.

29ძენი მერარისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ აღიხილნეთ იგინი.

30ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი ვიდრე ერგასისა წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ კარავსა მას წამებისასა.

31და ესე არს საცავი აღსაღებელი მათ მიერ ყოვლისავე მისებრ საქმისა მათისა კარავსა მას შინა წამებისა, სუეტისთავნი იგი კარვისანი და მოქლონები იგი და სუეტები იგი და ხარისხები მისი გარდასაბურველი და ხარისხები მათი და სუეტები იგი მათი და საბურველი იგი კარისა მის კარვისაჲ.

32და სუეტები იგი ეზოჲსა მის გარემო და ხარისხები მათი და სუეტნი იგი კრეთსაბმელისა ბჭისა მის ეზოჲსანი და ხარისხები მათი და მანაები მათი და საბლები იგი მათი და ყოველი სამსახურებელი მათი, სახელად-სახელად აღიხილნეთ იგინი და ყოველივე ჭურჭერი საცავი აღსაღებელი მათ მიერ.

33ესე არს სამსახურებელი ძეთა მერარისთაჲ ყოველთა შინა საქმეთა მათთა კარავსა მას წამებისასა ჴელითა ითამარისითა, ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.

34და აღიხილნეს მოსე და აჰრონ და მთავართა მათ ისრაჱლისათა ძენი კაათისნი ტომად-ტომადისაებრ მათისა და სახლისაებრ მამათა მათთაჲსა

35ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.

36ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ საქმესა კარვისა წამებისასა და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ ორ ათას შჳდასდაერგასის.

37ესე არს აღხილვაჲ ძეთა კაათისთაჲ ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისსა, ვითარცა აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

38და აღიხილნეს ძენი გეთსონისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.

39ოცდახუთისა წლისაჲთგანნი და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.

40ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად და საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ სახლად-სახლად მამათა მათთაჲ ორ ათას და ექუსასდაერგასის.

41ესე არს აღხილვაჲ ძეთა გეთსონისთაჲ, ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისასა, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა და ჴელითა მოსესითა.

42აღიხილნეს ტომნიცა ძეთა მერარისთანი გუნდად-გუნდადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.

43ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.

44ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ სამ ათას და ორას.

45ესე არს აღხილვაჲ ტომისა ძეთა მერარისთაჲ, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ, სიტყჳთა უფლისათა, ჴელითა მოსესითა.

46ყოველნივე აღხილულნი, რომელნი აღიხილხეს მოსე და აჰრონ

47და მთავართა ისრაჱლისათა ლევიტელნი იგი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.

48ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე, რომელი შევიდოდა საქმესა მას სიწმიდეთასა და საქმესა მას აღსაღებელსა კარვისა მის წამებისასა. და იყუნეს აღხილულნი იგი რვა ათს ხუთასდაოთხმეოც სიტყჳთა უფლისაჲთა. აღიხილნა იგინი მოსე, ჴელითა მოსესითა კაცად-კაცადი საქმესა მათსა ზედა,

49და რომელი აღიღოდიან მათ და აღიხილნეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.


წინა თავი შემდეგი თავი