მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 26

1არა ჰქმნე თავისა თჳსისა ჴელითქმნული, არცა გამოქანდაკებული, არცა ძეგლი არა აღმართოთ თქუენ, არცა ლოდი სასტრად აღსდგათ ქუეყანასა თქუენსა თაყუანის-საცემელად თქუენდა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

2შაბათნი ჩემნი დაიმარხენით და წმიდათა ჩემთაგან გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

3უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით, და მცნებათა ჩემთა იმარხჳდეთ და ჰყოფდეთ მათ, მოგცე თქუენ წჳმაჲ ჟამსა თჳსსა.

4და ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თჳსი და ხეთა ველისათა მოსცენ ხილი მათი.

5და მიიწიოს სალეწავი თქუენი ვიდრე სთულებადმდე და სთველი მიიწიოს თესვადმდე და ჰჭამდეთ პურსა თქუენსა მაძღრივ და დაემკჳდრნეთ კრძალულებით ქუეყანასა თქუენსა.

6და მოვსცე მშჳდობაჲ ქუეყანასა თქუენსა და დაიძინოდით უზრუნველად და არა ვინ იყოს მაშინებელ თქუენდა, და წარვწყმიდო მჴეცი ბოროტი ქუეყანისაგან თქუენისა და ბრძოლა არა იყოს ქუეყანასა თქუენსა.

7და სდევნიდეთ მტერთა თქუენთა და დაეცნენ წინაშე თქუენსა მომწყდარნი მახჳლითა.

8და წარიქციოს ხუთმან თქუენგანმან ასი და ასმან თქუენგანმან წარიქციოს ბევრეული და დაეცნენ მტერნი თქუენნი წინაშე თქუენსა მახჳლითა.

9და მოვიხილო თქუენ ზედა და გაკურთხნე თქუენ და აღგაორძინნე თქუენ და განგამრავლნე თქუენ და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი თქუენ თანა.

10და ჰჭამდეთ ძუელსა და ძველისძველსა და ძუელი წინაშე პირსა ახალთასა გამოსდვათ.

11და აღუმართო კარავი ჩემი თქუენ შორის და არა მოგიძაგნეს თქუენ სულმან ჩემმან.

12და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.

13მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იყვენით თქვენ მონა და განვხეთქენ საკრველნი უღლისა თქუენისანი და მოგიყვანენ თქუენ განცხადებულად.

14უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი და არცა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა,

15არამედ ურჩ ექმნნეთ მათ და სამართალნი ჩემნი მოიწყინნეს სულმან თქუენმან და არა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა და განაქარვნეთ აღთქუმანი ჩემნი.

16და მეცა ეგრევე გიყო თქვენ: მოვავლინო თქუენ ზედა სიმღიერე და უნაყოფოებაჲ და სიყჳთლე დანდალუკად თუალთა თქუენთა, და გული თქუენი დადნებოდეს, და სთესვიდეთ თესლსა თქუენსა ცუდად და ჭამდენ მას მტერნი თქუენნი.

17და დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა და დაეცნეთ წინაშე მტერთა თქუენთა, და გდევნიდენ თქუენ მოძულენი თქვენნი და ივლტოდით თქუენ თჳნიერ მდევართა.

18უკუეთუ აქამომდე არა ისმინოთ ჩემი და შევსძინო სწავლად თქუენდა შჳდწილ ცოდვათა თქუენთა ზედა.

19და შევმუსრო გინებაჲ იგი ამპარტავნებისაჲ და ვყო ცაჲ თქუენ ზედა ვითარცა რკინაჲ და ქუეყანა ვითარცა რვალი.

20და ცუდად იყოს ძალი თქუენი და ქუეყანამან არა მოგცეს თესლი მისი და ხემან ველისა თქუენისამან არა მოგცეს ნაყოფი მისი.

21უკუეთუ ამისა შემდგომად ხვიდოდითღა თქუენ დრკუდ ჩემდა მომართ და არა ინებოთ სმენად ჩემი, შეგძინო თქუენ ტანჯვაჲ შჳდი ცოდვათა თქუენთაებრ.

22და მოვავლინო თქუენ ზედა მჴეცი მძჳნვარე ქუეყანისაჲ და შეგჭამდეს თქუენ, და აღჴოცოს საცხოვარი თქუენი და შეგამცირნეს თქუენ და ოჴერ იყუნენ გზანი თქუენნი.

23და უკუეთუ ამითცა ვერ განისწავლნეთ თქუენ,

24არამედ ხჳდოდითღა ჩემდა მომართ გულარძნილად, ვიდოდი მეცა თქუენ თანა გულისწყრომითა გულარძნილითა და გგუემნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა მათ თქუენთათჳს.

25და მოვჴადო თქუენ ზედა მახჳლი და შურისმეძიებელი საშჯელად შჯულისა და შეევედრნეთ თქუენ ქალაქებსა თქუენსა და მოვავლინო სიკუდილი თქუენ ზედა და მიეცნეთ ჴელთა მტერთა თქუენთასა.

26და გჭირდეს თქუენ იფქლისა და პურისათჳს და აცხობდენ ათნი დედანი თქუენგანნი პურსა ერთსა შიდა თორნესა და მოგცემდენ თქუენ პურსა თქუენსა სასწორით, ჰჭამდეთ და ვერ განძღებოდით.

27უკუეთუ ამათ ზედაცა არა ისმინოთ ჩემი, არამედ ხჳდოდითვე დრკუდ.

28მეცა ვიდოდე თქუენ თანა გულისწყრომითა დრკუჲთა და გასწავლნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა თქუენთათჳს.

29და ჰჭამდეთ თქუენ ჴორცთა ძეთა თქუენთასა და ჴორცთა ასულთა თქუენთასა.

30და მოვიხუნე ძელისანი ჴელითქმნილნი თქუენნი და დავსხნე გუამნი თქუენნი გუამთა თანა კერპთა თქუენთასა, და მოგიწყინნეს თქუენ სულმან ჩემმან

31და დავსხნე ქალაქნი თქუენნი ოჴრად და მოვაოჴრო სიწმიდე თქუენი, და არა ვიყნოსო სულნელებაჲ მსხუერპლთა თქუენთაჲ.

32და მოვაოჴრო ქუეყანა თქუენი და უკჳრდეს ამას ზედა მტერთა თქუენთა, რომელნი მკჳდრ იყუნენ მას ზედა.

33და მიმოდაგთესნე თქუენ წარმართთა შორის, და აღგჴოცნეს თქუენ მომავალმან მან მახჳლმან თქუენ ზედა და იყოს ქუეყანა თქუენი უდაბნო და ქალაქნი თქუენნი - ოჴერ.

34და მაშინ სათნო იყოს ქუეყანამან შაბათი თჳსი ყოველთა მათ დღეთა ოჴრებისა მისისათა.

35და თქუენ იყუნეთ ქუეყანასა მტერთა თქუენთასა. და მაშინღა შაბათობდეს ქუეყანა და სათნო იყოს შაბათი მისი. ყოველსა ჟამსა ოჴრებისა მისისასა შაბათობდეს, რომელ არა შაბათობდა შაბათთა მათ შინა თქუენთა, რაჟამს მკჳდრ იყვენით მას ზედა.

36და დაშთომილთა მათ ზედა თქუენგანთა მოვავლინო შიში გულთა მათთა ქუეყანასა მტერთა მათთასა და სდევნიდეს მათ ჴმაჲ ფურცლისაჲ მოღებული ქარითა. და ივლტოდიან, ვითარცა ვინ ივლტინ მბრძოლისაგან და დაეცნენ თჳნიერ მდევართა.

37და უგულებელ-ყოს ძმამან ძმაჲ, ვითარცა ბრძოლასა შინა, დაღათუ არა ვინ სდევნიდეს მათ და ვერ გეძლოს წინადადგომად მტერთა თქუენთა.

38და წარსწყმდეთ თქუენ წარმართთა შორის და შეგჭამდეს თქუენ ქუეყანაჲ იგი მტერთა თქუენთაჲ.

39და რომელნი დაშთნენ თქუენგანნი, განიჴრწნენ ცოდვითა თქუენითა და დადნებოდიან ქუეყანასა მტერთა მათთასა.

40და მიუთხრობდენ ცოდვათა მათთა და ცოდვათა მამათა მათთასა, რამეთუ გარდაჰჴდეს შჯულსა და დამივიწყეს მე, და ვიდოდეს წინაშე ჩემსა დრკუდ.

41და მეცა ვიდოდე მათა მიმართ დრკუდ და წარვწყმიდნე იგინი ქვეყანასა მას მტერთა მათთასა. და მაშინ ჰრცხუენოდის გულსა მათსა წინადაუცუეთელსა, და მაშინ სათნო იყუნენ ცოდვანი მათნი.

42და მაშინ მოვიჴსენო მე აღთქმა იგი იაკობის თანა, და აღთქმაჲ იგი ისაკის თანა და აღთქმაჲ იგი აბრაჰამის თანა მოვიჴსენო და ქუეყანისაჲ მის მოვიჴსენო.

43და ქუეყანა იგი თქუენი დაშთეს. და მაშინ შეიწყნაროს ქუეყანამან შაბათი მისი მოოჴრებითა მით მისითა ამისთჳს და მათ მოიხუნენ თჳსნი იგი უშჯულოებანი ამისთჳს, რამეთუ სამართალნი ჩემნი უგულებელს-ყუნეს, ბრძანებანი ჩემნი მოიწყინნა გულმა მათმან.

44და იყუნეს ღათუ ქუეყანასა მტერთა მათთასა, არა უგულებელ-ვყვენ იგინი და არცა მოვიწყინე მოჴოცად მათა და განქარვებად აღთქმათა ჩემთა მამათა მიმართ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.

45და მოვიჴსენო მე აღთქმაჲ იგი პირველი, რაჟამს გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა წინაშე ყოველთა ნათესავთა, რაჲთა ვიყო მე მათა ღმერთ. მე ვარ უფალი.

46ესე სამართალნი და მშჯავრნი და შჯული, რომელ მოსცა უფალმან შორის მისსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა მთასა სინასა ჴელითა მოსესითა.


წინა თავი შემდეგი თავი