მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 7

1და იყო დღესა მას, რომელსა აღასრულა მოსე, რათა აღმართოს კარავი იგი და სცხო მას და განწმიდა იგი.

2და შეწირეს მთავართა მათ ისრაჱლისათა ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაჲსა.

3ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა - ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი ჴარი ურემი, ერთი ორთაგან მთავართა და ჴარი თითოჲ კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა.

4ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

5მოიღე მათგან და იყუნენ საქმესა მას მსახურებისა კარვისა მის საწამებელისა და მისცენ იგინი ლევიტელთა მათ კაცად-კაცადსა მსგავსად თჳსისა მის მსახურებისა.

6და მოიღო მოსე ურმები იგი და ჴარები იგი, მისცა იგინი ლევიტელთა მათ.

7ორნი იგი ურემნი და ოთხი ჴარი მისცა ძეთა გეთსონისთა მსგავსად მსახურებისა მათისა.

8და ოთხი იგი ურემი და რვაჲ ჴარი მისცა ძეთა მერარისთა მსგავსად მსახურებისა მათისა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდელისა.

9ხოლო ძეთა კაათისთა არა მისცა, რამეთუ სამსახურებელი იგი სიწმიდისაჲ აქუნდა და მჴრითა აღიღოდიან.

10და მოართვეს მთავართა მათ სატფურებასა მას კარვისასა დღესა, რომელსა სცხო მას და შეწირეს მთავართა მათ შესაწირავი მათი წინაშე საკურთხეველსა მას.

11და ჰრქუა უფალმან მოსეს: მთავარმან ერთმან დღითი დღედ შეწირენ შესაწირავი თჳსი სატფურებასა მას საკურთხეველისასა.

12და იყო დღესა მას პირველსა და შეწირა შესაწირავი მისი ნაასონ, ძემან ამინადაბისმან, მთავარმან ტომისა იუდაჲსთამან, და შეწირა შესაწირავი მისი:

13ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ სამეოცდაათ სასწორის სასწორითა წმიდითა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესვარული ზეთითა შესაწირავად;

14პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმევლითა;

15ზუარაკი ერთი ზროხათაგან;

16ვერძი ერთი და ტარიგი წელიწადეული ყოვლად მწუარად

17და ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი წელიწადეული ხუთ. ესე შესაწირავი - ნაასონისი, ძისა ამინადაბისი.

18დღესა მეორესა შეწირა ნათანაელ, ძემან საგორისმან, ტომისა ისაქარისმან, და შეწირა შესაწირავი მისი:

19ლანკნაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად, პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

20ზუარაკი ერთი ზროხათაგან.

21ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

22ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს,

23და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები ხუთ. ესე შესაწირავი - ნათანაელისი, ძისა სოგარისი.

24დღესა მესამესა შეწირა მთავარმან ძეთა ზაბულონისთამან - ელიაბ, ძემან ქელონისმან.

25შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

26პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკმეველითა.

27ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთ წელიწდეული უბიწოჲ ყოვლად დასაწველად,

28ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს.

29და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელიაბისი, ძისა ქალონისი.

30დღესა მეოთხესა შეწირა მთავარმან ძეთა რუბენისთამან - ელიასურ, ძემან ედიორისმან.

31შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ას ოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ სამეოცდაათი სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

32პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთი,

33ზუარაკი ერთი ზროხათგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად,

34ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

35და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ; ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელისორისი, ძისა ედიორისი.

36დღესა მეხუთესა შეწირა მთავარმან ძეთა სჳმეონისთამან სალამიელ, ძემან სურისადაისმან,

37შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარული ზეთითა.

38პარაფსიტი ერთ ოქროჲსაჲ ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

39ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად,

40ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს.

41და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ: ესე შესაწირავი - სალამიელისი, ძისა სურისადაჲსი.

42დღესა მეექუსესა შეწირა მთავარმან ძეთა გადისთამან - ელისამა, ძემან რაგუელისმან,

43შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

44პარაფსიტი ოქროჲსა ერთი სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

45

46და ვაცი თხათაგან ცოდვათათჳს.

47და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირველ - ელისაფანისი, ძისა რაგუელისი.

48დღესა მეშჳდესა შეწირა მთავარმან ძეთა ეფრემისათამან ელისამა, ძემან სემეოდისმან,

49შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ ღმრთისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

50პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

51ზუარაკი ერთ, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

52ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

53და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთი, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი ელისამაჲსი - ძისა სემიუდისი.

54დღესა მერვესა შეწირა მთავარმან ძეთა მანასესთამან - გამალიელ, ძემან ფადასურისმან.

55შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისა ერთ, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლსაჲ სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

56პარასიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათისა სასწორისაჲ სავსე საკუმეველითა.

57ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი ერთი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

58ვაცი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს.

59და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - გამალიელისი, ძისა ფადასურისი.

60დღესა მეცხრესა შეწირა მთავარმან ძეთა ბენიამენისთამან - აბიდან, ძემან გედეონისმან,

61შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისა ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

62პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

63ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული დასაწველად.

64და ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს.

65და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აბიდანისი, ძისა გედეონისი.

66დღესა მეათესა შეწირა მთავარმან ძეთაგან დანისთა - აქიეზერ, ძემან ამისადაჲსმან,

67შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

68პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

69ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოელად დასაწველი.

70ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

71და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქიეზერისი, ძისა ამისადესი.

72დღესა მეთერთმეტესა შეწირა მთავარმან ძეთა ასერისთამან - ფაგეელ, ძემან ექრანისმან,

73შესაწირავი მისი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

74პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

75ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთ ყოვლად დასაწველად,

76ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს,

77და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ფაგელისი, ძისა ექრანისი.

78დღესა მეთორმეტესა: მთავარმან ძეთა ლეფთალემისთამან - აქირი, ძემან ენანისმან,

79შესაწირავი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა წმიდითა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

80პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

81ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოვლად დასაწველად,

82ვაცითგან ერთ ცოდვისათჳს,

83და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქირესი, ძისა ენანისი,

84ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ, რომელსა დღესა ეცხო მას მთავართა მათგან ძეთა ისრაჱლისათა: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ათორმეტ ფიალი ვეცხლისაჲ - ათორმეტ, პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ.

85ასოცდაათ სასწორ ლანკანაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორ ფიალი ერთი, ყოველი ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას და ოთხას სასწორ მსგავსად სასწორისა მის წმიდათაჲსა.

86პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ სავსენი საკუმეველითა, ყოველი ოქროჲსა პარაფსიტები ასდაოც სასწორ ოქროჲსაჲ,

87და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ზუარაკი - ათორმეტ, ვერძი - ათორმეტ, ტარიგები წელიწდეულები - ათორმეტ, უბიწოები შესაწირავი ამათი და მსხუერპლები ამათი და ვაცები თხათაგან ათორმეტ ცოდვისათჳს.

88და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ცხორებისა დიაკეული - ოცდაოთხ, ვერძი უბიწოჲ - სამეოც. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ შემდგომად აღვსებისა ჴელთა მისთაჲსა და შემდგომად ცხებისა მისისა.

89შესლვასა მას მოსესსა კარავსა მას წამებისასა სიტყუად მისა და ესმა მას ჴმაჲ უფლისა, ეტყოდა რაჲ მას ზეგარდამო სალხინებელით შორის ორთა მათ ქერობინთა, რომელ იყო კიდობანსა მას წამებისასა შორის ორთა მათ ქერობინთა და ეტყოდა მას.


წინა თავი შემდეგი თავი