20 იანვარი

სამშაბათი

ხსნილია


კრება წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი


სწავლება ღვთის მიმართ მორჩილების შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი

იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა (მათ. 6:10)

კურთხეულია იოანე ნათლისმცემელი, რადგან მან სახარება აღასრულა სახარებამდე! იგი უდაბნოში განმარტოვდა და ხორცითაც და სულითაც სრულიად მიენდო ღვთის ნებას. ღვთის ნება აღესრულებოდა როგორც მისი სხეულის მიწაზე, ასევე მისი ...

გაგრძელება


ახალი პუბლიკაციები და წიგნები


ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ - საუკონოდ , ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი. ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.