მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 24

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ, მოგართუედ შენ ზეთი ზეთთაგან წმიდაჲ წნეხილი ნათლად ნათებად სანთლისა მის.

3გარეშე კრეთსაბმელსა მას კარვისა საწამებელისასა და ჰნათებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან განთიადმდე წინაშე ღმრთისა მოუკლებელად შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა.

4სასანთლესა ზედა ჰნათებდით წმიდასა სანთელსა წინაშე ღმრთისა განთიადმდე.

5და მოიღეთ სამინდოჲ და ჰქმნეთ იგი ათორმეტად პურად. მეორე ათეულისაგან იყოს პური იგი ერთი.

6და დააგნეთ იგინი ორად წინაშე დასაგებელად, ექუს-ექუსი პური დააგეთ ლანკლასა ზედა წმიდასა წინაშე უფლისა.

7და დასდვა მას ზედა დასადებელი გუნდრუკი წმიდაჲ და მარილი. და იყუნენ პურნი ესე მოსაჴსენებელად წინაშე დაგებულ ღმრთისა.

8დღესა შაბათსა დააგოდით წინაშე უფლისა მარადის ძეთაგან ისრაჱლისათა შჯულად საუკუნოდ.

9და იყოს იგი აჰრონისა და ძეთა მისთა და ჭამდენ მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს წმიდაჲ წმიდათაჲ ესე მათა შესაწირავთაგან ღმრთისათა შჯულად საუკუნედ.

10და გამოვიდა ძე დედაკაცისა ისრაჱლიტელისა. და ერთი ესე იყოს ძე დედაკაცისა ეგჳპტელისაჲ ძეთა შორის ისრაჱლისათა და ლალვიდეს ბანაკსა მას შინა დედაკაცისა მის მეგჳპტელისა და კაცი იგი ისრაჱლიტელი.

11და სახელ-სდვა ძემან მან მის დედაკაცისამან სახელსა და სწყევა. და მოიყვანეს მოსესა და სახელი დედისა მისისაჲ ალამით, ასული ზამბრესი, ტომისა მისგან დანისა.

12და შესუეს იგი საპყრობილესა, რათა განიკითხნენ იგინი ბრძანებითა ღმრთისათა.

13და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

14გამოიყვანე, რომელმან იგი სწყევა გარეშე ბანაკსა და დაასხნენ ყოველთა, რომელთა ესმა, ჴელნი მათნი თავსა ზედა მისსა და ქვაჲ დაჰკრიბენ მას ყოველმან კრებულმან.

15და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ მათ: კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.

16რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი

17ყოველმან კრებულმან, გინა თუ მწირმან, გინა თუ მკჳდრმან,

18რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, ეგრეთვე მოკუედინ.

19და კაცმან უკუეთუ სცეს ყოველსავე კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ იგი და პირუტყუმან თუ ვისმანმე სცეს კაცსა და მოკუდეს, ზღოს სული სულისა წილ, უკუეთუ ვინმე დასდგას გერში მოყუასსა თჳსსა, ვითარცა-იგი მან უყო, ეგრევე უყავთ მას.

20განტეხაჲ განტეხისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, და, რაჲცა გერში დასდვა კაცმან კაცსა, ეგრევე უყავთ მას.

21უკუეთუ ვინმე სცეს კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ.

22სამართალი ერთი იყავნ მწირისაჲ მის და მსოფლელისაჲ და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა.

23და გამოიყვანეს კაცი იგი, რომელმან სწყევა გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ ყოველმან კრებულმან და ძეთა ისრაჱლისათა, ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.


წინა თავი შემდეგი თავი