მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 4

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,

3უკუეთუ მღდელთმოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწო ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს.

4და წარმოიბას კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა.

5და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა.

6და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა წინაშე ღმრთისა კრეთსაბმელსა მას თანა წმიდასა.

7და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ჴბოჲსა რქათა მათ საკურთხეველისათა საკმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელთა.

8და ყოველი ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი ნაწლევთაჲ

9და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკმელთა თანა მოჰჴადოს.

10ვითარცა-იგი მოჰჴადეს ჴბოსა მას შესაწირავისა საცხორებელისასა და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა.

11და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით.

12და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა, სადა-იგი დასხიან ნაცარი და დაწჳან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა და სათხეველსა თანა ნაცრისასა და დაიწუეს იგი.

13და უკუეთუ ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით, და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა, და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,

14და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.

15და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა მას ზედა ჴბოჲსა წინაშე ღმრთისა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა.

16და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ კარვად საწამებელისა.

17დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდგზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეთსაბმელსა მას სიწმიდისასა.

18და მისვე სისხლსგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკმეველისათა წინადაგებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს კართა მათ ზედა კარვისა მის საწამებელისათა.

19და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა.

20და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე იყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.

21და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს, კრებულისა არს ესე.

22უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად,

23და ცოდოს და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ.

24და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

25და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.

26და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისაჲ მის ცხორებისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.

27უკუეთუ კაცმან ერთმან ერისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნებსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,

28და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა და მოიბას თიკანი თხათაგანი, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა

29და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა, რომელ-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.

30და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწველთასა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.

31და ყოველივე ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა-სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.

32უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.

33და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწველნი იგი.

34და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲ თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

35და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი და მიეტეოს მას.


წინა თავი შემდეგი თავი