მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 21

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა აჰრონისთა და არქუ მათ: რათა სულთაგან არა შეიგინებოდიან შორის ნათესავთა მათთა,

2არამედ თჳსთა და მახლობელთა მათთა თანა, არამედ მამისა და დედისა შევიდედ.

3და ძეთა და ასულთა და ძმისა და დისა ქალწულისა, რომელი მახლობელ იყოს მისა და რომელი არა მიცემულ იყოს ქმარსა, ამათა შევიდედ.

4და არა შეიგინნენ მეყსეულად ერსა შორის თჳსსა შეგინებად მათა და შიშულად

5ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით.

6არამედ წმიდა იყუნედ ღმრთისა მათისსა და არა შეიგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ, რამეთუ შესაწირავსა ღმრთისა მათისსა იგინი შესწირვენ და იყუნედ იგინი წმიდა.

7და დედაკაცსა მეძავსა და შეგინებულსა ნუ შეირთვედ და დედაკაცსა განტევებულსა ქმრისაგან თჳსისა ნუ მოიყვანებედ, რამეთუ წმიდა არიედ უფლისა ღმრთისა მათისა.

8და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მსხუერპლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა იგი შესწირავს და წმიდა იყავნ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.

9და ასული თუ მღდელისაჲ შეიგინოს სიძვითა, სახელი მამისა თჳსისა შეაგინა, ცეცხლითა დაიწუნ.

10და მღდელმან დიდმან ძმათაგან მისთა რომელსა ზედა დაესხა თავსა მისსა ზეთი ცხებისაჲ და სრულ ქმნულ არს შემოსად სამოსელისა მის თავსა ვარშამაგი, აღძარცუენ, ხოლო სამოსელსა ნუ დაიპებნ.

11და ყოველსა ზედა სულსა აღსრულებულსა ნუ შევალნ ნუცა მამისა, ნუცა დედისა მისისა ზედა შეიგინებინ.

12და სიწმიდეთაგან ნუ გამოვალნ, რათა არა შეაგინოს სიწმიდე იგი ღმრთისა მისისაჲ, რამეთუ წმიდაჲ, იგი ზეთი ცხებულებისაჲ ღმრთისამიერი არს მის ზედა. მე ვარ უფალი ღმერთი.

13ხოლო ამან ქალწული ერისაგან თჳსისა მოიყვანოს,

14ქურივი და განტევებული და მეძავი ვერ მოიყვანოს, არამედ ქალწული ნათესავისაგან თჳსისა მოიყვანედ ცოლად.

15რათა არა შეიგინოს თესლი მისი ერსა შორის მისსა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განვწმიდე იგი.

16და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

17არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მისისა.

18ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი ბრმაჲ და მკელობელი, გინა ცხჳრმოკლე, გინა ყურკუეთილი,

19გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ჴელი,

20ანუ ფერჴი, ანუ ზურგტეხილი, ანუ თუ ნახევარჴმელი, ანუ თუალითა ლბილი, ანუ კაცსა, რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა მეფხანი, ანუ ერთკაკაჲ.

21და ყოვლისა თანა, რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა აჰრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მასხუერპლსა ღმრთისა შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღმრთისა მისისასა ვერ მოუჴდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა.

22ხოლო წმიდათაგანი შეწირულთა ჭამენ.

23გარნა კრეთსაბმელას ნუ მოვალნ, ნუცა საკურთხეველსა შევალნ, რამეთუ ბიწი არს მის თანა, და ვერ მივიდეს იგი შეგინებად მისა სიწმიდესა ღმრთისა მისისასა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ.

24და ეტყოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ სიტყუათა.


წინა თავი შემდეგი თავი