მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 27

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რომელმან ილოცოს ლოცვაჲ მიცემად სასყიდელი სულისა თჳსისაჲ ღმერთსა,

3და იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ოცით წლითგან ვიდრე სამეოც წლადმდე, იყოს სასყიდელი მისი ერგასისი სატირი ვეცხლისაჲ სასწორითა წმიდითა

4ხოლო ქალისაჲ იყოს თანა სასყიდელი ოცდაათი სატირი.

5უკეთუ ხუთისა წლისაჲთგან ვიდრე ოცად წლადმდე იყოს, სასყიდელი წულისაჲ - ოცი სატირი.

6ხოლო ქალისაჲ - ათი სატირი. და თთჳთ ერთითგან ვიდრე ხუთად წლადმდე იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ხუთი სატირი ვეცხლისაჲ,

7ხოლო ქალისაჲ - სამი სატირი ვეცხლისაჲ. უკეთუ სამეოცისა წლისა უზეშთაეს იყოს, წულისაჲ მის იყოს ათხუთმეტ სატირი ვეცხლისაჲ.

8უკუეთუ ქალი იყოს - ათ სატირ. უკუეთუ უპოვარ იყოს სასყიდლისა, დადგეს წინაშე მღდელისა მის და დასდვას მღდელმან მან სასყიდელი, რაოდენცა შემძლებელ იყოს ჴელი მისი, რომელმან-იგი აღუთქვა, ეგრეცა დასდვას სასყიდელი მღდელმან მან.

9უკუეთუ საცხოვართაგანსა რომელსა შესწირვიდენ მსხუერპლად ღმრთისა, რომელმან შეწიროს ამათგანი უფლისა, იყოს იგი წმიდაჲ.

10არა განსცვალო კეთილი ხენეშად, უკუეთუ განცვალებით განსცვალო იგი საცხოვარი საცხოვრად და ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ.

11უკეთუ ყოველივე პირუტყჳ არაწმიდაჲ იყოს, რომელთაგანი არა შეიწირვის მსხუერპლად ღმრთისა, დაადგინოს საცხოვარი იგი წინაშე მღდელისა მის

12და დასდვას სასყიდელი მღდელმან მან შორის კეთილსა და შორის ხენეშსა მას, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა ეგენ.

13უკუეთუ ჴსნით იჴსნეს იგი, შესძინენ მეხუთე იგი სასყიდელსა მისსა. და უკუეთუ კაცმან განწმიდოს სახლი თჳსი წმიდად უფლისა, დასდვას სასყიდელი შორის ხენეშსა, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა დაემტკიცენ.

14უკუეთუ შემდგომად განწმედისა მის იჴსნიდეს სახლსა მას თჳსსა, შესძინოს ნახუთალი ვეცხლისა სასყიდელსა მისსა და იყოს მისა სახლი იგი.

15უკუეთუ ყანაჲ სამკჳდრებელისა მისისაჲ წმიდა-ყოს კაცმან ღმრთისა

16და იყოს სასყიდელი მისი მსგავსად სათესავისა მისისა ოცდაათისა გრივისა ქრთილისაჲ ერგასისი სატირი ვეცხლი.

17უკუეთუ წელიწადსა მას მიტევებისა წმიდა-ყოს ყანაჲ თჳსი, მსგავსად სასყიდელისა მის დაემტკიცოს.

18უკუეთუ შემდგომად მიტევებისა მის წმიდა ყოს ყანაჲ თჳსი, ეგრეცა შეურაცხ-ყოს მღდელმან ვეცხლი მისი წელთა მათ დაკლებულთა ვიდრე მუნ წლადმდე მიტევებისა დააკლოს სასყიდელსა მას მისსა.

19უკუეთუ იჴსნიდეს ყანასა მას თჳსსა, შემდგომად განწმედისა მისისა შესძინოს მეხუთე იგი ვეცხლისაჲ სასყიდელსა მისსა, და იყოს იგი მისავე.

20უკუეთუ არა იჴსნეს ყანაჲ თჳსი და მისცეს იგი კაცსა სხუასა, არღარა იჴსნეს იგი.

21არამედ იყოს ყანაჲ იგი გამოსრულ მიტევებასა მას წმიდა, იყოს საქებელ ღმრთისა, ვითარცა-იგი ქუეყანაჲ განჩემებული, მღდელისა იყოს იგი სამკჳდრებელ.

22უკუეთუ ყანაჲ იგი, სადა მოუგიეს, რომელ არა არს სამკჳდრებელისაგან მისისა და იგი წმიდა-ყოს ღმრთისა.

23შეურაცხოს მას მღდელმან მან სასყიდელისაგან მისისა ვიდრე წელიწადადმდე მიტევებისა მის და მისცეს სასყიდელი იგი მისი მას დღესა, წმიდა-ყოს ღმრთისა.

24და წელიწადსა მას მიტევებისასა კუალად მოეგოს ყანაჲ იგი კაცსა მას, რომლისაგან მოიყიდა, რომლისაჲცა იყო ქუეყანაჲ იგი სამკჳდრებელად.

25და ყოველივე სასყიდელი იყოს სასწორთა წმიდათა, ოცი დანგი იყოს სატირი იგი.

26და ყოველივე პირმშოჲ საცხოვართა შორის, რომელი იყო ღმრთისა, ნუ ვინ შესცვალებნ გინა თუ ჴბოჲ, გინა თუ ცხოვარი უფლისად იყოს.

27უკუეთუ ოთხფერჴთაგანი არაწმიდათაჲ შესცვალო, შემსგავსებულად სასყიდელისა მისისა შესძინოს ნახუთალი მისი მას ზედა. და იყოს იგი მისავე, უკუეთუ არა იჴსნეს, განიყიდოს მსგავსად სასყიდელისა მისისა.

28და ყოველივე აღნათქუემი, რომელი აღუთქვას კაცმან ღმერთსა ყოველთა მათგან, რაოდენი-რაჲ არს მისი კაცითგან მიპირუტყუადმდე და ქუეყანითგან სამკჳდრებელისა მისისაჲთ, არა განყიდოს, არცა იჴსნეს იგი, ყოველივე შენაჩუენები წმიდაჲ წმიდათა იყოს უფლისა.

29და ყოველივე, რომელი შეიწიროს კაცთაგან, არა იჴსნეს ჴსნით, არამედ სამკჳდრებელით მოკუდეს.

30ყოველივე ათეული თესლისაგან ქუეყანისა ნაყოფითგან ხისაჲთ წმიდა იყოს უფლისა ღმრთისა.

31უკუეთუ ჴსნით იჴსნეს კაცმან ათეული თჳსი, მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა, და იყოს იგი მისა.

32ყოველივე ათეული ზროხათა და ცხოვართაჲ და ყოველივე, რაოდენი განვიდეს რიცხუსა მას კუერთხსა ქუეშე, ათეული იგი იყოს წმიდაჲ უფლისა.

33არა შესცვალო კეთილი ბოროტად, არცა ბოროტი კეთილად. უკუეთუ შეცვალებით შესცვალო იგი, ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ, არღარა იჴსნეს.

34ესე არიან მცნებანი, რომელნი ამცნო ღმერთმან მოსეს ძეთა მიმართ ისრაჱლისათა მთასა ზედა სინასა.


წინა თავი