ღმერთი და ცოდვა დიამეტრალურად ერთმანეთის საპირისპიროა. შეუძლებელია პირისახით ღვთისკენ შეტრიალდე, თუ ზურგს არ შეაქცევ ცოდვას. შეუძლებელია ღმერთი შეიყვარო, თუ ცოდვას არ მოიძულებ ...
ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ერთია - ცოდვა. როგორც ავადმყოფობას არ აქვს მართალზე ძალაუფლება, ასევე არ აქვს მასზე ძალაუფლება სიკვდილს. ადამიანებო, სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა სნეულება...
ეს ბევრმა არ იცის. ბევრი კითხულობს ამის შესახებ. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ თუ არ იცით, კარგი იქნება, რომ ვინმეს ჰკითხოთ. სხვათა შორის, მარტივი კითხვაა...
ძმანო, ვისა და რის წინაშე შეიძლება იყოს ადამიანი ქედმაღალი? ანგელოზების წინაშე? მაგრამ ანგელოზები ხომ უკვდავნი არიან, ადამიანი კი – მოკვდავი?! ადამიანების წინაშე?
მხვნელი მიწას ხნავს. იგი ყოველწამიერად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებას. სხვაგვარად როგორ დაამუშავებდა ყანას, თუ კვალს არ მიაყოლებდა გათენებიდან მზის ჩასვლამდე?!
მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ
ძმანო, რა არის ჩვენი უკანასკნელი, საბოლოო მოლოდინი? ღამით ჩვენ დღეს ველით, დღისით კი – ღამეს; შემდეგ – ისევ დღეს და ისევ ღამეს, მაგრამ ეს მოლოდინები არ არის ჩვენი საბოლოო მოლოდინი...
ნუ გიხარია მისი დაცემა – ის ხომ ადამიანია. ის შენი ძმაა. დაე, ნუ გაიხარებს შენი გული, როდესაც ძმა წაიბორძიკებს! ღმერთმა ის სიცოცხლისთვის შექმნა და მისი დაღუპვა არ ახარებს.
შურს ნუ იძიებ; ბოროტებას ბოროტებით ნუ უპასუხებ. საკმარისია ბოროტება შენი მეზობლისგან; თუ მის ბოროტებას ბოროტებითვე მიაგებ სანაცვლოს, ბოროტება გაძლიერდება სამყაროში...
ძმანო, საჭირო არ არის თავი ვიქოთ იმით, რაც ჩვენს ძალაუფლებას აღემატება. ვადები და წლები თავისი ძალაუფლებით ღმერთმა განაწესა და თავადვე განაგებს მათ.
როგორც კი სხვისი კუთვნილი მოისურვე, მაშინვე შესცოდე. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას: გონს მოხვალ და გამოფხიზლდები თუ განაგრძობ თავქვე დაშვებას, საითკენაც სხვისი კუთვნილის დაუფლების სურვილი გექაჩება?!
ნურც საკუთარ თავს და ნურც მოყვასს ნუ ეცრუები. როცა საკუთარი თავის შესახებ ცრუობ, იცი, რომ იტყუები, ხოლო როცა სხვის შესახებ ამბობ სიცრუეს, მაშინ ამ სხვამ იცის, რომ შენ მას ცილს სწამებ.
მოყვასს ნუ დაამწუხრებ და მის საკუთრების უფლებას ნუ შეურაცხყოფ! თუ ფიქრობ, რომ მელიებსა და თაგვებზე უკეთესი ხარ, მათ მსგავსად ნუ მოიქცევი!
ნუ გექნება უკანონო კავშირი ქალთან. ჭეშმარიტად, ამ საკითხში ცხოველები ბევრად მორჩილნი არიან ღვთისა, ვიდრე მრავალი ადამიანი.
ღმერთმა ყველა ქმნილებას თავისი სიცოცხლიდან შთაჰბერა სიცოცხლე, რომელიც ღვთის მიერ ბოძებული ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეა.
ვიდრე შენ შეიცნობდი ღმერთს, იგი შეიცნეს შენმა მშობლებმა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პატივს მიაგებდე და მადლობდე მათ. თაყვანი ეცი და ქება შესწირე ყველას, ვინც შენამდე შეიცნო ღმერთი – უმაღლესი სიკეთე ამ ქვეყნად.
შემოქმედი ექვსი დღე ქმნიდა და მეშვიდე დღეს შრომისაგან დაისვენა. ექვსი დღე დროებითია, დაუდგრომელი და წარმავალი, მეშვიდე დღე კი – მარადიული, მშვიდი და წარუვალი.
არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა და რაოდენი – რაი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანასა
ღმერთი ერთია და არ არსებობენ სხვა ღმერთები, მის გარდა. მან შექმნა ყველა ქმნილება, მისი მადლით ცოცხლობენ ისინი და მასთანვე ბრუნდებიან. ღმერთშია მთელი ძალა და ძლიერება და არ არსებობს ძალა ღვთის გარეშე...
რთულია, ძმანო, კამათი უღმერთოსთან, რთულია საუბარი უგუნურთან, რთულია დაარწმუნო გაბოროტებული. რთულია უღმერთოს, უგუნურისა და გაბოროტებულის სიტყვებით დარწმუნება
ღატაკი, რომელიც ითხოვს მოწყალებას, და მდიდარი, რომელიც გასცემს მას – ორივე უფლისაგან სესხულობს, იმ პირობით, რომ ღატაკი ითხოვს უფლის სახელითა და თავმდაბლობით ...