მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 22

1და მერმე ეტყოდა ღმერთი მოსეს

2და ჰრქუა: არქუ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ეკრძალნედ სიწმიდეთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, რათა არა შეიგინონ სახელი ჩემი წმიდაჲ, რაოდენ-რაჲ განწმიდონ მათ ჩემდა მომართ, მე ვარ უფალი.

3არქუ მათ ნათესავთა შორის თქუენთა: ყოველი კაცი, რომელი მოვიდეს ყოვლისაგან ნათესავისა თქუენისა სიწმიდესა მას, რაოდენ-რაჲ განწმიდონ ძეთა ისრაჱლისათა, ღმრთისა და არაწმიდებაჲ იგი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან, მე ვარ უფალი.

4კაცი, რომელი იყოს ნათესავისა აჰრონის მღდელისა კეთროვან, ანუ თუ თესლმდინარე, სიწმიდისაგან არა ჭამოს ვიდრე განწმედამდე და რომელი შეეხოს ყოველსა არაწმიდებასა სულისასა ანუ კაცსა, რომლისაგან გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ,

5ანუ რომელი შეეხოს ყოველსა ქუეწარმავალსა არაწმიდასა, რომელმან შეაგინოს იგი, გინა თუ კაცსა ზედა, რომელმან შეაგინოს იგი ყოვლისაებრ

6არაწმიდებისა მისისა, კაცმან რომელმან შეახოს მას, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

7არა ჭამოს მან სიწმიდეთაგან, ვიდრე არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა და დაჰჴდეს მზე და წმიდა იყოს და მაშინღა ჭამოს სიწმიდეთაგანი,

8რამეთუ პური მისი არს იგი, მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ჭამოს შეგინებად მისა მათგან. მე ვარ უფალი ღმერთი.

9დაიმარხედ დასაცავნი ჩემნი, რათა არა მოიღონ ამისთჳს ცოდვაჲ და მოწყდენ მისთჳს, უკუეთუ შეაგინონ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.

10და ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს წმიდაჲ იგი და შემყოფმან მღდელისამან და სასყიდლით დადგინებულმან არა ჭამოს სიწმიდისაგანი.

11უკეთუ მღდელმან მან მოიგოს კაცი სასყიდლით ვეცხლითა, ამან ჭამოს პური მისი და შვილთა, მონათა მისთა, ამათცა ჭამონ პური მისი.

12და ასული კაცისა მღდელისაჲ იყოს თუ ქმრისა უცხოთესლისა, პირველ ნაყოფი შესაწირავთაჲ არა ჭამოს.

13და ასული კაცისა მღდელისაჲ უკუეთუ იყოს ქურივ და გამოაძონ და ნაშობი არა ესვას მას, მოიქცეს სახლსავე მამისა თჳსისასა, ვითარცა პირველ სიჭაბუკესა მას მისსა, პურსა მამისა მისისასა ჭამდეს იგი, ხოლო ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს მისგან.

14და კაცმან რომელმან ჭამოს წმიდაჲ იგი უმეცრებით, დაურთოს ნახუთალი მისი მას ზედა, და მისცეს მღდელსა მას წმიდაჲ იგი.

15და არა შეაგინოს სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისათა, რომელსა იგინი შეწირვენ უფლისა.

16და არა მოავლინონ მათ ზედა უშჯულოებაჲ იგი შეცოდებისაჲ ჭამასა მას მათსა წმიდათაგან მათთა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, განვსწმედ მათ.

17და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

18ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, ანუ ძეთაგანმან მწირთამან, რომელი მოსრულ იყოს მათა ისრაჱლსა შორის, რომელმან შეწიროს მსხუერპლი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა.

19ანუ თუ მსგავსად ყოვლისავე გულსმოდგინებისა მათისა, რაოდენ-რაჲ შეწირონ ღმრთისა.

20მრგულიად დასაწველად სათნოჲ თქუენი უბიწოჲ ვერძი ზროხათაგან და თხათაგან ყოველსა მას, რომელსა შინა იყოს ბიწი, ნუ შესწირვედ ღმრთისა, რამეთუ არა შევიწირო მათგან.

21და კაცმან უკუეთუ შეწიროს ძღუენი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა და ყოვლისავე ნებისა მათისა მსხუერპლი ცხორებისაჲ ღმრთისა, რომელი განაჩინა აღთქმით დღესასწაულთა მათ თქუენთა მროწ[ლე]თაგან, ანუ თუ არვისაგან, უბიწო იყოს, შეწიროს, ყოველიმცა ბიწი ნუ არს მის თანა,

22ბრმაჲ, ანუ ყურკუეთილი, ანუ განტეხილი, ანუ ჭლაკითა ბრმაჲ, ანუ მღიერი, ანუ მეფხანოვანი, არა შეწირონ ესევითარი ღმრთისა და ნაყოფად არა მოსცეთ მათგან საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა.

23და ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი ყურკუეთილი, ანუ თუ კუდმოკლე საკლველად ჰყო იგი თავისა შენისა, ხოლო აღნათქუემად შენდა არა შეიწიროს.

24გამოტეხილი და შეჭყლემული და მოკუეთილი და აღმოტაცებული არა შესწირო იგი ღმრთისა.

25და ქუეყანასა თქუენსა არა ჰყოთ, ჴელისაგან უცხოთესლთაჲსა არა შესწიროთ შესაწირავად ღმრთისა თქუენისა ამათ ყოველთაგანი, რამეთუ ხრწნილებაჲ არს მათ თანა და ბიწი არს მათ თანა, არა შეიწიროს ესე თქუენდა.

26და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

27ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ, რომელი იშვეს, იყოს იგი შჳდ დღე დედისა თანა, ხოლო მერვით დღითგან და წამართ შეიწიროს მსხუერპლად ნაყოფად უფლისა.

28და ჴბოჲ და ცხოვარი და დედაჲ და შვილი მისი არა დაჰკლა დღესა ერთსა.

29უკუეთუ შეწირვიდეს შესაწირავსა აღთქმისასა სიხარულისა თქუენისასა ღმრთისა შესაწირველად თქუენდა და დაკალთ იგი.

30და მას დღესა შეიჭამენ, არა გაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე.

31მე ვარ უფალი და დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ჰყოფდით მათ.

32და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ და წმიდაჲ ვიყო მე შორის ძეთა ისრაჱლისათა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

33რომელი განგწმედ თქუენ, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთად, მე - უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი